არქივი

სახალისო გამოცანები (ნაწ.2)

a14c22049ae3

ეს უფრო რთული კითხვები. ტვინიკოსები სრულიადში

1) მამა და ქალიშვილი:

მამამ დაურეკა თავის ქალიშვილს, რომ მივლინებაში მიდიოდა და რამდენიმე ნივთი იყო საყიდელი. ფული იდო კონვერტში და საწერი მაგიდის უჯრაში ინახებოდა. მამამ ისიც შეატყობინა, რომ ფულის რაოდენობა კონვერტზე ეწერა. ქალიშვილმა აიღო კონვერტი და დაინახა, რომ მასზე ეწერა 98, კონვერტი გადააგდო, ფული კი დაუთვლელად წაიღო მაღაზიაში. ნავაჭრმა შეადგინა 90 ლარი. ქალიშვილი ფიქრობდა, რომ დარჩებოდა 8 ლარი, მაგრამ მოხდა პირიქით, დააკლდა 4 ლარი.

რამ გამოიწვია ასეთი გაუგებრობა?

2) კატა და თაგვი:

წვიმის დროს კატა ზის ოთახში ან სარდაფში. თუ კატა ოთახშია, თაგვი ზის სოროში, ხოლო ყველი დევს მაცივარში. თუ ყველი დევს მაგიდაზე და კატა სარდაფშია, მაშინ თაგვი ოთახშია. ახლა წვიმს და ყველი დევს მაგიდაზე. სად არიან კატა და თაგვი?

3) მკაცრი დარაჯი:

ხეხილის ბაღს ძალზე მკაცრი დარაჯი ჰყავდა. იგი არავის აძლევდა ბაღში ხილის დაკრეფის უფლებას. მისთვის რაც უნდა გეკითხათ, ყველაფერზე ერთი პასუხი ჰქონდა: „არა“.

– რა გქვიათ?

– არა!

– რა გვარი ხართ?

– არა!

– შეიძლება ბაღში შემოვიდე?

– არა!

– თქვენს უფროსს დამალაპარაკეთ!

– არა!

– ერთი ვაშლი მაინც მომაწყვეტინეთ.

– არა!

რა კითხვა უნდა დავუსვათ დარაჯს, რომ შესაძლებელი გახდეს ბაღში ხილის დაკრეფა?

პასუხებზე თვალი არ წაგიცდეთ ;) :D პასუხები შეგიძლიათ იხილოთ აქ

წყარო: children.wanex.net

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button