არქივი

სუნ ძის “ომის ხელოვნება”

b3633bc8c690

სუნ ძი ისწავლება მოსფლიოს ყველა სამხედრო სასწავლებელში. მისი სახელგანთქმული წიგნი “ომის ხელოვნება”, კარლ ფონ კლაუზევიცის წიგნთან “ომის შესახებ” ერთად ყველაზე სრულყოფილ სამხედრო სახელმძღვანელოდ ითვლება.

ჩინელი ავტორი, სამხედრო სტრატეგი, მართალია ქრისტეს შობამდე ცხოვრობდა, მაგრამ მისი იდეები ომის წარმოების შესახებ მაინც ითვლება უნიკალურად და მას სათანადო ყურადღებას უთმობენ, თუნდაც ისეთ სასწავლებელში, როგორიც “ვეს პოინტის” სამხედრო სასწავლებელია. წიგნი დაიწერა ძვ.წ. VI საუკუნეში და შედგება 13 თავისაგან.

….
“არის ხუთი ფაქტორი, რომლთაგან შეიძლება გამარჯვების შეცნობა:
1. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის – არა.
2. გაიმარჯვებს ის, ვისაც ესმის, როგორ გამოიყენოს მეომართა დიდი და მცირე რაოდენობა.
3. გაიმარჯვებს ის, ვის უმაღლეს მეთაურობასა და რიგით მეომრებსაც მსგავსი სურვილები ამოძრავებს.
4. გაიმარჯვებს ის, ვინც გამზადებული გაუმზადებელს დაელოდება.
5. გაიმარჯვებს ის, ვისი სარდალიც ნიჭიერია და არ იზღუდება მმართველის ნებით.
ეს ხუთი ფაქტორი არის გზა (დაო) გამარჯვების შესაცნობად”.

აქვე გთავაზობთ ციტატებს წიგნიდან “ომის ხელოვნება”.

“ბევრის მართვა იგივეა, რაც ცოტას მართვა- საქმე ორგანიზებაშია.”

“თუ იცნობ შენ თავს და მტერსაც, მაშინ გაიმარჯვებ,
თუ იცნობ შენ თავს და არ იცნობ მტერს, მაშინ გექნება გამარჯვებებიც და დამარცხებებიც,
თუ არ იცნობ შენ თავს და არ იცნობ მტერს, მაშინ მუდამ დამარცხებული იქნები”

“ომს უყვარს გამარჯვება, მაგრამ არ უყვარს გაჭიანურება.”

“არის ქალაქები რომლებსაც არ ლაშქრავენ”

“არის გზები რომლებითაც არ დადიან”

“ასჯერ შეტაკება და ასჯერ გამარჯვება ეს არაა საუკეთესო, საუკეთესოა უცხო არმიის ბრძოლის გარეშე დამორჩილება.”

“ომი მოტყუების გზაა. თუ რაიმე შეგიძლია, აჩვენე მეტოქეს რომ არ შეგიძლია; თუ სარგებლობ რამით, აჩვენე რომ ამით არ სარგებლობ; ახლოსაც რომ იყო, აჩვენე რომ შორს ხარ; შორსაც რომ იყო, აჩვენე რომ ახლოს ხარ.”

“თუ გაიგე, რომ შენთან მეტოქის ჯაშუშია და გითვალთვალებს, აუცილებლად მოთაფლე, შენთან ახლოს გყავდეს.”

“როდესაც ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეშია, მათ არაფრის არ ეშინიათ; როდესაც მათ არ აქვთ გამოსავალი, ისინი მაგრად არიან; როდესაც ისინი მტრის მიწაზე შედიან, მათ არაფერი არ აკავებთ; როდესაც ვერაფერს ვერ იზამენ, ისინი იბრძვიან.”

“საუკეთესო ომია – მტრის ჩანაფიქრის ჩაშლა; შემდეგ ადგილზეა – მისი კავშირების დარღვევა; შემდეგ ადგილზეა – მისი ჯარის დამარცხება; ყველაზე ცუდია, ციხეების ალყა.”

“ჯერ ქალწულივით იყავი და მეტოქე კარს გააღებს, შემდეგ კი გაქცეული კურდღელივით და იგი ვერ მოასწრებს თავდაცვას.”

“ბრძოლაში მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა არ იძლევა უპირატესობას. არ ღირს შეტევა მხოლოდ შიშველ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით.”

მსგავსი ამბები

Back to top button