უაზრო ჰოლივუდი #11 (ომი)
საკმაოდ დიდი ხანი გავიდა რაც ჰოლივუდი არ გამიკრიტიკებია. გასაგებია რომ ჰოლივუდელ რეჟისორებს უნდათ სხვადასხვა ხრიკით უფრო მიმზიდველი გახადონ ფილმები, თუმცა ხშირად უკიდურესობაში გადავლენ ხოლმე და ზოგიერთი სცენა სასაცილო ხდება. ვეცდები ამ პოსტში სწორედ ამ სცენებზე ვისაუბრო…
პირველ რიგში რაც ჰოლივუდში ომის თემატიკაზე გადაღებულ ფილმებში გვხვდება არის ის, რომ არ არსებობს არმია რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამერიკულ არმიას, ამერიკელები ყოველთვის ძალიან ადვილად უსწორდებიან მოწინააღმდეგეს.
თითქმის ყოველ ფილმში არის ერთი უშიშარი პერსონაჟი რომელიც არ ერიდება არც ტყვიებს და არც მოწინააღმდეგეს.
ძალიან დაძაბული სცენის შემდეგ როცა ათი ამერიკელი ჯარისკაცი გაანადგურებს მთელ ბატალიონს, ამ ათიდან ყველაზე ხნიერი და გამოცდილი იტყვის უკვდავ ფრაზას:”მე უკვე ძალიან ბებერი ვარ ამისთვის”
ბევრ ფილმში გინახავთ ღამის ხედვის მოწყობილებები რომლებიც ჩართვისას სპეციფიურ ხმას გამოსცემენ, სინამდვილეში ჩართვისას არავითარ ხმას არ გამოსცემენ.
“კარგი ბიჭების” მოწინააღმდეგები ორი მეტრიდან ვერ ახერხებენ მოწინააღმდეგისთვის ტყვიის მოხვედრებას, თუმცა “კარგი ბიჭი” რაიმე კედელს ამოფარებული გამოყოფს მხოლოდ იარაღს და დაუმიზნებლად მოკლავს “ცუდ ბიჭს”.
თუ მოხდა რაიმე სასწაული და “კარგი ბიჭიც” ვერ ახერხებს ზუსტად სროლას, მაშინ საბოლოო ჯამში მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან. ერთმანეთს იარაღს უმიზნებენ ცოტა ლაპარაკის შემდეგ (რას ლაპარაკობენ სულ სხვა საკითხია) “ცუდი ბიჭი” გამოკრავს ჩახმახს თითს, თუმცა აღმოჩნდება რომ მას ტყვიები აღარ აქვს,ამის შემდეგ “კარგ ბიჭიც” გამოკრავს ჩახმახს მაგრამ მასაც აღარ აქვს ტყვიები, ამის შემდეგ ყველაფერი მუშტებით წყდება.
აღმოსავლეთ ევროპიული არმიების ჯარისკაცებს საკუთარი ენა არ აქვთ,ყველა რუსულად ლაპარაკობს, ეს მათ უფრო საშიშ იერს აძლევთ.
ალბათ ყველაზე დიდი საზიზღრობა არის ჰოლივუდელი მსახიობების ლაპარაკი რუსულად, როდესაც ჰოლივუდელები რუს ჯარისკაცებს, ან ზოგადად რუს პერსონაჟს თამაშობს, მათი რუსული იმდენად საშინელია რომ თვითონ რუსებს არ ესმით, ამიტომ ამ პერსონაჟსაც თავიდან ახმოვანებენ რუსი მაყურებლისთვის. (ცოტა ხნის წინ ვუყურე ინგლისურ ვერსიას ფილმისა “Salt”, სადაც ანჯელინა ჯოლი იძახის ერთ წინადადებას რუსულად და აშკარად ეტყობოდა რომ ანჯელინამ ბევრი იწვალა ჯერ დაზეპირებაში და შემდეგ გამოთქმაში)
ამერიკელ ჯარისკაცი ნახევრად მეცნიერებათა დოქტორია, ნახევრად კულტურისტი, (თუ რათქმაუნდა იმ ტიპის ჯარისკაცსს არ მიეკუთნება, რომელიც კომპიუტერებს “უგებს” კარგად, მაშინ 100%-ით მეცნიერებათა დოქტორია)
ცალკე თემაა ომის ვეტერანები, რომლებიც მთელი ცხოვრება იმის გახსენებაში არიან როგორ ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს (ძირითადად ვიეტნამის ომის ვეტერანები)
ამერიკელი გენერლები ყოველთვის ულვაშს ატარებენ.
თუ რომელიმე ჯარისკაცი დაიწყებს ამბის მოყოლას თავის შეყვარებულზე და იმის შესახებ თუ როგორი ქორწილი ექნებათ მისი ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ან კიდევ ამბავს თავისი ოჯახის შესახებ და დანარჩენებს აჩვენებს თავისი ოჯახის სურათებს, ის აუცილებლად მოკვდება.
არ ასებობს ბოროტი ამერიკელი ჯარისკაცი, მომდევნო სოფლის აღების შემდეგ ისინი აუცილებლად მისცემენ შოკოლადს ან სხვა ტკბილეულს იქაურ ბავშვებს.
