არქივი

მოხეტიალე….. პოლუსი(?!) WTF?

y5let

ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ კანადელი პროფესორი ლარი ნევიტი (Larry Newitt) მიდის ჩრდილო კანადაში “სანადიროდ”. იმას, რაზეც იგი “ნადირობს”, ყოველთვის პოულობს. ზოგმა შეიძლება იფიქროს რა ძნელი საპოვნიაო, მაგრამ მთლად ძნელი თუ არა საძებნი მაინც ყოფილა.
გაინტერესებს რა?? გააგრძელე…

ჩვენი პატივცემული ლარი, არც მეტი არც ნაკლები, ჩრდილოეთ პოლუსს ეძებს ხოლმე. გაგიკვირდათ? არაუშავს. მეც გამიკვირდა თავიდან.

ყველაფერი დავიწყოთ იქიდან, რომ არსებობს ორნაირი პოლუსი, ერთი – გეოგრაფიული (ანუ სადაც დედამიწის წარმოსახვითი ღერძი მდებარეობს) და მეორე – მაგნიტური პოლუსი (ანუ პოლუსი რომელსაც კომპასი გვიჩვენებს). ვინც არ იცოდით გეტყვით, რომ ეს ორი არ ემთხვევა ერთმანეთს, მეტიც საგრძნობლადაა ერთმანეთისგან დაშორებული. გეოგრაფიული პოლუსის მდებარეობა ადვილი გასათვითცნობიერებელია და იმედია ხვდებით, რომ იგი გრძედების ჩრდილოეთ გადაკვეთას ემთხვევა. ახლა ვეცდები აგიხსნათ რაში მდგომარეობს მაგნიტური პოლუსის არსი. როგორც მოგეხსენებათ დედამიწის გულში ე.წ. ლავაა. ლავა წარმოადგენს გამდნარ მეტალს და როგორც ყველამ ვიცით მეტალს აქვს მაგნიტურობა. დედამიწის გულში ტემპერატურა, მდაბიოთა ენაზე რომ ვთქვათ, დიდია……. ცხელააა….. :papa: ჰოდა ეს გავარვარებული, მაგნიტურობის თვისების მქონე, მეტალი დედამიწის ბრუნვის გამო თვითონაც ბრუნავს. მიმდინარე პროცესების გამო მაგნეტიზმი მიემართება ზედაპირისკენ, ხოლო ბრუნვის გამო კი წარმოსახვითი ღეძის გასწვრივ. ხოლო გარემოს არაერთგვაროვნების გამო ზედაპირზე, როგორც უკვე ვთქვი, არ ემთხვევა ერთმანეთს ღერძისა და მაგნიტური პოლუსის ადგილმდებარეობები.

ზემოთ წაკითხული აბზაცი ჩემს პირად ცოდნაზე ხაზგასმის მცდელობა იყო…… :makulatura:

ახლა გავაგრძელოთ ლარის მოგზაურობის უცნაურობაზე საუბარი. როგორც მიხვდით ამჯერად საუბარი მაგნიტურ პოლუსზე მიმდინარეობს და არა გეოგრაფიულზე. პირველად რუკაზე იგი 1831 წელს დაიტანეს, როდესაც იგი ჯეიმს როსმა (James Ross) აღმოაჩინა. მომდევნო საუკუნემდე მეტი მოგზაურობა აღარ შემდგარა ჩრდილოეთ პოლუსზე. ხოლო 1904 წელს იმოგზაურმა ცნობილმა მკვლევარმა რუალ ამუდსენმა (Roald Amundsen). მისდა გასაოცრად, მისი გამოთვლებითა და დაკვირვებებით დადგენილი მაგნიტური პოლუსის ადგილმდებარეობა დაახლოებით 50 კმ-ით განსხვავდებოდა ჯეიმს როსის მონაცემებისგან.

სწორედ ამ დროის შემდეგ ხდება დაკვირვება ჩრდილოეთ პოლუსის მდებარეობაზე. როგორც გაირკვა მთელი XX საუკუნე მიმდინარეობდა მისი გადაადგილება და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის ჯერ ისევ ჩრდილო ამერიკის კონტინენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (კანადის არქტიკულ არქიპელაგზე მდებარეობს) არც ახლაა გაჩერებული. :ucnauri.com: მიზეზი კი მარტივია, ზემოთხსენებული გავარვარებულ-გამდნარი მეტალის უწყვეტი მოძრაობა.

XX საუკუნის დასაწყისში დედამიწის მაგნიტური პოლუსის მოძრაობის სიჩქარე 10 კმ/წ (კილომეტრი წელიწადში) იყო, მოგვიანებით კი 40 კმ/წ-საც მიაღწია.

აი დედამიწის მაგნიტური პოლუსის მდებარეობის ცვლილების ამსახველი რუკა 1831-2001 წლებში:

რამდენადაც უცნაური და ალბათ ზოგისთვის საშიშიც (2012-ში სიკვდილს ვინც ელოდება იმათ ვგულისხმობ :sackali: ) არ უნდა იყოს ამ ბოლო დროს არეულმა ბუნებამ, ბლომად მიწისძვრებმა და სხვა როგმა ფაქტორებისამ განაპირობა ის, რომ ახლა დედამიწის მაგნიტური პოლუსის მოძრაობის სიჩქარე ახლა დაახლოებით 60-65 კმ/წ-ს მიაღწია და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების გამოთვლებით იგი უახლოეს 1-3 წელიწადში რუსეთში, ციმბირში “გადაინაცვლებს”.

______________________________________________

ძრწოდეთ 2012-ელებო….. :god: :lol:

მსგავსი ამბები

Back to top button