გართობა

მასწავლებლების კურიოზები ქართული ენისა და ლიტერატურის სასერთიფიკაციო გამოცდაზე!

7ba5e8a529f4

ახლა ჩვენ ვიმხიარულოთ :D

***რატომ იწერება ერთად ლაქლაქი? პასუხი: ზოგიერთმა პიროვნებამ ბევრი ლაქლაქი იცის.

*** გამოკვლევა “აღქმა” არის სწორი, მაგრამ თანხმოვნის შეცვლა ცვლის აზრს. პარალომია ეწოდება აღთქმა.

*** სიტყვათა წყვილს უწოდებთ “აღქმა”, რათა აღთქმას არ უწოდებთ წყვილს.

*** აღქმა ხდება პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის გონებით. აღთქმა _ პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის სიტყვიერად.

*** დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა. მას (ანუ მოსწავლეს) უწერია “აქ კარგად ჩანს”. უნდა ეწეროს “ტექსტში ან პოემაში კარგად ჩანს”.

*** ნიკა, გირჩევ კარგად ისწავლო ნაწარმოების ტექსტი, რათა არ გაგიჭირდეს ციტირება.

2b25735b9ca2

*** მოძებნე შეცდომა და გაასწორე: არასამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლა მოახდინა. პასუხები (მასწავლებლების გაცემული) I. უნდა იყოს: სამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლა მოახდინა.II. უნდა იყოს: არა სამთავრობო ორგანიზაციამ. . . III. შეცდომაა შესწავლა მოახდინა. შესწავლა და მოხდენა ერთი და იგივე შინაარსისაა. IV. აქ გვაქვს არსებითი სახელი, კონკრეტული ადამიანის აზრის შესწავლასთანაა საქმე. V. აზრის შესწავლა არ შეიძლება, აზრის გაგებაა შესაძლებელი.

*** “დაჭრილი ლომი ღრიალებს”. ლომი ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა.

*** მერცხლები ქვემდებარეა. ისინი დამოკიდებულია გაზაფხულზე, ამიტომ არის ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება.

*** ვასწავლი ქვემდებარულ დამოკიდებულ წინადადებას და ქვემდებარულ დამოუკიდებელსაც.

*** აზრი ზუსტად არის გადმოცემული, მაგრამ ლექსიკა მწირია. . .არ ჩანს საიდან გამოაქვს დასკვნები მოსწავლეს. არ ჩანს “მორალური კოდექსის” და კანონების მოშველიება. (ლაპარაკია აკაკის “გამზრდელზე”)

*** ღამე “მგზავრის წერილებში” არის ბნელი ადგილი. <—————–LOL :D :D :D

*** მან მიატია ქმარი, შვილები. (ლაპარაკია შუშანიკზე)

*** ამას ისიც დაემატა, რომ ერთი შვილი მტკვარში დაეხრჩო პირველი პურობის დროს. (ფაქტის დამახინჯება შუშანიკთან) *** მერე გავაიგავებ აბოსთან.

*** ღამემ დალია ილია ერთ-ერთ სადგურში.

*** ღამით იწყება ბრძოლის უნარის შერწყმა ადამიანურ მეში.

*** შემოღამება შემოქმედთა საბოლოო ადგილის სიმბოლოა.

*** მთაწმინდაზე წმინდანი ადამიანები განისვენებენ და ტკბებიან მთაწმინდის ღამით, ზემოდან გადასცქერიან თავის ქვეყანას.

*** ვიცით, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილს სულიერად შემოუღამდა. მას ამ დროს თანაუგრძნობს თავისი მეგობარი მთაწმინდა.

*** ღამეს ბარათაშვილის ნაწარმოებში აქვს მეგობრის სახე. როგორც ქალი მოხუც მამას ეალერსება.

*** ჰოი ბნელო ღამევ, მეჯავრები მეშენ. ამბობს ჭავჭავაძე “კაცია ადამიანში” (ფაქტის დამახინჯება).

*** რომანტიკოსისთვის სილაღე იწყება მარტოობითა და ღამით, ილია კი ებრძვის სიბნელეს, რამაც დააჩლუნგა ქართველები. *** ბარათაშვილი რომანტიზმს ეძებს ამ ლექსში და იპოვა კიდეც. ილია კი თერგდალეულია და ამბობს, როგორ შევეყრებიო. აქედან გამომდინარე, ღამის მიერ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.

