არქივი

ჭყონდიდის ეპარქია, მარტვილი

9c0487147229

მარტვილის სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი  იმერეთ-სამეგრელო მოსჩანს, ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა

უხსოვარ დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ.

პირველ საუკუნეში ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა მოაქცია მეგრელები, რომელთაც მოჭრეს ეს მძლავრი ბომონი, წარმართი ქურუმები განდევნეს, და მუხის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია ააგეს.

9a9cdb6c4bb8

გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი – ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს – მოჭრილ მუხის ფესვებს დაფუძნა.

მარტვილ-ჭყონდიდის მანასტერი მე-10 საუკენეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდად. მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩბი – ჰიმნოგრაფი.

843c24934c7b

მარტვილის მონასტერი ძლიერი საგანმანათლებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. “ქართლის ცხოვრების” ცნობით ბაგრატ მე-4 მარტვილის მონასტერშია დამარხული.

7ddcb0edcda8

მარტვილი არა მარტო სამეგრელოს საგანმანათლებლო ცენტრი იყო, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოსი. მონასტერში იყო კრიპტერია – გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.

34c427e01073

a1a593e312de

b1e3e353fea6

86f601da77b5

9bdb2ed222c4

d103b703aad3

0a81570f7672

a1a593e312de

7269a48756fa

667a7f091517

9de1feeec1b2

679addf3e044

ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ
კეთილი სურვილებით ავტორი :))))

ეს ჩემი პირველი პოსტია და გადავწყვიტე საკუთარი თავი ჩემი კუთხის ჩემივე გადაღებული ფოტოებით  გაგაცნოთ :)

FaCe-CoNtRoL

პატრიოტი :)
Back to top button