გამოგონებასაკითხავი

მაკინტოში (კომპიუტერი)

40ea97552267

მაკინტოშის პროექტი მისი პირველი კომპიუტერი :)

f0c5cee245a0

მაკინტოშის პროექტი 1979 წლის გაზაფხულზე დაიწყო ეპლის თანამშრომელი ჯეფ რასკინის მიერ, რომელსაც წარმოსახული ჰქონდა ადვილად გამოყენებადი, დაბალ-ფასიანი კომპიუტერის შექმნა საშუალო მომხმარებლისთვის. 1979 წლის სექტემბერში რასკინს ნება დართეს პროექტისთვის გუნდი აეყვანა. რასკინს სჭირდებოდა ინჟინერი, რომელიც პროტოტიპის აწყობას შეძლებდა. ბილ ატკინსონი, ლიზას გუნდის წევრი (რომელიც ასევე მუშაობდა მსგავსი ჰაი-ენდ კომპიუტერის შექმნაზე) აცნობს მას ბერელ სმიტს, სერვის ტექნიკოსს, რომელიც იმ წელს იყო კომპანიაში მოსული. რამდენიმე წელიწადში რასკინმა დიდი სამუშაო გუნდი შექმნა, რომელმაც დააპროექტა და ააწყო პირველი მაკინტოშის ფუნქციონირებისათის საჭირო მასალები და პროგრამული უზრუნველყოფა. რასკინის, ატკინსონისა და სმიტის გარდა ჯგუფში იყვნენ კრის ესპინოზა, ჯოანა ჰოფმანი, ჯორჯ კროუ, ჯერი მანოკი, სუზან კეა და ენდი ჰერცფელდი.
Macintosh 128k – პირველი მაკინტოში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.

096b677dbd03

სმიტის პირველი მაკინტოში ჯეფ რასკინის სპეციფიკაციებით დამზადდა: 64 კბ ოპერატიული მეხსიერება, მოტოროლას 6809E მიკროპროცესორი, 256×256 პიქსელიანი შავ-თეთრი ეკრანი. ბად ტრიბლი, მაკინტოშის პროგრამისტი, დაინტერესდა მაკინტოშზე ლიზას გრაფიკული პროგრამების თავსებადობით და სთხოვა სმიტს თუ შესაძლებელი იქნებოდა ლიზას მოტოროლა 68000 მიკროპროცესორის დამონტაჟება ისე, რომ მაკინტოშის წარმოების ღირებულება არ გაზრდილიყო. 1980 წლის დეკემბერში სმიტი ახერხებს მაკინტოშის არქიტექტურის შეცვლას ისე, რომ მასზე მოტოროლა 68000 მიკროპროცესორის არა მხოლოდ დამონტაჟება, არემედ 5–დან 8 მეგაჰერცამდე აჩქარებაც შესაძლებელი ხდება. მსგავს არქიტექტურას უკვე 384×256 პიქსელიანი შავ–თეთრი ეკრანის მხარდაჭერაც შეეძლო. სმიტის დიზაინი უფრო ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას საჭიროებდა ვინემ ლიზასი და ამგვარად, წარმოება უფრო ეკონომიური გახდა. მაკის საბოლოო დიზაინი თვითმყოფადი იყო და გაცილებით მეტი საპროგრამო კოდი ჰქონდა წაკითხვად მეხსიერებაზე (ROM), ვინემ ნებისმიერ სხვა კომპიუტერს. მას ასევე გააჩნდა 128 კბ ოპერატიული მეხსიერება (მაქსიმალური).

71c84f803cfb

ინოვაციურმა დიზაინმა სტივ ჯობსის, ეპლის თანადამფუძნებლის, ყურადღება მიიპყრო. მიხვდა რა, რომ მაკინტოში ლიზაზე უფრო გაყიდვადი იქნებოდა, მან ყურადღება მთლიანად ამ პროექტზე გადაიტანა. 1981 წელს ჯობსთან პირადი კონფლიქტის გამო რასკინი ტოვებს მაკინტოშის პროექტს და საბოლოო მაკინტოშის დიზაინი უფრო ჯობსის იდეათა განხორციელება უნდა იყოს ვიდრე რასკინის.
გაიგო რა ქსეროქსის მიერ დამუშავებული გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის პიონერული ტექნოლოგიის შესახებ, ჯობსი გამოგონებას ეპლის აქციებზე ოპციების გაცვლის ხარჯზე იძენს. შესაბამისად ლიზასა და მაკინტოშის მომხმარებლის ინტერფეისი ქსეროქსის საწყის დიზაინზეა დამუშავებული. ჯობსი ასევე იყვანს დიზაინერ ჰერმუტ ელინგერს მაკინტოშის ხაზზე სამუშაოდ, რისი შედეგიც მაკინტოშების თოვლივით თეთრი დიზაინი გახდა, რომელიც ეპლ კომპიუტერების შუა 1980-იანებიდან მოყოლებული ხელწერა გახდა. მიუხედავად ამისა ჯობსის ლიდერობა მაკინტოშის პროექტზე ხანმოკლე გამოდგა. ეპლის ახალ აღმასრულებელ დირექტორთან, ჯონ სკალთან, შიდა უთანხმოების გამო ჯობსი 1985 წელს გადადგა. მან მალევე საკუთარი კომპანია ნექსტი (NeXT) დააფუძნა და ეპლში 1997 წლამდე არ დაბრუნებულა.

f0c5cee245a0

პირველი მაკინტოშის გამოჩენა ბაზარზე 1984 წლის 22 იანვარს სუპერ-ბოულის (Super Bowl) დროს გაშვებულ ამჟამად უკვე განთქმული რიდლი სკოტის შენიღბული სარეკლამო რგოლით მოხდა. თავად მაკი ოფიციალურად 24 იანვარს გამოვიდა გასაყიდი ფასით $2.495 (დღევანდელი ფასებით ~$6.000).

წყარო:ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close