მოდა და ფეხსაცმელი
ფეხსაცმელს რომ დიდი ისტორია აქვს ყველამ ვიცით. პოსტში საუბარი იქნება როგორც ძველი დროის, ასევე 21-ე საუკუნის უცნაურ ფეხსაცმელებზეც. ზოგიერთმა მათგანმა მიუხედავად არაპრაქტიკული ფორმისა თუ ზომისა მაინც წარმატება მოუტანა შემქმნელს, ზოგმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ სამუდამოდ შემორჩა ისტორიას.
1970 წლამდე და პლატფორმა ფეხსაცმელამდე დიდი ხნით ადრე იაპონელი მაიკოები (გეიშების მოსწავლეები) ოკობოებს ატარებდნენ. ასეთი მაღალი ფეხსაცმლის ტარება დამეთანხმებით არც ისე ადვილია, მაგრამ ეს არ იყო მოდა, ამას მაიკოები პრაქტიკული მიზეზით აკეთებდნენ. კერძოდ, როცა გაცვია მეტად ძვირადღირებული კიმანო, რომელიც როგორც წესი ლამის ძირს დასთრევთ ხოლმე იაპონელ ქალებს, ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ მაღალი ფეხსაცმლის ტარებაა. ოკობო როგორც ხედავთ ხისგან მზადდება, ჩვეულებრივ ხეს ბუნებრივ ეფექტს უნარჩუნებენ ხოლმე, ანუ არც ლაქს უსვამენ ზევიდან და არც სხვა რამეს. გამონაკლისი მხოლოდ ზაფხულია, წელიწადის ამ დროს მაიკოებს შავად გალაქული ოკობოები აცვიათ.
ოკობო სიმაღლეში 5,5 დიუმია ანუ 14 სანტიმეტრი. ფეხსაცმლის ლანჩა წარმოადგენს მოჩუქურთმებულ ღრუს, რომელიც გამორჩეულ ხმას ანიჭებს ოკობოს, სიარულის დროს. ამბობენ რომ ამ ფეხსაცმელს ოკობო სწორედ იმ ბგერების შესაბამისად დაერქვა, რასაც ის სიარულის დროს გამოსცემს.
მამაკაცის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ევროპა, 1700 წელი
ფეხსაცმელი და წინდები მეტად მნიშვნელოვანი გახდა მამაკაცისთვის 1700 წელს, როცა ტანზე მორგებული ქურთუკი და ბრიჯები გახდა პოპულარული, მოდის ფოკუსმაც მოულოდნელად ტანის ქვედა ნაწილზე გადაინაცვლა, შესაბამისად მამაკაცებს სურდათ კარგი ფეხები გამოჩენოდათ, ამისთვის ხაზგასასმელად კი არაორდინალური წინდები და ფეხსაცმელი უნდა ჩაეცვათ. ლუი XIV შესანიშნავად აჰყვა მოდას და მაღალქუსლიან წითელ ლანჩებიან ფეხსაცმელს ატარებდა. ამან სხვებზეც მოახდინა გავლენა, როგორც ყოველთვის მეფეებს მიმბაძველები არ აკლდათ და ფეხდაფეხ აჰყვნენ ლუი XIV-ის საქციელს. ასე რომ,ვიღას ახსოვდა ჩექმები? ის დიდი ხნით გაემგზავრა მოდის სამყაროდან.
კაბკაბი
ლიბანი, XIV-XVII საუკუნე
მოვერცხლილი, ერთი შეხედვით ხის ოჩოფეხების ნამდვილი სახელი კაბკაბია, ზოგჯერ ნალინსაც უწოდებენ. ერთ დროს ეს პრაქტიკულ ფეხსაცმელად ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქალთათვის. ჯერ ერთი ამსიმაღლე ფეხსაცმელი მათი აზრით კარგად იცავდა ფეხს ბინძურ, ნესტიან ქუჩებში გაჭუჭყიანებისგან, ამასთანავე აბანოშიც კარგად იყენებდნენ, როცა ფეხის დასველება არ სურდათ.
ცნობილია, რომ საზოგადოების მაღალი კლასიც არ ამბობდა უარს ასეთ ფეხსაცმელზე, მეტიც.. მათი კაბკაბები ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ამასთანავე რამოდენიმე ინჩით მაღალი და ნაქარგი ტყავის, აბრეშუმის ან ველვეტის ღვედები ჰქონდა.
თვითონ სახელწოდება კაბკაბი კი წარმოიშვა სიარულის დროს მისი კაკუნის ხმიდან.
კაბკაბებს კიდევ ერთი დანიშნულება მოუძებნეს. ძველ დროში ხშირად მცირეწლოვნები თხოვდებოდნენ, შესაბამისად ისინი ძალიან დაბლები იყვნენ საქმროსთან შედარებით, ასე რომ შეაყენებდნენ მათ ძალიან მაღალ კაბკაბებზე და ასე მიყავდათ ცერემონიაზე.
