უცნაური

Dynamo magician impossible

11d5923e758d

ამას წინათ ჩემებურად ინტერნეტში დავძრომიალობდი, როდესაც წავაწყდი ერთ საოცარ ილუზიონისტს სახელად “დინამოს”. ქართულ ვიდეო პორტალზე myvideo.ge -ზე მთავარ გვერდზე დაიდო ვიდეოები ილუზიონისტზე, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. თავიდან ჩვეულებრივი იულიზიონისტი მეგონა, ძველი ხრიკებით, რომლებიც ასე თუ ისე ჟარგონით რომ ვთქვათ “მეც დავამუღამე”. ჩავრთე ვიდეო და გავოგნდი. იგი აკეთებდა ისეთ ფოკუსებს, რომლებიც თვალითაც არ მენახა.

იგი ამ ყველაფერს ღიად და პირნათლად აკეთებდა. ხოდა აი გადავწყვიტე რომ მთელი ერთი პოსტი მისთვის მიმეძღვნა. მის ბიოგრაფიას ვერსად მივაგენი, მაგრამ ვნახე უამრავი ვიდეო მასზე, რომლებსაც ქვევით წარმოგიდგენთ.

P.S. რეაქციები შეგიძლიათ კომენტარებში ასახოთ

მსგავსი ამბები

Back to top button