კულტურაუცნაური

სიცოცხლე გილიოტინის შემდეგ

ba46f073a45d

კაცობრიობის ისტორიაში სიკვდილით დასჯის საშუალებებს შორის ყველაზე პოპულარული თავის მოკვეთა იყო. სიკვდილმისჯილებს თავს ნაჯახით კვეთდნენ, რაზეც საზოგდოება ხშირად კამათობდა – იყო თუ არა ეს ჰუმანური პროცესი. ნაწილი ამტკიცებდა, რომ მოკვეთილი თავი რამდენიმე წამის განმავლობაში ინარჩუნებდა ცნობიერებას, მეორე ნაწილის აზრით კი, ადამიანი გონს მყისიერად კარგავს სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და დასჯის ინსტრუმენტის ძლიერი დარტყმის ზემოქმედებით. მაგრამ ისტორიაში არის ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ თავის მოკვეთის შემდეგ ადამიანი გარკვეულ ხანს კიდევ ცოცხლობს და იტანჯება.

8cae31189e83

გილიოტინის “მამა” პროფესორი გილიოტენი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი – ექიმი, იყო. მანქანის საშუალებით თავის მოკვეთით მას უნდოდა, რომ ადამიანისთვის სიკვდილი შეემსუბუქებინა. იგი ამტკიცებდა, რომ დასჯილები კისრის არეში მხოლოდ მსუბუქ ქროლვას შეიგრძნობენო, მაგრამ საფრნაგეთის რევოლუციის დროს, როცა “სახალხო შურისმაძიებელმა” ბევრ დიდგვაროვანს მოჰკვეთა თავი, ერთ-ერთმა ჯალათმა რეპორტიორს უთხრა: თავები მოკვეთის შემდეგ თითქმის ნახევარი საათი ცოცხლობენ. იმ კალათის ფსკერი, რომელშიც თავებს ვყრი, ისეა დაღრღნილი, რომ მისი გამოცვლა თვეში ერთხელ მიწევსო.

უთავოდ ცხოვრება რომ თუნდაც ორიოდე წუთით შეიძლება, ადრეც ლაპარაკობდნენ. ამ მცირე დროში მოკვეთილ თავში უამრავი აზრი გაირბენს. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს “ფიგაროს” ფრანგი ჟურნალისტი ერთ-ერთ ციხეში ჩატარებულ ექპსერიმენტს აღწერდა: ჰიპნოზით პატიმარს ჩააგონეს, რომ იგი არის ის ბოროტმოქმედი, ვის განაჩენსაც სწორედ იმ წუთებში აღასრულებდნენ. მედიუმს, იმ მომენტიდან, როგორც კი ნაჯახი სიკვდილმისჯილის კისერს შეეხებოდა, ყველა მისი გრძნობის, ფიქრისა და აზრის გახმოვანება დაევალა. პატიმარს უბრძანეს დასჯილის ტვინში შეღწევა და გარდაცვლილის უკანასკნელი ფიქრის გაანალიზება. მედიუმმა მაშინვე დაიძინა. წუთის შემდეგ ჯალათმა დამნაშავე ეშაფოტზე აიყვანა. იმავე წამს “გამტარს”, ანუ პატიმარს, კონვულსიები დაეწყო. იხვეწებოდა, გამაღვიძეთო, იმ საშინელების გაძლება, რასაც ის განიცდის, შეუძლებელიაო, მაგრამ უკვე გვიანი იყო…

მედიუმი შემდეგ ჰყვებოდა, თუ როგორ იტანჯებოდა მოკვეთილი თავი ბოლო დარტყმის მოლოდინში, რომელიც მის წამებას ბოლოს მოუღებდა. პატიმარი ყვიროდა და ტიროდა და მერე დაიძინა ზუსტად იმ წუთს, როცა დამკვირებლებმა ბოროტმოქმედის სიკვდილი დააფიქსირეს.

57287b45f533

თურმე, სიცოცხლეს აგრძელებს არა მარტო თავი, არამედ ტანიც.