*** 1959 წელს მოხდა კახეთის აჯანყება. ეს თავისებურად მნიშვნელოვანია. შაჰ-აბასმა დაიპყრო კახეთი. ცუდ მდგომარეობაშია კახეთი.

*** შეცდომაა: მთელი საუკუნის შემდეგ. საუკუნე ისედაც მთელს ნიშნავს, ამიტომ “მთელის” ხმარება მიზანშეწონილი არ არის.

*** შეცდომაა: ერთ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. უნდა იყოს _ ერთ საკითხზე ემთხვევა.

*** შეცდომაა: ერთ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. უნდა იყოს: ერთ საკითხში ემთხვევა, რადგან ერთმანეთთან თანხვედრას ნიშნავს დამთხვევა. I აბზაცში არის გამოყენებული ტავტოლოგია: მსაჯულია_სატანჯველია, ყველაზე_მკაცრი და ძალიან_უდიდესი.

*** ბავშვი საღად მოაზროვნეა, ჰუმანურია. იგი ავტორს ადანაშაულებს სიკვდილის დასჯის გამოყენების გამო, სჩანს, რომ ბავშვმა კარგად იცის ტექსტი (ლაპარაკია აკაკის “გამზრდელზე”)

*** შეცდომაა ინანიებს. უნდა იყოს ნანობს. ეხლანდელი დროის ფორმა არის ნანობს, ხოლო ინანიებს მომავალი დროის ფორმის “მოინანიებს” არასწორი გაფორმება.

d28f76d4dc8f

*** შეცდომაა: ყველაზე მკაცრი. ყველაზე აქ ზედმეტია. მკაცრი ისედაც აღნიშნავს სიმკაცრეს და აღმატება აღარ სჭირდება. *** შეცდომაა: დასაჯონ იგი. მესამე პირის ზმნაა და შესაბამისად პირის ნიშანს უნდა დაირთავდეს. “ნ” კი არცერთი პირის ნიშანი არ არის.

*** შეცდომაა: როგორიც. უნდა იყოს როგორც. აქ არის მიზეზისა და მიზნის ნაცვალსახელების აღრევა.

*** ზმნისწინის გაყოფა და მასში ასოს მოქცევა არ შეიძლება.

*** შეცდომაა: ბათუს აზრით. უნდა იყოს _ ბათუას აზრით.

*** იაკობ ცურტაველის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომ იგი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია.

*** მუცალი ალუდამ მოკვლამდე იცნო, სიზმარში ყავდა ნანახი და ამიტომ ის მისი მტერი არ იქნებოდა.

*** სიმბოლისტები ეტრფიან სამშობლოს და სწამთ სულისა და ხორცის ერთად არსებობა.

*** სიმბოლისტი არის ი. ჭავჭავაძე და მისი “გლახის ნაამბობის” ხიდჩატეხილობა.

*** სიმბოლიზმის ერთ-ერთი ნიშანია ყვავილის ტარება პიჯაკის ჯიბით.

61e3289d5710

*** სიმბოლიზმისათვის დამახასიათებელიკა რითმის გამო უცხო სიტყვების გამოყენება: მაგ., იყო შარლ ბოდლერი, კანტი, ჰეგელეი და მიკაკუნებს (ტ. ტაბიძე). ანუ ბოდლერი, კანტი და ჰეგელი უცხო სიტყვები ყოფილა

*** სიმბოლიზმი ძნელად შესაცნობია, თითქმის შეუცნობელია მისი შეცნობა.

*** სიმბოლისტებს გულზე დასობილი ჰქონდათ მიხაკები.

P.S. მოსწავლეებს აქვთ ახლა ცუდად საქმე გამწარებულები რომ დაბრუნდებიან სკოლაში :D

წყარო: tomushka.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button