არქივი

იცით თუ არა რომ… (ნაწ.5)

5a2dee5776ba

    გააგრძელე

  • … ფონტჰილის ლარნაკი ჩინური ფაიფურის ყველაზე ადრეული დოკუმენტურად აღწერილი ნიმუშია, რომელმაც ევროპაში მოაღწია XIV ს. შუა წლებში…
  • …იელოუსტოუნის ეროვნული პარკი 1872 წლის 1 მარტს დაარსდა ვაიომინგის, მონტანისა და აიდაჰოს შტატების ტერიტორიაზე და მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი იყო…
  • …ზანზიბარში 1957 წელს ჩატარებული არჩევნები პირველი იყო აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიაში…
  • …2001 წლის აღწერის მიხედვით ქალაქი ჰუმი ხორვატიაში 17 მცხოვრებს ითვლის და ამ მაჩვენებლით ყველაზე მცირე ქალაქია მსოფლიოში…
  • …ურალის ეკონომიკური რეგიონი, ურალის ფედერალური ოლქი და ურალის გეოგრაფიული რეგიონი სხვადასხვა რეგიონებია ურალის მთებისა და მდინარე ურალის ტერიტორიაზე…
  • …დიეგოს თმის სალონის კლიენტებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრები, დიპლომატები და აშშ-ის ორი უზენაესი მოსამართლე…
  • …მარგალიტი ”ლა პერეგრინა” , რომელსაც ინგლისისა და ესპანეთის დედოფლები (მათ შორის მერი ტიუდორი) ატარებდნენ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში ელისაბედ ტეილორის ლეკვმა გადაყლაპა…
  • …აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა, პირველი დემოკრატიული სახელმწიფო იყო ისლამურ სამყაროში…
  • სკკპ ცკ-ის 1980 წ. 15 აგვისტოს ბრძანებულებით განახლდა საბჭოთა კავშირის დროშის აღწერა, რომლის თანდართულ გამოსახულებაზე (რევერსზე) არ დაიტანეს ნამგალი-ურო-ვარსკვლავის კომპოზიცია…
  • …ნიუ-იორკში ტომას სტრიტის 33-ში მდებარე უფანჯრო ცათამბჯენმა პროექტით ბირთვული თავდასხმისას რადიოაქტიურ დაბინძურებას უნდა გაუძლოს და ორ კვირამდე სამყოფი საკუთარი რესურსები გააჩნია…
  • …ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრისთვის სახელი “პეპი გრძელწინდა” მისმა ქალიშვილმა, კარინმა, მოიფიქრა…
  • …მეორე მსოფლიო ომამადე თეატრი აპოლოს ერთი კურიოზული ჩვეულება იყო ე.წ. “ეგზეკუციონერი”, მამაკაცი ცოცხით, რომელიც შემსრულებლებს სცენიდან გვიდა, თუ უკმაყოფილო მაყურებლები მათ გაგდებას მოითხოვდნენ…
  • …მაჰმადიანური ტრადიციით ბაჰარა ქრისტიანი ბერი იყო, რომელმაც ყმაწვილ მუჰამედს წინასწარმეტყველური მომავალი განუჭვრიტა…
  • …კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა შორის 94 ნობელის პრემიის ლაურეატია (მათ შორის აშშ-ის მიმდინარე პრეზიდენტი), რითაც ის ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტს უსწრებს…
  • …ურ-ნამუს კოდექსი მსოფლიოში უძველესი ჩვენამდე მოღწეული სამართლებრივ კანონთა კრებულია…
  • …ფუღუ , რომლის მასა 2 გრამს არ აღემატება, მსოფლიოში ყველაზე მცირე ძუძუმწოვარია…
  • …ბერნარდენ განტენი რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი შავკანიანი კარდინალი იყო…
  • …ვაჟა-ფშაველას პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში საქართველოს მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ გადაიხადა…
  • …მომავალი ცეკას მდივნის, ედუარდ შევარდნაძის, მეუღლე ნანული შევარდნაძემ თავდაპირველად უარყო მისი ცოლად თხოვნის წინადადება, იმის შიშით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა მეუღლის კარიერას შეუშლიდა ხელს…
  • …მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური 1954 წელს ობნინსკში, მოსკოვის მახლობლად, ამოქმედდა.
  • …უილიამ შექსპირის უმცროსი ქალიშვილი ჯუდით კუინი წერა-კითხვის უცოდინარი იყო…
  • …ირანი ამჟამად ინტენსიურად აგებს ირან-პაკისტანის ბარიერს, ამ ქვეყნიდან არალეგალური იმიგრაციისა და ტერორისტების შემოტევების აღსაკვეთად…
  • … ტრირის წმინდა პავლეს ეკლესიის კრიპტაში ლეგენდარული თებეს ლეგიონის თორმეტამდე ნაწამები ჯარისკაცის ნეშთი ინახება…
  • …სამხედრო ტაქტიკაში ალყა პირველად ჰანიბალმა გამოიყენა კანეს ბრძოლაში ძვ. წ. 216 წელს…
  • …სევერსკი დონეცში 1000-ზე მეტი მდინარე ჩაედინება…
  • …ჰიპოლიტუსი ერთადერთი წმინდა ანტიპაპია…
  • …46 მცხოვრებით ადამსტაუნი მსოფლიოში ყველაზე მცირედ დასახლებული დედაქალაქია…
  • … მაქსიმ გორკიმ ნაწარმოები „მაკარ ჩუდრა“ თბილისში დაწერა…
  • …დეიან სტანკოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს სამი ქვეყნის ღირსება დაიცვა მსოფლიო ჩემპიონატებზე: იუგოსლავიის (1998), გაერთიანებული სერბიისა , მონტენეგროს (2006) და სერბეთის (2010)……ალბანელი ბეიების ხოცვაში ოსმალებმა მუხანათურად მოკლეს 500-მდე სამხრეთ ალბანელი ლიდერი (ბეი) და მათი მხლებლები ცერემონიულ სამხედრო პარადზე მოწვევისას.
  • …1944 წელს ოპერაცია ჰაუნდსუორზის განხორციელებისას ლიონი-პარიზის რკინიგზის ხაზი 22-ჯერ ააფეთქა სპეციალურმა საჰაერო სამსახურმა…
  • …დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V, ელისაბედ II-ის მამა, საკუთარ იმპერიაში შემავალი ქვეყნების საფოსტო მარკების შეგროვებით იყო გატაცებული…

მსგავსი ამბები

Back to top button