საინტერესო სპირალი ნორვეგიის თავზე!
იდუმალმა გიგანტურმა სპირალმა ნორვეგიაში, რომელსაც შიგნით ცისფერი ნათება ჰქონდა და გამოჩნდა ნორვეგიის თავზე 2009 წლის 9 დეკემბერს, გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა იმ ნორვეგიელებს შორის, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ მოვლენას.
ათასობით მოქალაქემ დარეკა მეტეოსადგურში კითხვით: ,,რა მოვლენას აკვირდებოდნენ ისინი?” მოწმეები ამბობენ, რომ მოვლენა გავდა თეთრ სპირალს, რომელსაც შიგნით ცისფერი ნათება ჰქონდა. ეს ნათება ჩანდა არა მარტო ნორვეგიაში, არამედ თითქმის ყველა სკანდინავიურ ქვეყანაში 2 წუთის განმავლობაში და მისი ხილვა მოასწრო 5 მილიონამდე ადამიანმა.
ამ მოვლენამ ექსპერტები ძალიან გააკვირვა. ისინი ფიქრობენ, რომ ადგილი აქვს ახალ ასტრალურ მოვლენას დედამიწაზე.
ესეც ვიდეო!
ამ ნათების შესახებ წარმოიშვა მრავალი თეორია: ,,რუსული რაკეტის სტარტი, უჩვეულო პოლარული ნათება, მეტეორი, მინი შავი ხვრელი და ასევე უცხოპლანეტელების აქტივობა.”
P.S. მე ჩემის მხრივ მინდა დავამატო, რომ თუ რუსების რაკეტებს ასეთი სტარტი აქვთ, დაგვერხა :D