გამოგონებასაკითხავისასარგებლო

როგორ ხდება მუმიფიცირება


ცნობილია რომ მუმიფიცირება განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში.წინათ ანსხვავებდნენ “ხელოვნურსა” და “ბუნებრივ” მუმიფიცირებას.ბუნებრივად მიიცჰნევდნენ იმ მუმიებს , რომლებიც შეინახნენ არა ადამიანთა ოსტატობის ძალით , არამედ ამა თუ იმ გარემოებათა წყალობით.

მათ ახლაც ანსხვავებენ მაგრამ ზოგიერთი შენიშვნით :
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა , განსაკუთრებით კი ტუტანხამონის მუმიის ანალიზმა , აჩვენა რო კარგად შენახული მუმიები ნილოსის მშრალ ჰავას , ჰაერსა და ქვიშის სისუფტავეს უნდა უმადლოდნენ და არა ეგვიპტელთა ოსტატობას.აღმოჩენილი იქნა მრავალი საუკეთესოდ შენახული მუმია , დასაფლავებული არა სარკოფაგში არამედ პირდაპირ ქვიშაში , თანაც მათ შიგნეულობაც კი არ ჰქონდათ ამოღებული.ეს მუმიები ოდნავ ცუდადაც არ გამოიყრებოდნენ დაბალზამირებულ მუმუიეთან შედარებით.

მუმუფიცირება ჩვეულებრივ შემდეგნაირად ხდებოდა :
მუმიფიცირება მთელი რიტუალი იყო. თავდაპირველად მიცვალებულს ცხვირის ნესტოების ორივე სარქველს უხსნიდნენ, შემდეგ ერთ ნესტოში მოღუნულ მავთულს ჩაუშვებდნენ და ატრიალებდნენ. ტვინის მასა კი მეორე ნესტოდან გამოდიოდა. მავთულს მაშინ გამოიღებდნენ, როცა დარწმუნდებოდნენ, რომ თავის ქალა აბსოლუტურად ცარიელი იყო ტვინისაგან , ტვინის გამოღების შემდეგ, მიცვალებულს პარასქიტი უჭრიდა მუცელს და სწრაფად აცლიდა შიგნეულს, გულსა და ფილტვებს, რომლებსაც ათავსებდნენ ოთხ დიდ, სპეციალურ ურნაში, რომლებიც შემკობილნი იყვნენ ღმერთების: ხაპის, იმსეტის, დუამუტეთის და კებხენყუფის თავებით.

თითოეულ ურნაში ცალ-ცალკე ათავსებდნენ თითოეულ ორგანოს.მარმარილოს მაგიდის გვერდით, რომელზეც მიცვალებული ესვენა მანამ, სანამ მუმიფიცირებისათვის მოამზადებდნენ, იყო დიდი, სოდით გაზავებული წყლით სავსე აუზი. ცხედრის გაწმენდის შემდეგ, პარასქიტები მას ამ აუზში უშვებდნენ, სადაც მთელი სამოცდაათი დღის მანძილზე უნდა დარჩენელიყო, რათა ცხედარი დამბალიყო და მასში არსებული ყველა ბაქტერია მოსპობილიყო. დალბობის პროცესში ცხედარს ხსნარს რამდენჯერმე უცვლიდნენ. შემდეგ მიცვალებუს ძალიან გულმოდგინედ ბანდნენ და თვეზე მეტი ხნით დებდნენ მარილის ხსნარში .ამის შემდეგ აშრობდნენ 70 დღის განმავლობაში. მამაკაცებს თმებს მოკლედ აჭრიდნენ , ქალებს კი ისევ ისე უტოვებდნენ . შემდეგ სიცარიელეს ავსებდნენ ქვიშით , მატყლით , ნახერხით ,თიხით …ამ ყველაფერს კი უმატებდნენ სხვადასხვა სურნელოვან ფისსა და ხახვს…ამის სემდეგ კი იწყებოდა მუმიისათვის სახვევების შემოხვევის ხანგრძლივი პროცესი… დროთა განმავლობაში ეს სახვევები ისე იჟრინთებოდა ფისით რომ მეცნიერები ძლივს ახერხებდნენ მათ დაუზიანებლად მოხსნას … მიცვალებულს დებდნენ ხის კუბოში ან ქვის სარკოფაგში , რომელსაც უმთავრესად ადამიანის სხეულის ფორმას აძლევდნენ.ჩვეულებრივ კეთდებოა ერთმანეთში ჩასადგამი რამდენიმე ხის კუბო , ხანდახან ასეთი კუბო ქვის სარკოფაგშიც იდგმებოდა…

წყარო: forum.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close