მისტიკასაკითხავისასარგებლო

ტელეკინეზისი

b7dyd

“ცოტა” რამ აუხსნელი მოვლენა ტელეკინეზისის შესახებ…….

ტელეკინეზისი იგივე “ფსიქოკინეზისი” ბერძნული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს გონებით რაიმეს გადაადგილებას, შეცვლას. ( ψυχή, “psyche” (ფსიქო) – გონება, სული,გული ან სუნთქვა, ხოლო κίνησις, “kinesis” (კინეზის) – მოძრაობა). ასევე ცნობილია ტელეკინეზის სახელით. ხანდახან შემოკლებითი PK (ფსიქოკინეზისი) და TK (ტელეკინეზისი), აღნიშნავს ნამდვილ გონების შესაძლებლობას, მოახდინოს ზეგავლენა ადამიანის გონებაზე, დროზე, სივრცეზე და ენერგიაზე, ამ სამყაროში უცნობი ფიზიკის კანონების მეშვეობით. ძველად, ეს ყველაზე ძლიერ ფსიქიკურ ძალად მიაჩნდათ, რომელიც თითქმის უტოლდებოდა ღვთის ძალას. ტელეკინეზისის მაგალითებია გონებით რაიმე ნივთის გადაადგილება ან შეცვლა და ა.შ. მოვლენის შესწავლის დროს, აღმოჩნდა რომ ტელეკინეზისი პარაფსიგოლოგიის ერთგვარი ასპექტია. ზოგი პარანორმალური მოვლენის გამომკვლევარნი მიიჩნევენ რომ ტელეკინეზისი არსებობს და იმსახურებს შემდგომ – უფრო დეტალურ შესწავლას. სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ რომ ტელეკინეზისი არ არსებობს, ხოლო ყველაფერი მის შესახებ არის ტყუილი, ილუზია, მეცნიერული მონაცემების სტატისტიკური მანიპულაცია და სხვა ბუნებრივად ახსნადი მოვლენები. ტელეკინეზისი კინოების, შოუებისა და გასართობი პროგრამების აქტუალური თემაა.

lfutu
ედუარდ იზადორ ბოგი (1840-1901) საფრანგეთიდან ტელეკინეზისის დემონსტრაციას ახდენს.

ტერმინი “ტელეკინეზისი” წარმოიშვა 1890 წელს, რუსი ფსიქიკური მოვლენების შემსწავლელი ალექსანდრე ნ. აკსაკოფის-ის მიერ. ხოლო ამერიკაში ეს ტერმინი 1914 წელს პირველად, ჰენრი ჰოლტის წიგნში – “კოსმიუერ ურთიერთობებზე” იყო გამოყენებული, რომელიც შემგდომში გამოიყენა მისმა მეგობარმა – პარაფსიქოლოგ ჯ.ბ. რაინისმა, 1934 წელს. ეს ყველაფერი მისი ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგი იყო, კერძოდ კი მას აინტერესებდა შეეძლო თუ არა ადამიანს მოეხდინა ზეგავლენა კამათელზე, დავარდნის დროს. ორივე ტერმინი განხილულ იქნა სხვა სახელებით, მაგალითად : “შორეული ზეგავლენა”, “შორეული გონებრივი ზეგავლენა”, “ანომალური პერტირბაცია” და ა.შ. თავდაპირველად ტერმინი ტელეკინეზისი წარმოიშვა, რომ აესახა რაიმე საგნის ან ობიექტის მოძრაობა, რომელიც გამოწვეული იყო მოჩვენებისგან, გარდაცვლილი ადამიანების სულისგან, მავნე სულებისგან, ანგელოზებისგან, დემონებისგან ან რაიმე სხვა ზებუნებრივი ძალებისგან. მოგვიანებით, როდესაც სპეკულაციამ ზრდა იწყო, იმის შესახებ რომ ადამიანი შეიძლება დამოწმებოდა ამ მოვლენას ( ის, რომ არ იყო გამოწვეული არავითარი ყალთაბანდური გარემოების მეშვეობით) და რომ იყო შესაძლებელი ადამიანს გადაეადგილებინა ობიექტი, არანაირი სპირიტუალისტიკური გარემოცვის ფონზე, ტერმინი ტელეკინეზისი შეტანილ იქნა ლექსიკონში. საბოლოოდ პარაფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ, ტერმინი ფსიქოკინეზისი ამჯობინეს ტერმინს ტელეკინეზის, ამიტომაც ჩათვალეს რომ ხმარებაში უფრო ხშირი ფსიქოკინეზისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, პოპულარული კულტურა, როგორიცაა კინო, ტელევიზია, ლიტერატურა, წლების განმალობაში ამჯობინებდა ტელეკინეზის ხმარებას, რომ აღეწერათ პარანორმალური მოვლენები, მითუმეთეს მაშინ როდესაც ეს სიტყვა ძალიან ჰგავდა მის მსგავს სხვა ტერმინებს, მაგალითად როგორიცაა : ტელეპატია, ტელეპორტაცია, ტელეფონი, ტელევიზორი და ა.შ.