მთავარ გმირს ყოველთვის თან დააქვს დიდი დანა რომლითაც თუ მოინდომებ ხეს მოჭრი.
ამერიკელი ჯარისკაცები რომლებიც დიდი ტანით და პატარა ტვინით გამოირჩევიან ყოველთვის სამხრეთ შტატებიდან არიან.
შუა ბრძოლის დროს, ბრძოლის ველზე ამერიკელი ჯარისკაცი აუცილებლად დაინახავს ბავშვს რომელიც დედას ეძებს და გმირულად გადაარჩენს მას.
მთავარია ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და ყველა ქალი შენია, ზოგიერთი კაციც, გააჩნია რომელ კლუბში შევა მთავარი გმირი.
მთავარი გმირის სახით შეგიძლია დაადგინო მისი გამოცდილება: ერთი შრამი=5 წელი.
თუ ასაკში შესული მებრძოლი იძახის რომ ეს მისი ბოლო საომარი მოქმედებებია და ამის შემდეგ ის ნანატრ პენსიაზე გავა და სადმე პროვინციაში იცხოვრებს, მას აუცილებლად მოკლავენ.
წარმოიდგინე სიტუაცია: ორი საუკეთესო მეგობარი მოხვდა ალყაში, ერთერთი მათგანი სასიკვდილოთ დაიჭრა, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს რომ ორივე მოკვდება, მაგრამ როგორც კი დაჭრილ მეგობარს დაინახავს, მასში ჩაკ ნორისი გაიღვიძებს და მთელ დანაყოფს წამებში გაანადგურებს, თან ისე რომ მეგობარსაც მიუსწრებს იმისთვის რომ მის ხელებში დალიოს სული. მას შემდეგ რაც მეგობარი მოუკვდება ის თვალებს საკუთარი ხელით დაახუჭინებს.
ფილმებში რუსი ჯარისკაცები ყოველთვის წარმოდგენილები არიან როგორც დიდი ტანის და ძლიერი ჯარისკაცები რომლის მოკვლასაც მინიმუმ 2 ადამიანი სჭირდება…
მაგრამ სინამდვილე ასეთია…
“ცუდმა ბიჭმა” დაიჭირა “კარგი ბიჭი” და მისკენ ლულა აქვს მიშვერილი (იმ ადგილს გამოვტოვებ, თავის გეგმებზე რომ ელაპარაკება) “კარგ ბიჭს” უკვე ხელები აქვს აწეული და სიკვდილს ელოდება. ამ დროს კადრი გაჩერებულია “კარგი ბიჭის” სახეზე, უცებ ისმის გასროლის ხმა და “კარგი ბიჭი” შეშინებულ სახეს იღებს, კადრი ჩამოდის მის ტანზე და ვხედავთ რომ მას ნატყვიარი არ აქვს, შემდეგ გვაჩვენებენ “ცუდ ბიჭს” რომელსაც შეწუხებული სახე აქვს და იქცევა. “კარგი ბიჭი” გაკვირვებული იყურება და შემდეგ დაინახავს მის მეგობარს, რომელიც მკვდარი ეგონა, და მიხვდება რომ “ცუდი ბიჭი” მან მოკლა.
როდესაც”ცუდი ბიჭს” მკერდში ხვდება ტყვია ის მომენტალურად კვდება, თუმცა “კარგ ბიჭს” მკერდში ტყვიის მოხვედრის შემდეგ მთელი მონოლგისთვის რჩება დრო.
სადაც არ უნდა მოხვდეს ტყვია გმირს პირიდან ამოსდის სისხლი, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოხდება თუ ფილტვი გაიხვრიტება და სისხლით აივსება.
რაზმის წევრები ყოველთვის განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ერთი აფროამერიკელი, ერთი ლათინოამერიკელი, ერთი დაქნეული რომელიც ტყვიებს არ უშინდება, მაგრამ ტყვიებს ეშინიათ მისი, ერთი ებრაელი, ერთი გამოუცდელი და ერთიც ყველაზე გამოცდილი და ზოგადად “მაგარი ბიჭი” რომელიც რაზმის მეთაურია.
რომელიმე ქვეყნის დიქტატორი, რომელსაც აშშ ებრძვის არასდროს ატარებს ნახევრად ავტომატურ იარაღს ის ყოველთვის ატარებს რევოლვერს, შესაძლოა იარაღი იყოს მთლიანად ოქროთი დაფარული.
“ცუდი ბიჭების” საყვარელი იარაღები…
AK-47
UZI-ს ტიპის იარაღები..
ყველა სახის რევოლვერი…
“კარგი ბიჭების” საყვარელი იარაღები…
M 16
M 4
MP-5
და ბოლოს, ამერიკა იგებს, არ აქვს მნიშვნელობა ვიეტნამს ებრძვის თუ უცხოპლანეტურ ცივილიზაციას.
ამ პოსტის კითხვაა…
ჩემი პასუხი…
იმიტომ რომ ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი ამბებიდან ამ ფილმში ძალიან ცოტა გვხვდება.
ნახე ჩემი დანარჩენი პოსტები