გართობაუცნაური

ფეტიშიზმის 10 უაზრო ობიექტი (16+)

7f820182286f
ფეტიშიზმის 10 უაზრო ობიექტი, რომლებიც იწვევენ ადამიანის საგონებელში ჩაგდებას.

ბუშტები
e38acba0f236
სექსუალური აღგზნებისთვის ზოგიერთი ფეტიშისტი ცდილობს იპოვოს ღია ფერის ბუშტები. ისინი აღიგზნებიან, როდესაც ხედავენ თუ როგორ იბერება ბუშტი, ან როდესაც ვიღაცა ხეთქავს ბუშტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟღერს ძალზედ უცნაურად, ფსიქოლოგები ამაში ხედავენ რაღაც აზრს. ბუშტის დანახვისას ან მათი მანიპულაციისას, ასეთ ადამიანებს ერთვებათ ადრენალინის გამანთავისუფლებელი მექანიზმი. იმის მოლოდინი, რომ ბუშტი გასკდება იწვევს მათში ჰორმონების ისეთ მოზღვავებას, რომ შედეგად ისინი სექსუალურად აღიგზვნებიან.

ავეჯი
af8fd0003708
არის ფეტიშიზმის ისეთი სახეობა, რომელსაც უწოდებენ ფორნიფილიას. ეს ტერმინი შემოიღო ჯეფ გორდმა. ეს არის სექსუალური ობიექტივიზაცია, სექსუალური მონობის ფორმა, რომლის წარმოჩენაც ხდება ინსტრუმენტით ან თოკით მანიპულაციისას, როდესაც ადამიანის სხეული იღებს ავეჯის ფორმას. ზოგიერთი ფორმის იმიტირება ძალზედ მარტივია, მაგალითად – პუფად ან ჟურნალის მაგიდათ ქცევა, ხოლო სხვების კოპირება უკვე რთულია, რადგან საჭიროა ფიზიკური მომზადება. ძირითადად ადამიანები იმიტირებენ სკამებს, მაგიდებს, დეკორის საგნებს ან პუფებს.

რბილი დათუნია
3feeb1e5c483
ურსუსაგალმატოფილია არის გასაგებად საკმარისად ადვილი ტერმინი, ვიდრე თვითონ ტერმინის სახელწოდება. ურსუსაგალმატოფილის მქონე ადამიანებს სექსი აქვთ რბილ სათამაშოებთან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველაფერი იწყება როდესაც დედები შვილებს ბავშვობაში ძილის წინ საწოლში უდებენ სათამაშოებს. ფეტიშიზმის ეს სახეობა სენსაციად იქცა 2010 წელს. კაცი სახელად ჩარლზ არშალი შემჩნეული იქნა სათამაშო დათვთან სექსში საჯაროდ. 2012 წელს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაზეთ Huffington Post-ში გამოქვეყნდა სტატია. პუბლიკა შოკირებული იყო, რადგან ფეტიშისტები არ ახდენენ თავიანთი მიდრეკილებების დემონსტრირებას.

ცოცვადი არსებები
f5f19ac785e5
ფეტიშიზმის ამ სახეობას ჰქვია ფორმიკოფილია. ეს არის ზოოფილიის სახე ან სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ. ის საკმაოდ სპეციფიურია. ტრადიციული ცხოველის ნაცვლად სექსუალურ აღგზნებას ფეტიშისტები განიცდიან მცოცავ არსებებთან კონტაქტირებისას, მათ შორის ობობებთან, ჭიანჭველებთან და ლოქორიებთან. ფორმიკოფილ ფეტიშისტებს ურჩევნიათ, რომ მწერი დასრიალებდეს ან დაცოცავდეს მათი სხეულის გარკვეულ ნაწილებზე. ფეტიშიზმის ეს სახე შესწავლილი იქნა და შედეგები გამოქვეყნდა 80-იან წლებში. მეცნიერებმა ფეტიშიზმის ამ სახეობის წარმოშობის მიზეზად დაასახელეს ის, რომ განვითარებად ქვეყნებში ადამიანები ძალიან ახლოს და მასიურად ეკონტაქტირებინ მწერებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რელიგიური პარაფერნალია
dd665ea13a41
ჰიეროფილია არის სექსუალური აღგზნება როგორც რეაქცია რელიგიურ საგნებზე და საკულტო ობიექტებზე. ფილოლოგებმა სიტყვის ბერძნული ფესვის “hieros”(წმინდა, წმინდანი) წაკითხვის შემდეგ უმალვე დაასკვნეს მისი არსი. ფეტიშიზმის ეს სახეობა გაჩნდა ქრისტიანებს შორის. როგორც მტკიცებულება, დოქტორმა ანილ აგრავალმა დაწერა 2009 წელს წიგნი სახელად Forensic and Meico-legal Aspects of Sexual Crimes and Unusual Sexual Practices, რომელშიც საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ ქრისტიანები ხშირად ანიჭებენ რელიგიურ საგნებს, მათ შორის წმინდა რელიქვიებს მისტიკურ და მეტაფიზიკურ თვისებებს, ესეიგი ისინი ღებულობენ ამ საგნებს როგორც ფეტიშიზმის ობიექტებს.