1336 წელს მეფე ლუდვიგ ბავარიელმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ მეამბოხე დიც ფონ შაუნბურგისთვის. დიდგვაროვნის ბედი მის ოთხ თანამებრძოლსაც უნდა გაეზიარებინათ. განაჩენის აღსრულების წინ შაუნბურგმა მონარქს პირობა დაადებინა, რომ გაეთავისუფლებინა ის სიკვდილმისჯილები, რომლებსაც იგი, უკვე თავმოკვეთილი ჩაურბენდა. მეფემ იფიქრა, მეამბოხე ნამდვილად შეიშალაო, მაგრამ უკანასკნელ სურვილზე უარი აღარ უთხრა. დასასჯელები ეშაფოტზე ერთმანეთისგან რვა-რვა ნაბიჯის დაშორებით დააყენეს. ფონ შაუნბურგმა თავი დახარა, ჯალათის ნაჯახმა იელვა… უთავო სხეული გაიქცა, ორმოცი ნაბიჯი გაირბინა და დაეცა.

მეფემ სიტყვა არ გატეხა – სიკვდილმისჯილები გაათავისუფლეს.

ორასი წლის შემდეგ გერმანელი ბერი წმინდა ინკვიზიციამ სიკვდილით დასჯის, თავის მოკვეთისა და კოცონზე დაწვის საწინააღმდეგო ქადაგებებისთვის გაასამართლა. ღვთისმსახური ეშაფოტზე წაიყვანეს. მან დაიფიცა, რომ თავის უდანაშაულობას სიკვდილის შემდეგ დაამტკიცებდა. მართლაც, როცა ჯალათმა მოძღვარს თავი მოჰკვეთა, სამი წუთის შემდეგ მისი გაშეშებული სხეული ზურგზე გადაბრუნდა და ხელები გულზე დაიკრიფა. ამ სასაწაულმა ყველა გააოგნა. ბერი სიკვდილის შემდეგ გაამართლეს და დიდი პატივით დაკრძალეს.

მე-16 საუკუნეში ივანე მრისხანემ პეჩორის მონასტრის იღუმენი კორნილიუ სიკვდილით დაასჯევინა. თავმოკვეთილი ღვთისმსახური ნელა დაიხარა, თავისი თავი აიღო და ტაძრისკენ გაემართა. ამის ხილვის შემდეგ გაოგნებული მეფე დიდხანს ინანიებდა ცოდვებს. წამებული ბერი კი მოგვიანებით წმინდანად შერაცხეს.

მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა: ძაღლის ახალმოკვეთილ თავს ცხვირთან ძეხვის ნაჭერი მიუტანეს. მან პირი გაილოკა.

6a92bed3b7d4

საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, როდესაც აქტიურად იყენებდნენ გილიოტინას, ცნობისმოყვარეები განწირულებს უცნაური თხოვნით მიმართავდნენ – სიკვდილით დასჯის შემდეგ თვალი ჩაგვიკარითო. ამას ზოგის ათი წამის შემდეგ აკეთებდა, ზოგი – ოცის, ზოგიც – ოცდაათის…

ცნობილი ქიმიკოსის, ლავუაზიეს ერთ-ერთი მოწაფე სიკვდილით დასაჯეს. ლავუაზიემ მოწაფის თავი სახლში წაიღო და სთხოვა, თვალები დაახამხამეო და თავმა დაახამხამა. ბედის ირონიით, 1794 წელს ლავუაზიემაც გილიოტინით დაამთავრა სიცოცხლე. ის თავის მოწაფეს დაპირდა, რომ თვალებს დაახამხამებდა. დასჯიდან 20 წამის შემდეგ ასეც მოხდა.

თვალებს ყველა მოჭრილი თავი არ ახამხამებს. უმრავლესობა გონს სწორედ თავის მოკვეთის მომენტში კარგავს.

გილიოტინა საჯაროდ თავისკვეთის იარაღად 1939 წლამდე დარჩა, თუმცა დამნაშავეებს თავს გასული საუკუნის 70-იან წლებამდე მაინც კვეთდნენ, ოღონდ უკვე არა საჯაროდ.

ვიდეოში ნაჩვენებია უკანასკნელი სიკვდილით დასჯა გილიოტინის მეშვეობით, რომელიც საჯარო იყო:

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Back to top button