დაწნული, არყის ხის ქერქის ფეხსაცმელი
ფინეთი, შუა XX საუკუნე
მეოცე საუკუნის დასაწყისში ქალები ხშირად დღე სატარებლად ხმარობდნენ ხის ქერქისგან დამზადებულ ფეხსაცმელს. შემდეგ სხვა დატვირთვაც შეიძინა ამან. ტყავის ფეხსაცმელი მეტად ძვირი ღირდა, მას კი ადვილად აფუჭებდა თოვლი, სისველე, ტალახი, ასე რომ მათ მეორე,თავდასაცავი ფეხსაცმელიც შექმნეს ხის ქერქისგან,იგივე კალოში. ჩაიცვამდნენ ტყავის ფეხსაცმელს, შემდეგ ამ ხის ქერქისას და ზარალშიც აღარ იყვნენ.
ასეთი ფეხსაცმელი მზადდებოდა არყის ხის ქერქისგან, შესაძლებელია დაემზადებინათ ცაცხვის ან ნაძვის ქერქისგან. ასეთი კალოში დაახლოებით ერთი კვირა ძლებდა.
ჩოპინესი
იტალია, 1580-1620 წლები
დღესდღეობით მხოლოდ რამოდენიმე მუზეუმში თუ მოიპოვება ორიგინალი ჩოპინესი. ამ ფეხსაცმლის დებიუტი რენესანსის ხანაში შედგა, თუმცა მეჩვიდმედე საუკუნის დასაწყისშიც ბევრი ქალი ატარებდა ამდაგვარ ფეხის სამოსელს. ოკობოს მსგავსად,როგორც ვხედავთ ესეც მოუხერხებელი სატარებელი იქნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ მთელი 18 სანტიმეტრით ზრდიდა პატრონს სიმაღლეში, ამავე დროს იყო ექსტრავაგანტული და ძვირიც.
ჩოპინესი ხისგან მზადდებოდა, ზემოდან კი მაღალი ხარისხის აბრეშუმი ან ხავერდი ჰქონდა გადაკრული. ჩოპინესი იშვიათად თუ ჩანს იმ პერიოდის რომელიმე ნახატზე, რადგან ქალები მაშინ კოჭებამდე კაბებს იცვამდნენ, რაც ფეხსაცმელს მთლიანად ფარავდა.
ქალის უქუსლო ფეხსაცმელი
2007 წელი
ეს თანამედროვე ფეხსაცმელია.. მიდი დებიუტი ანტონიო ბერარდის 2007 წლის ჩვენებაზე მოხდა და ცნობილი კი ვიქტორია ბექჰემის წყალობით გახდა. მიუხედავად ფეხსაცმლის არაბუნებრივი და არასასიამოვნო შესახედაობისა, მისი დიზაინერი ამტკიცებს, რომ მისი ტარება არანაირ ტკივილს არ იწვევს, იგი შესანიშნავადაა დაბალანსებული. თუმცა როცა მოდელი მის მოსარგებად მივიდა, საკმაოდ შეშინებული ჩანდა, მაგრამ ჩვენების დასრულებისას თქვა რომ ეს ფეხსაცმელი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან.
სამედიცინო ექსპერტებმა კი თავიანთი დასკვნა გამოიტანეს და განაცხადეს, რომ ამ ფეხსაცმლის ხშირმა ტარებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანებები ფეხზე, მუხლებზე და ხერხემლის არეში.
საზეიმო პადუკასი ინდოეთის უძველესი და პოპულარული ფეხსაცმელია. მას ამზადებდნენ ვერცხლისგან, ხისგან, რკინისგან ან სპილოს ძვლისგან. არსებობდა კბილანებიანი პადუკასები, რომელსაც მაზოხისტები იყენებდნენ.
ბალეტის ფეხსაცმელი
1980 წლიდან დღემდე
ამ ფეხსაცმელმა პირველად 1980 წელს გაითქვა სახელი და დღეს კიდევ უფრო წინ წაიწია პოპულარობით. მასში გაერთიანებულია ტრადიციულობა და ექსტრავაგანტურობა. თითქოს ჩვეულებრივ, ბალერინის ფეხსაცმელს უზარმაზარი ქუსლი აქვს მიდგმული, რომელიც ფეხებს აიძულებს მუდამ ბალერინის პოზაში იყოს. ეს პროდუქტი მსოფლიოს სხვადასხვა მაღაზიებში, მათ შორის ონლაინ მაღაზიებშიც ჩვეულებრივ იყიდება. მას ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ფეხსაცმლად მიიჩნევენ.
ჯავშნოსანი ფეხსაცმელი
2010 წელი
ალექსანდერ მაქქვინმა 2010 წელს ასეთი ფეხსაცმელმლის კოლექცია გამოუშვა. ნაწარმმა პოპულარობა ლედი გაგასა და სხვა ცნობილი სახეების საშუალებით მოიპოვა. უკვე ასეთი ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერისა და სტილის გამოდის.