ყველაზე უცნაური და საოცარი მონეტები
ამ პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე უცანურ და საოცარ მონეტებს.
1. 3D ფული, სომალი.
მართალია ყველა ფულს გააჩნია 3 განზომილება, მაგრამ ეს მონეტა არის სრული გეომეტრიული ფორმების. ამ მონეტის ჯიბეში ჩადებას ნამდვილად არ გირჩევთ :D
2. კაცი მასიური ხმლით – გრუნვოლდის ბრძოლა, პალაუ.
პალაუ არის გერმანიის ყოფილი კოლონია და ეს მონეტა მიეძღვნა გრუნვოლდის ბრძოლის 600 წლისთავს, რომელიც იყო შუასაუკუნეების უდიდესი ომი. მონეტა მოჭედილია ვერცხლით და მასზე უნიკალური ფერებითაა გამოსახული ბრძოლის სურათები.
3. ძვირადღირებული მოტოციკლეტები, სომალი.
რასაკვირველია ეს არის მოტოციკლეტის ფორმის მონეტები. მონეტის საჩვენებელი მხარე არის ფერადი, ხოლო მორე მხარეს გამოსახულია სავალდებულო ნიშანი.
4. მონეტა კონკორდის სითბური ფარის ნაჭრით, ტრისტან და კუნა.
მონეტა შეიქმნა 2009 წელს და მიეძღვნა კონკორდის გამოსვლის 20 წლისთავს. მონეტა არის ოქროთი მოჭედილი და თითოეულ მათგანში ჩამაგრებულია კონკორდის ტიტანის შენადნობისგან დამზადებული სითბური ფარის პატარა ნაჭერი.
5. მონეტა ოკეანის სუნით – სუნიანი სერფერი, პალაუ.
მონეტა განსაკუთრებულია არა მარტო მისი დიზაინის გამო, არამედ მას გააჩნია ოკეანის სასიამოვნო არომატი, თუ მონეტას გაუხახუნებთ ხელს შეიგრძნობთ ოკეანის სუნს. მონეტაზე გამოსახულია სერფერი და მოჭედილია ვერცხლით.
6. ნამდვილი მარგალიტი, პალაუ.
მონეტა, რომელიც გამოხატავს პალაუს შემოქმედებით გონებას, ეს არის ნამდვილი ლურჯი მტკნარი წყლის მარგალიტი, რომელიც ჩადგმულია მასიურ ვერცხლში.
7. ყვითელი ბროლი Elsa, სიერა ლეონე.
ეს მონეტა მიეძღვნა ჯო ადამსონის ცხოვრებას, რომელიც ავტორია წიგნის – თავისუფლებით დაბადებული(born free), რომლის გარეკანზეც გამოსახულია ყვითელი ბროლის ლომი. სწორედ ეს ლომია გამოსახული მონეტაზეც.
8. ცისფერი ბროლის და ვერცხლის კუ, ინდოეთის ოკეანის ბრიტანული ტერიტოია.
ეს მონეტა გაკეთებულია ინდოეთის ოკეანეში ბრიტანული ტერიტორიის მიერ, სადაც ბინადრობს ამ სახეობის კუ. მონეტას შუაში აქვს ლურჯი ბროლის ფირფიტაზე გამოსახული კუ, რომელიც ჩასმულია ვერცხლის რკალში. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ რეალურად ამ სახეობის ცოცხალი კუ არის სრულიად მშვიდი და ლურჯი.
9. ბროლის პინგვინის და ვერცხლის მონეტა, სამხრეთ ჯორჯია.
ამ ელეგანტური მონეტის შექმნის იდეა ეკუთვნის სამხრეთ ჯორჯიისა და სენდვიჩის კუნძულების მოსახლეობას, ალბათ შეამჩნევდით, რომ ბროლის პინგვინი ჩასმულია ვერცხლის რკალში რომელზეც მოთამაშე პინგვინებია გამოსახული.
10. პრიზმული მზის ჩიტი, ტოგო.
ამ ტოგოურ მონეტაზე გამოსახულია მზის ჩიტი, რომელიც ჩასმულია ვერცხლში. სინათლეზე გატანისას მონეტა იცვლის ფერს და ციმციმებს. თუ ამ ჩიტს არ მოუვლით კარგად იგი გაფრინდება სხვა მონეტაზე
11. ტიხრული მინანქრის სამფერა ია, კუკის კუნძულები.
ამ მოონეტაზე გამოსახულია კუკის კუნძულებისთვის მახასიათებელი სამფერა ია, მონეტა შესრულებულია ტიხრული მინანქრით რაც მონეტებში ძალიან იშვიათია. ტიხრული მინანქრის დამზადება ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ეს მონეტა საკმაოდ ძვირფასია.
12. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა, კუკის კუნძულები.
ეს უცნაური ყვითელი ტიტანის მონეტა გაკეთდა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის აღსანიშნავად. ორი უზარმაზარი ჩოგბურთელი თამაშობს ჩოგბურთს ჩინეთის დიდ კედელზე, უკანა ფონზე კი მიფრინავს გიგანტური ფრინველი.
13. მასიური 2.5″ მონეტა – მსოფლიო ჩემპიონატის გიგანტები, ლიბერია.
ეს მონეტა მიეძღვნა 2006 წელს გერმანიაში გამართულ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არის 5 დოლარიანი მონეტა და მასზე გამოსახულია საფეხბურთო თემატიკის ნახატები.
