გართობაუცნაური

ძაღლმა ფუტკრის სკა შეჭამა და პრიზიც მიიღო

9b1685b8508d

ძაღლმა ფუტკრის სკა შეჭამა და პრიზიც მიიღო  :)

აშშ-ში, შინაური ცხოველების სადაზღვეო კომპანია Veterinary Pet Insurance-მა უცნაური კონკურსი მოაწყო. ჟიურის წევრების მთავარი მიზანი, ძაღლთა შორის ყველაზე მამაცი „ოთხფეხა მეგობრის“ გამოვლენა იყო. კონკურსანტები დაბრკოლებებს უშიშრად შეხვდენენ, თუმცა შეჯიბრის ბოლოს გამარჯვება ლაბრადორს, სახელად ელის ერგო, რომელმაც პესტიციდებით მოწამლული ასობით ფუტკრით სავსე სკა შეჭამა.
საინტერესოა, რომ პრიზისთვის ბრძოლაში კიდევ ორმა ძაღლმა გამოიჩინა თავი. მათ შორის იყო კოლლის ჯიშის ძაღლი, რომელიც ფოსტალიონის დაჭერას და ტერიერი, რომელმაც ბენზოხერხის დაკბენას შეეცადა.

სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალგაზრდა ლაბრადორმა მათი ყურადღება იმითაც მიიპყრო, რომ ხშირად საჭმელად უვარგის საგნებს მიირთმევს ხოლმე. ასე მაგალითად, ელის არაერთხელ გადაუყლაპავს კომპიუტერის კლავიატურის ნაწილები.
„ფუტკრებით სავსე სკა, მისთვის მორიგი კულინარიული თავგადასავალი იყო“-აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ „სადილის“ შემდეგ ძაღლს სამედიცინო დახარება ჩაუტარდა და მომავალში მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: onlinenews.ge

მსგავსი ამბები

Back to top button