პარაფსიქოლოგი დამკვირვებელნი, ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, გამოკვეთავენ ორ – ზომად და გამოკვლევად ფსიქოკინეზისა და ტელეკინეზის ტიპს. მიკრო-ფკ (ასევე მიკრო-ტკ) არის ძალიან მცირე ეფექტი, როგორიცაა ატომების, მოლეკულების, სუბატომური ნაწილაკების მანიპულაცია და ა.შ., რომლის გამოკვლევა სპეციალური მეცნიერული აპარატურით შეიძლება. მიკრო-ფკ და მიკრო-ტკ არის შემოკლებითი ვარიანტი სიტყვებისა : მიკრო-ფსიქოკინეზისი, მიკროფსიქოკინეზისი, მიკრო-ტელეკინეზისი, მიკროტელეკინეზისი. მაკრო-ფკ (ასევე მაკრო-ტკ) არის უფრო დიდ-მაშტაბური ეფექტი, რომელიც შეიძლება ინახოს შეუიარაღებელი თვალით.

სპონტანური ობიექტის მოძრაობა და სხვა აუხსნელი ეფექტი, შემჩნეულ იქნა. ბევრი პარაფსიქოლოგი მიიჩნევს რომ ესენი არიან ფსიქოკინეზის/ტელეკინეზის ფორმები. 1958 წელს, პარაფსიქოლოგ უილიამ ჯ. როლმა წარმოშვა ახალი ტერმინი “განმეორებადი სპონტანური ფსიქოკინეზისი”. მოულოდნელი ობიექტის მოძრაობა, წინასწარ განზრახული დაპირების გარეშე, ერთი ან რამდენიმე მოწმის, სიახლოვის ან დასწრებისას, ნავარაუდევია რომ დაკავშირებულია ჯერჯერობით უცნობ ქვეცნობიერ გონების მიერ წარმოებულ ფკ/ტლ პროცესებთან. მკვლევარნი ხმარობენ ტერმინს : “ფსიქოკინეზის აგენტი”, რომ დაახასიათონ ის, ვინც საოჭვოდ, ფსიქოკინეზის მოქმედების წყაროა. სპონტანური მოძრაობის განხეთქილება, ან სხვა ეფექტი, მაგალითად კერძო სახლში, ძალადობა ან რაიმე მსგავსი ფსიქოლოგიური ეფექტი, როგორიცაა ხალხზე ობიექტების სროლა, ნაკაწრები, ნიშნები სხეულზე – ზოგჯერ გაოიკვლევა როგორც “პოლტერგეისტის” შემთხვევები.

ifw9q
თვითნებური ფსიქოკინეტიკური შემთხვევა, რომელიც ფრანგულ გაზეთში La Vie Mysterieuse იყო აღბეჭდილი 1911 წელს.

ფსიქოკინეტიკური მოვლენების მომსწრე არაერთი ამერიკელი ფსიქოლოგი გამხდარა. ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთაც შეუნიშნავთ ეს უკანასკნელი მოვლენა ფიზიკოსებს, ექიმებს, ელექტრიულ ინჟინერებს, სამხედრო პირებს, პოლიციელებსა და სხვა ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს. რობერტ მ. სქოჩი – პროფესორი ბოსტონის უნივერსტიტეტში აცხადებს: ”მე მჯერა, რომ პსიქოკინეზისი რეალურია”, როდესაც საქმე ეხებოდა მიკრო-პსიქოკინეზისის სამხილს, პრინსტონის ლაბორატორიულ ექსპერიმენტში მოპოვების და გამოკვლევისას. იგი ასევე ამბობს, რომ გახდა მოწმე წიგნის თაროდან გადმოვარდნიოს რომდესაც ვინმე ქალბატონი იყენებდა ტელეკინეზის ძალას, აგენტი კი ამ პროცესს ესწრებოდა.

აგრეთვე ერთერთი დადასტურებული და ვიდეო ფირზე აღბეჭდილი ფენომენია საბჭოთა კავშირის ფსიქიკი (დაახლეობით იგივეა, რაც ნათელმხილველი) ნინა კულაგინა (1926 – 1990)

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ მისი ვიდეოები:

_______________________________________________

წყარო: თანამედროვე ელექტრონული ენციკლოპედიები, YouTube და პატარ პატარა საიტებიც…… (უცხოური)
_______________________________________________

იმედია ვისაც ასეთი რამეები გაინტერესებდათ მოგეწონებათ

Back to top button