არქივი

დედამიწის ვულკანები კოსმოსიდან!!!

2581c479a02b

ჩაიტენი. მდებარეობს ჩილეში, ზღვის დონიდან 1102 მეტრზე. ვულკანი აქტიური არ ყოფილა 9400-9500 წლის განმავლობაში, მაგრამ 2008 წლის 2 მაისს ამოიფქვა, მისმა სიმაღლემ მიაღწია 30კმ-ს. 6 მაისს ლავამ გაანადგურა სოფელი. მის გარშემო 50კმ ის რადიუსში ევაკუირებულ იქნა ყველა ადამიანი. 2008 წლის 22 ივნისიდან ვულკანი პერიოდულად ისევ აქტიურდება. მისი ფერფლი დღემდე ამოდის კრატერიდან

d7920fdcb434

მოქმედი ვულკანი კუნძულ სიცილიაზე. სიმაღლით ზღვის დონიდან დაახლოებით 3380 მ. ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევების გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი აქვს. საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ლავას ამოაფრქვევს. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. 1981 წელს მის ირგვლივ ეროვნული ნაკრძალი შექმნეს.

11c587019382

კლივლენდი – მოქმედი ვულკანი ალასკაზე მდებარეობს კუნძულ ჩუგინადაკზე, სიმაღლით არის ზღვის დონიდან 1730მ. კუნძული ითვლება ვულკანურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მიწად დედამიწაზე. ეს ვულკანი ბევრჯერ ამოიფრქვა XX-XXI საუკუნეებში. აგრეთვე არსებობს ინფორმაცია მისი მე-17 საუკუნეში ამოფრქვევის შესახებაც. ბოლოს გააქტიურდა 2009 წელს. თავისი მეტად სიმეტრიული ფორმის გამო იგი ითვლება ვულკანური სილამაზის ერთ-ერთ ნიმუშად. 1944 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა ჯარისკაცი. დღემდე იგი მიიჩნევა კლივლენდის ვულკანის ერთადერთ ცნობილ მსხვერპლად. ცნობისთვის ადგილობრივი მოსახლეობა ვულკანს ცეცხლის ღმერთად მიიჩნევს.

b299e645b7ba

ვულკანი მურატი, ინფორმაცია ვერ ვიპოვე :)

46ee5885b949

პოპოკატეპეტლი (მბოლავი მთა) მოქმედი ვულკანი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, განივ ვულკანურ სიერაზე, ქალაქ მეხიკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კილომეტრზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 5452 მ. XVI-XVII საუკუნეებში ხშირი იყო ამოფრქვევამისი კალთები 3800-4000 მეტრამდე შემოსილია მუხისა და ფიჭვის ტყით, 3800-4560 მეტრი სარტყელი გაშიშვლებულია, 4560 მეტრს ზევით მუდამ თოვლი და მყინვარებია.

26363951f360

რედაუტი. მოქმედი სტრატოვულკანი, მდებარეობს ალასკაზე. ვულკანი მდებარეობს კუკის ყურის სამხრეთით, უახლოესი დასახლებული პუნქტი არის ანკორიჯი. კრატერი ზღვის დონიდან 3700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ვულკანი ამოიფრქვა 1902, 1962 და 1986 წლებში. ბოლოს კი 2009 წლის 22-23 მარტს 6 ამოფრქვევა ერთდროულად განახორციელა. ეს ამოფქვევა ერთი კვირით ადრე იწინასწარმეტყველეს, რადგან ვულკანის გარშემო სეისმური აქტივობა შეიცვალა.

5f594b86f6fe

ვულკანი რუანგი, უკომენტაროდ :)

a3d3772e5744

ვულკანი სარიჩევა. მოქმედი ვულკანი კუნძულ მატუაზე, რომელიც მდებარეობს კურილიის ზღვაში. ერთ-ერთი მეტ-ნაკლებად აქტიური კურილიის კუნძულების ვულკანი, ატარებს რუსი ჰიდროგრაფის გავრილ სარიჩევის სახელს. მდებარეობს ზღვის დონიდან 1446 მეტრის სიმაღლეზე. მისი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 1760, 1878—1879, 1923, 1928, 1930, 1946, 1954, 1960, 1965, 1976 და 2009 წლებში. 1946 წელს ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევისას მისმა ლავის ნაკადებმა მიაღწიეს ზღვას.

9f6f4f1bf7d3

შიველუჩი. მოქმედი ვულკანი კამჩატკის ნახევარკუნძულზე. ყველაზე აქტიური და საშიში ვულკანი კამჩატკაზე(ბევრია ისე იქ :D ) მის შეიარაღებაშია სტრატოვულკანი ,,ძველი შიველუჩი”(კრატერის დიამეტრი 9კმ) და ,,ახალი შიველუჩი” რომელიც აფრქვევს ლავას და ფერფლს(ძველი მშვიდადაა, დაბერდა)
ვულკანი მდებარეობს ზღვის დონიდან. ასაკი 60-70 ათასი წელი.

ბონუსი. ღრუბელთა ძალიან ლამაზი ფორმები(არ ვიცი შეიძლება ზოგი Photoshop-ია)

a83182ca1bb9

ff2eeb020d79

3dbf229a73ab

70407f70d416

b43d5fa7e671

f972ced6d1fe

7c8c4116ff59

e0e73d9ba4fc

5087e41ba156ეს ხელი უეჭველი Photoshop-ია, ჩემი აზრით.

წყარო: უმეტესად ენციკლოპედია, მაგრამ Wikipedia-ც :D სურათები Google

მსგავსი ამბები

Back to top button