გართობაუცნაური

პლანეტარული ნისლეულები!

7810519fd7f8

ორიონის ნისლეული
ვარსკვლავთა გარდა სამყაროში დიდი რაოდენობით გვხვდება გაზმტვეროვანი, კოსმოსური ღრუბლები. მათი უმრავლესობა ბნელია და შეუიარაღეელი თვალისათვის უხილავია. საერთოდ ყველა ნისლეული ბნელია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მის ახლოს გვხვდება ვარსკვლავი, მაშინ, ღრუბელი იწყებს სხვადასხვა ფერში ციალს. ხშირად ბნელი ნისლეულების აღმოჩენა ოპტიკური ტელესკოპით ჭირს, ამიტომ მათზე დაკვირვებები რადიო და რენტგენული ხელსაწყოებითაც მიმდინარეობს ხოლმე. გარდა ამისა, ცნობილია რომ ვარსკვლავთა წარმოშობის პროცესი ასეთ კოსმოსურ ნისლეულებში მიმდინარეობს. ერთ-ერთ ასეთ ვარსკვლავთმშობელ არეს წარმოადგენს, ერთადერთი, შეუიარაღებელი თვალით ხილული, ორიონის ნისლეული. სხვათაშორის ნისლეულები ძალიან ლამაზია.

ახლა კი მოკლედ ვისაუბროთ რამდენიმე მათგანზე:

5bef1c9a5daa

,,თვალი ცაში” ანუ პლანეტარული ნისლეული  NGC 3918(ESA (European Space Agency – ეო)და NASA-ს ერთობლივი ფოტო)

საოცარი ხედით გადაღებული  სურათი, რომელიც  ასტრონომებმა მიიღეს ტელესკოპ ,,ჰაბლისგან”. საოცარი ნათელი ღრუბელი რომელიც შედგება კოსმოსური გაზისგან, მდებარეობს კენტავრის თანავარსკვლავედში და დაშორებულია დედამიწისგან  4900 სინათლის წელიწადით. ნისლეულის  ცენტრში მდებარეობს სიცოცხლის ბოლო ეტაპზე მყოფი ვარსკვლავი, ანუ წითელი გიგანტი. მასით 8 მზის ხელა ვარსკვლავს უკვე აღარ აქვს საწვავის მარაგი (ოჰ, ეს საპლანეტთაშორისო ეკონომიკური კრიზისი ) და ამიტომ მისი აღსასრული მოახლოებულია. ამ პერიოდში ზედმეტად გადიდებული ვარსკვლავი ისვრის თავისი გარსის ნაწილებს კოსმოსში. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გადაიქცევა თეთრ ჯუჯად. მის გარშემო მდებარე ულტრაიისფერ არეს ჯუჯა აიძულებს ანათოს,  სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე ლამაზი იგი. საერთაშორისო ასტრონომიული კომიტეტის სტანდარტებით,  ,,თვალი ცაში” საკმაოდ ახალგაზრდაა: მისი ასაკი სულ რამდენიმე ათეულ ათასი წელია.

0606f3a667ed

პლანეტარული ნისლეული ჰანტელი(Гантель  :D  ) (ESa-ს ფოტო)

ჰანტელი ანუ NGC 6853 არის ტიპიური პლანეტარული ნისლეული,  რომელიც მდებარეობს ,,მელიის” თანავარსკვლავედში, დაშორებულია
დედამიწიდან, დაახლოებით, 1200 სინათლის წლით. პირველად ნისლეული აღწერა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1764 წელს. ჰანტელი ითვლება პირველ ნისლეულად, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი. მისი ასაკი დაახლოებით 3000-4000 წელია (ე.ი. ეს ბავშვია  :D ) ნისლეული შედგება საკმაოდ ფეთქებადი აირისგან, რომელიც თეთრი ჯუჯისგან არის  დარჩენილი.
ყოფილი ვარსკვლავის სიკაშკაშე(ოღონდ ყვითლის) კარგად სჩანს სურათის ცენტრში. ჰანტელი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი
ობიექტი მოყვარული ასტრონომებისთვის, რადგან ის საკმაოდ მსხვილია და ადვილად შესამჩნევი.

