გართობაკულტურა

მთვრალმა კურიერმა 1.35 მილიონიანი ნახატი დაკარგა

294b11d6c4be
არაერთი შედევრი შექმნილა მთვრალი მხატვრების მიერ, სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ ყოფილა მიტანილი მყიდველთან მთვრალი კურიერის მიერ.

ჯეიმს ჰაგრეტი არის კურიერი, რომელიც მუშაობს ნიუ-იორკში ნახატების დამტარებლად. ერთხელაც მას დაევალა 1.35 მილიონად ღირებული ნამუშევრის მიტანა იმ პიროვნებასთან, რომელსაც უნდა შეემოწმებინა ნახატი და მოწონების შემთხვევაში ეყიდა. კურიერი დათქმულ ადგილას (ერთ-ერთ სასტუმროში) მივიდა და სავარაუდო მყიდველს შეხვდა. მყიდველს არ მოეწონა ნახატი და უარი თქვა მის ყიდვაზე.

ამის შემდეგ კურიერმა ნახატი ბარის შესასვლელთან დადო თვითონ ბართან დაჯდა და სმა დაიწყო. მას შემდეგ რაც იგი საკმაოდ დათვრა წამოდგა, ნახატს ხელი მოკიდა და საკუთარი ნომრისკენ გაემართა, ნომერში მისვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ნახატი თან არ ჰქონდა. მეორე დილით დარეკა ნახატის თანამფლობელთან და უთხრა, რომ შემთხვევით ზედმეტი დალია და ნომერში მისვლისას ნახატი ვერ იპოვა. ნახატის თანამფლობელი კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ნახატს ვერ აღმოაჩენენ 1.35 მილიონის გადახდა კურიერს დაევალება. ჯერჯერობით კი უცნობია ნახატი დაიკარგა თუ მოიპარეს.

მსგავსი ამბები

Back to top button