რეკორდებისაკითხავისურათები

გიგანტური საკვები!

ce8db2b81a1b

ხალხს შეუძლია გააკეთოს უზარმაზარი ნივთები. უფრო სწორად, ნივთები კი არა, საჭმელი. თუ ახლა შესვენება გაქვთ, შეგიძლიათ გამოიკვებოთ საინტერესო ფაქტებით და ფოტოებით :D.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ომლეტი

ce8db2b81a1b

მსოფლიოში ყველაზე დიდი ომლეტი გააკეთა ასოციაცია ლუნგამ, მემორიალურ ცენტრ ბროკვილში, ონტარიო, კანადა. ეს კერძი გაკეთდა 2002 წლის 22 მაისს და იწონიდა 2.95 ტონას.

მსოფლიოში ყველაზე დიდი სენდვიჩი

7dc4f21c319a

მსოფლიოში ყველაზე დიდი სენდვიჩი მოამზადა დაწესებულებამ Wild Woody’s chill and grill, როზვილში(მიჩიგანი, აშშ) 2005 წლის 17 მარტს. სენდვიჩი იწონიდა 5440 ფუნტს რაც ტოლია 2.47 ტონის.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭიქურიანი ნამცხვარი

efb0f6463f8b

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნამცხვარო გაკეთდა Northwes Fudge Factory.com-ის მიერ, ზამთრის სამეფო სასახლეში, ტორონტო, კანადა, 2004 წლის 5 ნოემბერს. ეს გიგანტური ტკბილეული იწონიდა 1.36 ტონას.

მსოფლიოში ყველაზე დიდი სტირ-ფრეი

2873c4baf32b

სტირ ფრეის(ჩინური საჭმელია, რომელიც შედგება მოხარშული ბოსტნეულის, ხორცის, სანელებლებისა და სხვა ბევრი რაღაცისგან) მომზადების რეკორდი, დამყარდა უმაღლესი სკოლა ვესვალის(სამხრეთ აფრიკა) 30 წლისთავთან დაკავშირებით. კერძი მომზადდა 2005 წლის 22 ოქტომბერს და იწონიდა 1052 კილოგრამს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტირამისუ

d7ac80f2dd8f

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტირამისუ გააკეთა Alpini Group-მა, იტალიაში, 2007 წლის 22 აპრილს. ეს პოპულარული იტალიური დესერტი იწონიდა 306 კილოგრამს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰოთ-დოგი

838b7192b552

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰოთ-დოგი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გაკეთდა არა აშშ-ში არამედ იაპონიაში. ეს კერძი მომზადდა ასოციაცია იაპონელი მცხობელების 50 წლისთავზე გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, 2006 წლის 4 აგვისტოს. ჰოთ-დოგის სიგრძე იყო 60.3 მეტრი რომელშიც იდო 60 მეტრი სიგრძის სოსისი. სოსისი დაამზადა იაპონურმა ხორცის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Shizuoka-მ.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი

9c902274af01

ყველაზე დიდი ჰამბურგერი დამზადდა Clinton Diner Station-ში, რომელიც ცნობილია როგორც “მსოფლიოს მერვე საოცრება”. ჰამბურგერის დიამეტრი იყო 28 დუიმი, 11.5 დუიმი სისქე და იწონიდა 105 ფუნტს. ეს მოხდა აშშ-ს ქალაქ კლინტონში.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close