cee646c6a564

როზეტის ნისლეული NGC 2237 ( NASA-ს ფოტო, ტელესკოპი WISe)

როზეტის ნისლეული მდებარეობს მარტორქის თანავარსკვლავედში ჩვენგან 4-5 ათასი სინათლის წლის მანძილზე. ნისლეული საკმაოდ სუსტია, იმისთვის რომ იგი
შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ, თუმცა მისი დანახვა შეიძლება არამარტო
საშუალო სიმძლავრის ტელესკოპით,  არამედ მძლავრი ბინოკლითაც. მოცემული სურათის მისაღებად ასტრონომებმა გამოიყენეს ოთხი
ინფრაწითელი დეტექტორი, ამიტომაც მწვანე და ლურჯი ნათება მის გარშემო არის მძლავრი რადიაცია, რომელიც მომდინარეობს ნისლეულის ცენტრში მდებარე ვარსკვლავისგან. თანამგზავრი WISE, რომელიც მდებარეობს დედამიწის ორბიტაზე 25 კმ სიმაღლეზე, აღჭურვილია ინფრაწითელი სენსორებით და
მისი მოვალეობაა აღმოაჩინოს სხვადასხვა გალაქტიკები  და შეადგინოს მთელი ცის რუკა, რამდენადაც ეს შესაძლებელია,
აგრეთვე ეს ინფრაწითელი სენსორები მას საშუალებას აძლევენ  აღმოაჩინოს მრავალი დაფარული ობიექტი, ამიტომაც მალე უნდა ველოდოთ ახალი გალაქტიკის სურათებს.

f05d15f55098

44d196e0c692

ალბათ საინტერესოა, თუ როგორ იქნება მზის სისტემა მზის ,,სიკვდილის” შემდეგ მაშინ თქვენი თვალები მიაპყარით ამ სურათს :D . ეს არის პლანეტარული ნისლეული ჰელიო ( HELIX) ანუ NGC 7293 მისი სურათები  ეკუთვნის ESO-ს . ეს ნისლეული მდებარეობს ჩვენგან 650 სინათლის წლის მოშორებით, მერწყულის თანავარსკვლავედში
და მისი ფართობი ტოლია 2-2.5 სინათლის წელიწადის. ნისლეული ჩამოყალიბდა ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო წლებში, ვარსკვლავისა,
რომელიც მასით და ზომით ძალიან ჰგავდა მზეს. მისი აირის აფეთქების შედეგად, გარსი გაიფანტა კოსმოსში და ცენტრში დარჩა თეთრი ჯუჯა.
ეს ჯუჯა მუდმივად ასხივებს რადიაციას, რაც აიძულებს მის გარშემო მდებარე აირს ანათოს, რადგანაც ეს ვარსკვლავი ჰგავს მზეს ჩვენ შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ, დაახლოებით, როგორი იქნება მზის სისტემა, როცა ჩვენი ვარსკვლავი ამოწურავს თავისი საწვავის მარაგს და
გადავა წითელი გიგანტის სტადიაში, ხოლო შემდეგ კი კოსმოსში გაისვრის თავის გარსს.(მგონი საინტერესოა)

კიდევ თარგმნა მეზარება, ამიტომ შემოგთავაზებთ დანარჩენი ნისლეულის სურათებს ინფორმაციის გარეშე.
თუ დაგაინტერესებთ,  შემიძლია კიდევ გავაგრძელო.

24d504aafb90

,,ვარსკვლავური აკვანი” ანუ NGC 2467

5ad012d98fd3

NGC 26326 (ESA-ს ფოტო, ტელესკოპიჰაბლი)

afc5fae10e12

ნისლეული LHA N 120-11 (ESA-ს ფოტო ტელესკოპი ჰაბლი)

და მისი ვიდეო

32088168cca4

,,ჩინური დრაკონი” ანუ NGC 5189 (ESA-ს ფოტო)

0de48b41f83c

,,კატის თათი” ანუ NGC 6334 (ESA-ს ფოტო)

P.S. რაღაც კოსმოსური ხმები გავჩითე და თუ მოისურვებთ, პოსტად დავდებ, მაგრამ გაფრთხილებთ არც ისე სასიამოვნო მოსასმენია.
კომენტარებში დაწერეთ.

მსგავსი ამბები

Back to top button