კულტურა

დიდი აღმოჩენა

663976141753

ქართველი მკველავირის დიდი აღმოჩენა

ქართველოლოგმა გია კვაშილავამ ჩვიდმეტწლიანი კვლევის შემდეგ დაასკვნა, რომ პირველ ევროპულ ცივილიზაციას ქართველურმა ტომებმა ჩაუყარეს საფუძველი.

ამ დასკვნამდე მკვლევარი მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის – საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი ფესტოსის დისკოზე ამოტვიფრული წარწერის გაშიფვრის შემდეგ მივიდა. ქართველოლოგი გია კვაშილავა ირწმუნება, რომ ტექსტი საგალობელია და კოლხურ ენაზეა შესრულებული:

– ფესტოსის დისკო 4 ათასი წლის წინანდელი თიხის ფირფიტაა, რომელზეც ნიშან-ტექსტები ორივე მხარეს ოქროს ყალიბებით არის ამოტვიფრული. 100 წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთმა მეცნიერმა სცადა ამ ნიშან-ტექსტების ამოკითხვა.

ფესტოსის დისკოს გაშიფვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მეტ მნიშვნელობას სძენს ქართულ ენას, ვინაიდან ტექსტი კოლხურია, რაც დასტურია იმისა, რომ ქართველურმა ტომებმა საფუძველი ჩაუყარეს პირველ ევროპულ ცივილიზაციას.

1f6511118042

– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– პირველი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები შესაძლოა საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩენილიყო, ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა. ვინაიდან არსებობდა თეორია, რომ ქართველური ტომები საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი, ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშებიც სწორედ ამ ტერიტორიებზე შეიძლება ყოფილიყო და ეს არც არის გასაკვირი.

პირველად 1908 წელს ივარაუდა მეცნიერმა ევანმა, რომ ფესტოსის დისკოზე ამოტვიფრული ტექსტი დედა ღვთაებისადმი მიძღვნილი საგალობელი იყო, თუმცა დღემდე ვერ გაირკვა, რომელ ენაზე იყო შესრულებული. 1988 წელს ავსტრიელმა მეცნიერმა ჰერბერტ ძებიშმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტექსტი შესაძლოა ქართული ყოფილიყო. მას შემდეგ დავინტერესდი ფესტოსის დისკოთი და დავიწყე კვლევა.

ფირფიტაზე აღბეჭდილი ნიშან-ტექსტები იმ პერიოდს ეკუთვნის, ვიდრე ქართულ ენაში სხვადასხვა განშტოება ჩამოყალიბდებოდა, თუმცა აქ თითოეული მათგანის (მეგრულ-ჭანურის, სვანურის) სიტყვა-ნიშნებია ჩადებული. დასტურდება, რომ ტექსტი ნამდვილად პროქართველურ ენაზე დაწერილი დედა ღვთაებისადმი მიძღვნილი საგალობელია.

– რას გვაძლევს ფესტოსის დისკოს გაშიფვრა?
– ჯერ ერთი, ბერძნულ ენაში არსებობს 5000-მდე სიტყვა, რომელთა ლინგვისტური გაშიფვრა ქართველური ენების დაუხმარებლად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბერძნებმა ეს სიტყვები სწორედ ქართველური ანბანიდან ისესხეს. და მთავარი: ამ ყველაფრის შემდეგ მსოფლიოს მეცნიერებს ქართული ენის შესწავლა დასჭირდებათ, რადგან არავინ იცის, კიდევ სად აღმოჩნდება ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები.

– ევროპის სამეცნიერო წრეებში თუ იციან თქვენი კვლევის შესახებ?
– რა თქმა უნდა. ამ პროცესში ევროპელი მეცნიერები არიან ჩართული. 2008 წელს ლონდონის სიძველეთა შემსწავლელთა სამეფო აკადემიაში წავიკითხე ლექცია ამ საკითხზე. ნაშრომს ჯერ საქართველოში გავაცნობ მეცნიერებსა და საზოგადოების დაინტერესებულ პირებს და შემდეგ გამოვცემ.

ცნობისათვის

ფესტოსის დისკო დოქტორმა ლუიჯი პერნიემ 1908 წელს აღმოაჩინა კუნძულ კრეტაზე, ფესტოსის სასახლეში. მეცნიერები საუკუნეა ცდილობენ მასზე ამოტვიფრული ტექსტის ამოკითხვას.

წყარო.ამბები გე

მსგავსი ამბები

Back to top button