14. ცხოველთა სამეფო, სომალი.
კიდევ ერთი გასაოცარი მონეტების სერია, მონეტების შექმნის შთაგონების წყაროა ველური ცხოვრება. მონეტებს აქვს სხვადასხვა გარეული ცხოველის ფორმა და ფერადი გამოსახულება.
15. აღდგომის კუნძულის “ამოსახტომი” თავი, კუკის კუნძულები.
ცნობილი ქვის თავები რომელიც მდებარეობს აღდგომის კუნძულზე, ცოცხლდება ამ შესანიშნავ მონეტაზე. მონეტაში ჩამაგრებულია ოქროსგან დამზადებული “Moai”, რომელიც შესაძლებელია ამოვიდეს მონეტიდან და დადგეს ვერტიკალურად, ეს მონეტა თქვენი კოლექციისთვის ნამდვილად ახალი განზომილება იქნება.
16. მწვანე ფული, ბენინი.
ეს არის მწვანე ფული, თუმცა არა ჩვეულებრივი სახის. ბენინმა გამოუშვა ეს მარიხუანის მონეტა, ეს მონეტა “მცენარეულად გაუვნებელყოფილია”, და არ მოყვება არანაირი სუნი. თუ გადაწყვიტე მოწიო ეს მონეტა ნამდვილად იდიოტი ხარ!
17. ეგვიპტური პირამიდა, კუნძული მენი.
მსოფლიოში პირველი პირამიდის ფორმის მონეტა შეიქმნა მენის კუნძულზე. სპილენძის მონეტაზე გამოსახულია ფარაონ ტუტანხამონის სიკვდილის ნიღაბი და რთული ეგვიპტური იეროგლიფები, მონეტის მეორე მხარეს კი გამსახულია დედოფალი “ლიზი” II.
18. ვერ ვხედავ ბოროტებას, არ ვესაუბრები ბოროტებას, არ მესმის ბოროტების, სომალი
ეს მონეტა შედის სომალის მონეტების ტოპ 20-ში, მონეტაზე გამოსახულია 3 ბრძენი ოქროს მაიმუნი, რომელიც ჩასმულია ვერცხლში.
19. სპორტული მანქანა ლამბორჯინი, სომალი.
ჩაჯექით თქვენს ახალ ლამბორჯინში და დაიწყეთ გოგოების მოგროვება, მაგრამ შესაძლოა მათ იმედები ცოტა გაუცრუვდეთ, რადგან ეს არის მცირე ზომის ვერცხლის მონეტა. შეამჩნევდით, რომ მონეტის ლურჯი ფერი არის საუცხოო.
20. იღბლიანი ლას ვეგასი, პალაუ.
ეს მონეტა არის 100% ლეგალური და მისი გამოყენება შეგიძლიათ ყველგან, მათ შორის ლას ვეგასში. მონეტაში ჩამაგრებულია ნამდვილი სათამაშო კარტის კუთხე, რომელსაც იღბალი მოაქვს მოთამაშეებისთვის.
21. მძიმე მეტალის გიტარა, სომალი.
სომალელებმა შექმნეს ეს არაჩვეულებრივი ფორმის მონეტა, რომელიც არის 1 დოლარიანი. სახვითი დეტალურობით ეს მონეტა არის ძალიან ლამაზი და რთული.
22. ნამდვილი მამოტის ძვალი, სპილოს ძვლის სანაპირო(კოტ დ’ივუარი).
მონეტაში სპილოს ძვლის გამოყენება აკრძალულია, ეს არის უბრალოდ ირონია, მონეტაში ჩამაგრებულია “იმიტირებული” მამოტის ძვალი იმის დასამტკიცებლად, რომ მამოტები ჯერ კიდევ არსებობენ.
23. პრიზმული პეპელა, პალაუ.
ეს ულამაზესი ლურჯი მთის პეპელა გაკეთებულია პატარა თხელი პრიზმების გამოყენებით, რის გამოც იგი იცვლის ფერს და სინათლეზე ციმციმებს. პეპელა ჩასმულია ვერცხლში რაც ეხმარება უფრო გამოკვეთილად გამოჩნდეს იგი.
24. ბრძოლა ტევტობურგის ტყეში, პალაუ.
პალაუს კიდევ ერთი ისტორიული მონეტა, რომელიც მიეძღვნა ტევტობურგის ბრძოლას, რომლითაც ბოლო მოეღო რომაულ ექსპანსიას ჩრდილოეთ ევროპაში. მონეტა არის ვერცხლით მოჭედილი და თითოეულ მათგანზე არის უნიკალური ფერებით შესრულებული ნახატი, ხოლო მონეტის მეორე მმხარეს არის პალაუს გერბი.
25. ტელევიზიის 80 წლისთავი, კუკის კუნძულები.
ეს მონეტა მოიჭრა 2006 წელს და მიეძღვნა ტელევიზიის დაარსების 80 წლისთავს, ვერცხლში ჩადგმული ჰოლოგრაფიული სურათი, წარმოადგენს პირველი სატელევიზიო გადაცემის სურათს. მარცხენა სურათზე გამოსახულია John Logie Baird, რომელმაც პირველად გამოიგონა ტელევიზია, ხოლო მარჯვენა სურათზე არის ბოროტი ელექტრული მოჩვენება, რომელიც დღესაც ნადირობს ტელევიზიაზე.