სურათებიუცნაური

საქართველო გადარჩება ?

2197d871a7fa

ეს შეკითხვა ალბათ ეს კითხვა ყველას გასჩენია ვინც ოდნავ მაინც წუხს საქართველოზე. ამ პოსტში მე ვრცლად ვისაუბრებ საქართველოში არსებულ პრობლემებზე რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და გარკვეული ადგილი აქვს დაკავებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თბილისში და არა მარტო თბილისსში ყოველდღიურად ქუჩაში ვხედავთ “ძველ ბიჭებს” რომელთაც, ჩემი აზრით აზრზე არ არიან რა უნდათ და ხალხსაც ზიანს აყენებენ. ზოგადად ცნობილი არის რომ ისინი პატივს ცემენ “ქურდებს” რომლების უმეტესობა ციხეშია, გაურბიან პოლიციას, ქურდობენ, ამ ნაქურდალ ფულს და ხალხისგან გამოძალვით წარტმეულ ფულს კრიბავენ როგორც “ობშიაკი” და მიაქვტ ქურდებთან ზონაზე და ა.შ. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ გვიჩნდება კითხვა “რატომ?”

ქურდული ცხოვრების ისტორია ათვლას იწყებს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან. გადმოცემის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დროს ციხეებში ჰყავდათ გარკვეული ავტორიტეტის მქონე ხალხი, რომლებიც უყურებდნენ სიტუაციას ციხეში, ასე და ამ რიგად მთავრობაც დიდად აღარ იწუხებდა თავს ციხეში სიტუაციის კონტროლით, სამაგიეროდ ამ ზედამხედველებს უკეთესი ცხოვრება ჰქონდათ ციხეში ვიდრე დანარჩენ პატიმრებს.

ეს ყველაფერიც გასაგებია მაგრამ აქაც ჩნდება კითხვა საიდან აღმოჩნდენ ისინი ქუჩაში და საიდან ჩაება ახალგაზრდობა ამ ბინძურ საქმეში?

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ “ქურდები” რომლებიც უყურებდნენ ციხეში სიტუაციას მოიხადეს თავიანთი კანონით მისჯილი პატიმრობის წლები და გახდნენ თავისუფლები, როგორც ყველას ალბათ მათაც გაუჩნდათ ძალაუფლების ქონის სურვილი. როგორც მთავრობამ მათ მისცა გარკვეული პრივილეგია ციხეში, მათაც მისცეს ქუჩაში გარკვეული პრივილეგია ახალგაზრდებს, რომ ეკონტროლებინათ ქუჩაში სიტუაცია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ქუჩაში გამოჩნდნენ “კაი ბიჭები” რომლებიც აგვარებდნენ სიტუაციას ქუჩაში, არჩევდნენ სხვის საქმეებს აგროვებდნენ ფულს “ქურდებისთვის.” “კაი ბიჭები” კი დაცულნი იყვნენ “ქურდებისგან” ანუ მარტივად რომ ვთქვა ზედმეტის მთქმელი არავინ იყო მათზე.

ეს ზოგადად ქუჩურ ცხოვრებაზე და ახლა მინდა შევეხო ბავშვების თემას რომლებიც “ფუჭდებიან” ქუჩაში, იწყებენ მოწევას, უნდათ რომ იყვნენ ძველი ბიჭები და ასე შემდეგ. ამ თემას იმიტომ შევეხე რომ ამის მაგალითები გვხვდება ყველგან, ინტერნეტშიც კი. ამ ხალხმა ჯერ კიდევ ვერ შეიგნო რომ 21 საუკუნე არის და ვერ ვითარდება ქვეყანა, ჩემი აზრით ეს არის ყველაფერი მშობლების შეცდომა, არ ვიცი შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია მაგრამ, გადახედეთ მთელს საქართველოს რა ხდება.

და ამ დროს რას აკეთებს მთავრობა ?

რაც შევარდნაძის დრო დამთავრდა, ჩვენმა დღევანდელმა პრეზიდენტმა დაიწყო “ქურდების” დაჭერა და პოლიციის გაძლიერება. წინა წლებთან შედარებით სიტუაცია უკეთესია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქუჩაში აღარ იდგნენ ხალხი, აღარ “ძველ ბიჭობდნენ”, “ქურდობდნენ” და ა.შ. ხალხს არ უნდა რომ დაეხმაროს ქვეყნის განვითარებას, მშობლების უმეტესობას არ აინტერესებს რას აკეტებთს თავისი შვილი ქუჩაში, როგორ სწავლობენ, და როგორ ცხოვრობენ.

ეს ჩემი პირველი პოსტია და ალბათ მიხვდებით რის თქმას ვცდილობ და ალბათ მომხრეებიც გამომიჩნდებიან. ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა რაც საქართველოში არსებობს. ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვასწოროთ ყველაფერი, უბრალოდ ცოტა თავის შეწუხება არ რომ არ დაეზაროს ყველას მგონია რომ ჩვენი პატარა ქვეყანა აღარ იქნება თვითონ ქართველებისგან დასაცინი და ხალხი აღარ გაიქცევა საქართველოდან.

14de5c9090ad

745c16b6091d

0bc65c52eb38

fc83acc422f4

3f9e6344bccf

ef548a9db3ec

bd51fc199cde

a3eacc3c8eca

21580179491b

უზრდელობაა მარა რეალობა :dzili:

მსგავსი ამბები

Back to top button