არქივი

ხელოვნური ბრილიანტები და ბრილიანტის იმიტაციები

diamond

ალმასი-იგივე ნახშირბადი(ქიმიური ფორუმლა c)  ყველაზე მკვრივი ნივთიერებაა დედამიწაზე და მისი სიმკვრივე სპეციალური მოჰსის  შკალის მიხედვით 10-ს უტოლდება. მას ახასიათებს სიმკვრივესთან ერთად გასაოცარი ბრწყინვალება.

საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ შეექმათ მისი იმიტაციაბი-ანუ თვლები რომლებსაც იგივე ვიზუალური ბრწყინვალება ექნებოდა როგორიცაა ბრილიანტი.  თავდაპირველად, ჯერ კიდევ ჩვენც წელთაღრიცხვამდე ადამიანებმა დაიწყეს ბუნებრივი მინის, მთის ბროლის და სხვა გამჭვირვალე უფერული ქვების დაწახნაგება ბრილიანტის ფორმით.

1. საუკუნეების განმავლობაში ერთერთ საუკეთესო ბრილიანტის იმიტაციად ითვლებოდა თეთრი საფირი

თეთრი საფირი:

tetri safiri

თუმცა ეს უკანასკნელი ძალზედ ჩამოუვარდებოდა ბრილიანტს როგორც სიმკვრივით ისე ბრწყინვალებით. პროფესიონალი იუველირი კი ძალზედ მარტივად გაარჩევს მას ბრილიანტისაგან. ეს ბრილიანტის იმიტაცია დღესაც გამოიყენება იუველირულ სფეროში თუმცა არცთუ ძვირათღირებულია მისი გამოყენებით დამზადებული სამკაულები.

2.მეორე ასეთივე გავრცელებული იმიტაციაა კუბიკური ცირკონი, იგივე მეტალი ცირკონიუმის ოქსიდი. ცირკონი მეტალია მისი დაჟანგვისას კი მიიღება ბრილიანტის იმიტაცია კუბური ცირკონი. ხშირად კუბურ ცირკონს უბრალოდ ცირკონს ანდაც ფიანიტს  უწოდებენ. ეს უკანასკნელი ბევრად უკეთესი ხარისხისაა ვიდრე საფირონი თუმცა ისეც ჩამოუვარდება ბრილიანტს სიმკვრივითაც და სიბრწყინვალითაც, თუმცა ფერთა დაშლის ინდექსი ცირკონს მეტი აქვს ვიდრე ბრილიანტს ანუ იგი უფრო მრავალფერად ბრწყინავს ვიდრე ბრილიანტი. ამას სურათზეც შეამჩნევთ.

კუბიკური ცირკონი:

cubic zircona

3. სვაროვსკი ბრილიანტები-სვაროვსკის ბროლი

სვაროვსკის ბროლი ქიმიური შემადგენლობით ბროლია რომელსაც დამზადების სპეციალური მეთოდიკა აქვს და შედეგად მიიღება ბრჭყვიალა თვლები. თუმა ამ თვლებს ბრწიყნვალების გარდა არაფერი კავშირი არ აქვს ბრილიანტთან. ის უბრალოდ ბრჭყვიალა შუშაა რომელიც საკმაოდ იაფფასიანია და გავრცელებულია მსოფლიოში ბიჟუტერიის დასამზადებლად კაბებისა და თქვენ წამოიდგინეთ სან.ტექნიკის მოსართავადაც კი.  ამიტომ ტერმინი “სვაროვსკის ბრილიანტი” გადაჭარბებული ნათქვამია მითუმეტეს რომ მას საკმაოდ დაბალი სიმკვრივე აქვს-ადვილად იკაწრება და ტყდება მოჰსის შკალიით მისი სიმკვრივე დაახლოებით 5-6-ია.

სვაროვსკის  აბაზანის ატრიბუტი :D

swarovski

4. დღესდღეისობით არსებული საუკეთესო იმიტაცია მუასანიტია.იგი აღმოაჩინა ფრანგმა მეცნიერმა მუასონმა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში. იგი წარმოადგენს ნახშირბადისა და სილიციუმის (მინის შემადგენელი ელემენტის) ნაერთს სედეგად მიიღეს ზემკვრივი ნახევრად მინა ნახევრად ალმასი. მას ახასიათებს საოცარი ბრწყინვალება, სინათლის დაშლის ინდექსი მაღალი სიმკვრივე. თუმცა მისი სიმკვრივე ცოტათი მაინც ჩამოუვარდება ნამდვილ ალმასს. მაგრამ ამისდამიუხედავად უფრო ბრწყინვალეა ვიდრე ბრილიანტი. თუ ბრილიანტის ბრწყინვალების ინდექსი 0.044-ია მუასანიტს ეს მონაცემი 0.104 აქვს, თანაც იგი უფრო მეტად შლის შუქს ანუ უფრო ფერადად ელვარეა. პროფესიონალი იუველირები კი მას ბრილიანტისაგან სწორედ იმითი ასხვავებენ რომ იგი უფრო ბრწყინვალეა ვიდრე ნამდვილი ბრილიანტი რადგან ამ უკანასკნელს  უფრო მოკრძალებული ბრწყინვალება აქვს.

მუასანიტი:
moissanite
მარცხნივ თქვენ ხედათ მუასანიტს მარჯვნივ კი ნამდვილ ბრილიანტს.
ალბათ შეამჩნევთ განსხვავებას.
difference

მუასანიტი საკმაოდ ძვირია და მისი 1 კარატიანი თვლის  ღირებულება დაახლოებით 350 დოლარია, თუმცა იგივე ზომის ბრილიანტი 10 000 დოლარიც შეიზლება ღირდეს.

5. და ბოლოს ნამდვილი ბრილიანტის ნამდვილი რეპროდუქცია-ხელოვნეურად გამოყვანილი ბრილიანტი, რომელიც ქიმიურად და ფიზიკურად იდენტურია ბრილიანტისა. აქვს იგივე სიმკვრივე, ბრწყინვალება, და სხვა მასხასიათებლები რაც პრაქტიკულად გაურცევად ხდის მას ნამდვილი ბრილიანტისაგან. ყველაზე ძლიერი იუველირებსაც კი უჭირთ ხელოვნური და ნამდვილი ბრილიანტის გარჩევა თანამედროვე ტექნიკის დახმარებითაც კი. დღესდღეისობით ვერ ამზადებენ ძალიან დიდი ზომის ხელოვნურ ბრილიანტს თუმცა მისი ზომა ერთ კარატსაც აღწევს და საკმაოდ მასიურად მზადდება. ღირებულებით იგი ძვირია და ზოგჯერ 4000 დოლარიც ღირს. თუმცა ხელოვნურ ბრილიანტებს ხშირად ასაღებენ როგორც ნამდვილს თუმცა ვერავინ შეიტყობს რომ იგი არაა ბუნებრივად მოპოვებული. მეორესმხრივ განსხვავება ხელოვნურ და ნამდვილ ბრილიანტს შორის მხოლოდ მათი მოპოვებისა და დამზადების ხერხებია

ხელოვნური ბრილიანტი:

synthetic

ვიდეოში კი თქვენ იხილავთ ხელოვნური ბრილიანტის დამზადების ხერხს ცნობილი დისქავერის გადაცემიდან  “how it’s made”

პ.ს. ჩემი პირველი პოსტია და იმედია ვინმე მაინც წაიკითხავს :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button