უმოძრაობა
5425a88678b5
ფეტიშიზმის სახეობა, რომელსაც ეწოდება “აგალმატოფილია” ფართოდაა გავრცელებული. ეს არის სექსუალური ლტოლვა უმოძრაო ობიექტების მიმართ, როგორებიცაა სკულპტურები, მანეკენები, თოჯინები და რობოტები. ფეტიშისტს აღაგზნებს უმოძრაობა, ესეიგი ობიექტის მორჩილება მისდამი. ხშირ შემთხვევებში ფეტიშისტი ხშირად წარმოიდგენს საკუთარ თავს ქანდაკებათ და ეძებს თავისი თავის სექსუალურობის წარმოჩენის გზებს.

გატეხილი საგნები
aa10d0bf14ae
ფეტიშიზმის ამ სახეს რაიმე სახელწოდება ჯერ არ აქვს, მაგრამ ფაქტი დაკუმენტირებულია უკვე დიდიხანია. ფეტიშიზმის ამ სახეობის წევრები უყურებენ ვიდეოს, რომელშიც ვიღაც ფეხით ტეხავს საგნებს ან ფეხით ჭყლიტავს მწერებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფეტიშისტები იღგზნებიან ისეთი ვიდეოს ყურებისას, რომელშიც ნაჩვენებია ცოცხალი ცხოველების გაჭყლეტვის სცენები, ამიტომაც ფეტიშიზმის ამ სახეობამ მიიღო უარყოფითი შეფასებები საზოგადოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ვიდეოების გავრცელება საერთოდ აიკრძალა ცხოველების მიმართ სასტიკად მოპყრობისთვის.

ძარცვის მსხვერპლი
776fa3f0ff37
ადამიანეი, რომლებსაც ეშინიათ რომ მოკლავენ ან გაძარცვავენ ასევე ქმნიან ფეტიშიზმის ობიექტებს. კრიმასტისტოფილია არის სექსუალური აღგზნება, რომელიც ჩნდება გაქურდვის საფრთხის მომენტში. შიში, ადრენალინი და უმწეობის გრძნობა იწვევს სექსუალურ აღგზნებას. სხვა მხრივ თავდამსხმელებმაც შეიძლება განიცადონ სექსუალური აღგზნება, ამას ეწოდება კლეპტოლაგნია და არის ფეტიშიზმის ერთ-ერთი სახეობა. ფეტიშიზმის კიდევ ერთი სახეობა არის ჰიბრისტოფილია, ანუ სექსუალური ლტოლვა დამნაშავეების მიმართ კრიმინალის ჩადენის მომენტში.

იღლიები
573d0d4b3382
ფეტიშიზმის ეს სახეობა ჩნდება იღლიების მიმართ სექსუალური ლტოლვისას. ფეტიშისტს იზიდავს იღლიების შესახედაობა და სუნი, მას უყვარს მათი კოცნა და მათი შეხება ინტიმური კავშირისას. ფეტიშისტს იღლიები უფრო იზიდავს, ვიდრე გენიტალიები. ეს არ არის ფეტიშიზმის ახალი სახეობა, ჯერ კიდევ უძველეს დროინდელ ზღაპრებში და ლექსებშია ფეტიშიზმის ეს სახე ნახსენები.

ავარიები და კატასტროფები
bf0e2ac64ab0
სიმფოროფილია არის ფეტიშიზმის ისეთი სახეობა, რომელიც ხასიათდება სექსუალური აღგზნებით ავარიის მომენტში, ან ავარიის, ცუნამის, ხანძარის ან ხიდის განადგურების ყურების მომენტში. ფეტიშიზმი გავრცელდა 1996 წელს როდესაც ეკრანიზირებული იქნა რომანი “ავარია” მთავარი გმირები იყვნენ ასეთი ტიპის ფეტიშიზმის მიმდევრები და სექსუალურად იღგზნებოდნენ, როდესაც ხედავდნენ ავტოავარიებს. პროფესორმა ჯონ მანიმ პირველმა მიანიჭა ფეტიშიზმის ამ სახეობას განსაზღვრება, რომელიც იმდენად სახიფათოა, რომ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

მსგავსი ამბები

Back to top button