უაზრო კითხვები

ecaebf0b4796
აინშტაინის უაზრო კითხვები და მათი პასუხები

3ff3453d4223
1.რა ასაკში იცინის ადამიანი ყველაზე მეტს?

5-დან 6 წლამდე ადამიანი ყველაზე მეტს იცინის. სიცილის მექანიზმი დღემდე გაურკვეველია – მეცნიერებმა ჯერ-ჯერობით ვერ მიაგნეს ადამიანის ტვინის იმ ზონას, რომელიცსიცილზეა პასუხისმგებელი.ასე რომ იცინეთ და იქნებ თქვენ მიაკვლიოთ ტვინის “სიცილის ცენტრს”.სიცილი ხომ ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ასე რომ, დარჩით ბავშვებად და იცინეთ ბევრი.

4d738467fbb1
2.ლოტო რომ ვითამაშო, სადაც 49 ციფრიდან 6 ციფრი მაქვს ამოსარჩევი, რა არის ალბათობა, რომ გამოვიცნო ექვსივე ციფრი?

ალბათობა იმისა რომ პირველი ციფრი ამოიცნოთ, არის 6 49-დან. მეორე ციფრის ამოსაცნობად არის 5 48-დან, მესამის 4 47-დან და ა.შ. ბოლო, მეექვსე ციფრის ამოსაცნობად ალბათობაა 1 44-დან. აქედან გამომდინახე, ალბათობა ექვსივე ციფრის ამოცნობის არის: 6/49 X 5/48 X3/46 X 2/45 X 1/44. ანუ ალბათობა არის 1/13983816, ანუ ერთი იღბალი ცამეტი მილიონ ცხრაასორმოცდასამ ათას რვაასთექვსმეტიდან.

1d38e5892e99
3.მონგოლოფერის საშუალებით რომ ავფრინდეთ პარიზის ეიფელის კოშკიდან და ჰაერში გაუნძრევლად გავჩერდეთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დედამიწის ბრუნვის გამო თბილისში ფუნიკულიორზე ვერ აღმოვჩნდები?

ვერა, რაც უნდა დიდი ხანი გაჩერდეთ ისევ იმ ადგილას დაეშვებით საიდანაც აფრინდით.იმიტომ, რომ ცაში იგივე სიჩქარეს ვინარჩუნებთ და უძრავი ვრჩებით დედამიწის მიმართ.

ecec8eb67413
4. მართალია, რომ ყველაზე დიდი და მძიმე ტვინი ადამიანებს გვაქვს?

რა თქმა უნდა, არა. ყველაზე დიდი და მძიმე ტვინი ლოგიკურად აქვს ყველაზე დიდ და მძიმე ცხოველს – ცისფერ ვეშაპს, რომლის ტვინის წონა 6 კილოგრამია.უბრალოდ, თუ შევადარებთ ტვინის წონას და სხეულის მასას, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ჩვენი ტვინი ყველაზე დიდია. ამიტომ განაგებენ დედამიწას ადამიანები და არა ცისფერი ვეშაპები.

aef952761bfb
5.მართალია, რომ ბევრი თევზის ჭამა კარგია ტვინისთვის?

ზოგიერთი თევზის ჭამა მართლაც ეხმარება ტვინს, რომ კარგად იმუშაოს, განსაკუთრებით შპროტი და სკუმბრია. მაგრამ, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ მოზარდს ყველაზე მეტად ესაჭიროება გლუკოზა. მის ტვინს კი ძალიან არ უყვარს, როცა თინეიჯერი სკოლაში საუზმის გარეშე მიდის. ასეღ შემთხვევაში მეტი შანსი აქვს, ცუდი ნიშანი მიიღოს. ასე რომ, ეცადეღ, დილით მიიღოთ გლუკოზით მდიდარი ისეთი პროფუქტები, რომელიცაა კვერცხი, პური და მარცვლეული.

0191f1d8a4d8
6.მართალია, რომ მამაკაცის ტვინი ქალისაზე უფრო დიდია?

მამაკაცის ტვინი სიდიდით მართლაც აღემატება ქალისას, მაგრამ სამაგიეროდ ქალს მეტი რუხი ნივთიერება აქვს, ვდრე კაცს. რუხი ნივთიერება კიპასუხისმგებელია ინფორმაციის გადამუმშავებაზე. ასე რომ, კაცებო, ვუფრთხილდეთ ქალების რუხ ნივთიერებას.

6ffa4088ee8e
7.როცა მანქანით მივდივართ, ვთქვათ 100 კმ/სთ სიჩქარით და ამ დროს ვესვრით წინა მანქანას, გაიზრდება თუ არა ტყვიის სიჩქარე, რადგან მოძრავ მანქანაში ვართ?

როცა 100 კმ/სთ მიდიხართ ავტომანქანითდა თან წინა მანქანას იარაღს ესვრით, თუ თვით ტყვიის სიჩქარე 800 კმ/სთ-ია, მოძრავი მანქანის შემთხვევაში ტყვიის სიჩქარეს ემატება მანქანის სიჩქარე და საბოლოო ჯამში ტყვია გადაადგილდება 900 კმ/სთ სიჩქარით. ჰო, ისე ჯობს არავის ესროლო, მით უმეტეს, საჭესთან როცა ზიხარ.

6e708cc771c8
8.ფიზიკის სახელმძღვანელოში წერია, რომ სინათლის სიჩქარე 300000 კმ/წმ-ია. კი მაგრამ, მე თუ მივდივარ მამქანით, ვთქვათ, 100 კმ/სთ სიჩქარით და მანქანის ფარები მაქვს ანთებული, იზრდება თუ არა მანქანის ფარების სინათლის სიჩქარე?

ტყვიისაგან განსხვავები სინათლე უცნაურად იქცევა: მისი სიჩქარე არ იცვლება – 300000 კმ/წმ რჩება.ასე რომ, ანათეთ…

b3f4123fcb57
9.თუ ყველაფერი ატომებისგან შედგება რატომაა ზოგიერთი საგანი გამჭვირვალე?

გამჭვირვალე სხეულები, ეს ის სხეულებია, რომლებზეც სინათლე ვერ მოქმედებს. ასეთი საგანი სინათლეს არ ირეკლავს და სწორედ ამიტომ არის გამჭვირვალე.

baca91ed8b01
10.მართალია, რომ თვენი ტვინის შესაძლებლობის მხოლოდ ათ პროცენტს ვიყენებთ?

რა თქმა უნდა, არა. არ დაგავიწყდეთ, რომ ტვინი, რომელიც დაახლოებით 20 მილიარდი ნეირონისგან შედგება და 1,4 კგ-ს იწონის, თქვენს ორგანიზმში გამომუშავებული ენერგიის 20-30 პროცენტს მოიხმარს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ მიერ მირთმეული საჭმლის მესამედი ამ პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს მომარაგებას სჭირდება. აბა, როგორ გეგონათ, სხვანაირად ვერ დაიმახსოვრებთ ისეთ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც ucnauri.com-ზე ხვდებით!
პ.ს. იმედია მოგეწონათ!

მსგავსი ამბები

Back to top button