კულტურა

იმპერიალისტური კონფლიქტები: აშშ (ნაწილი I)

76b5acf01451

XIX ს-ის უკანასკნელი ათწლეულები წარმოადგენდა საერთაშორისო ასპარეზზე ახალი იმპერიალიზმის გამოჩენის პერიოდს, რომლის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლენა იყო დიდ ევროპულ სახელმწიფოებში ზღვისგადაღმა მიწების დაპყრობისადმი მზარდი ინტერესის აღორძინება.

ამას ხელს უწყობდა ფაქტორების მთელი რიგი კომპლექსი: სამრეწველო რევოლუციის შემდგომი წარმატებები, ახალი ბაზრების ათვისება და თავისუფალი ვაჭრობის გაფართოება, კაპიტალის ექსპორტი, ახალი სამხედრო ტექნოლოგირბის განვითარება და ა.შ. დიდ სახელმწიფოთა ფართომასშტაბიანმა საქმიანობამ არსებული კოლონიური იმპერიების განსამტკიცებლად და ახლის შესაქმნელად ძლიერი დაღი დაასვა იმდროინდელ საერთაშორისო ურთიერთობებს.

კოლონიურ ქვეყნებს შორის წამყვანი პოზიციები კვლავ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეკავათ. XIX ს. მიწურულში ბრიტანეთის კოლონიური ექსპანსიის ძირითად სფეროს წარმოადგენდა აფრიკა და წყნარი ოკეანის აუზი. მეტად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1869 წელს სუეცის არხის გახსნამ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპიდან გზა ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისაკენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ისარგებლა რა იმ სიძნელეებით, რომელსაც ეგვიპტის მთავრობა გადააწყდა, შეისყიდა “სუეცის არხის კომპანიაში” მისი წილი აქციებისა და 1882 წლიდან ეგვიპტის ტერიტორიაზე სამხედრო ოკუპაციის რეჟიმი დაამყარა. ამან მნიშვნელოვნად გააადვილა კონტაქტები მის ყველაზე დიდ კოლონიასთან-ინდოეთთან. 80-იან წლებში ინგლისმა, ჩაიგდო რა ხელთ მდინარეების ლიმპოპოსა და ზამბეზის აუზები, აქ შექმნა კოლონიები ჩრდილოეთი და სამხრეთ როდეზია. იმავე პერიოდში ინგლისელებმა ხელთ იგდეს თანამედროვე უგანდის, კენიის, ნიგერიის ტერიტორიები და სომალის ნაწილი. 1898 წ. დამთავრდა სუდანის დაპყრობა.

fda9de9edfad

XIX ს. მიწურული აღინიშნა მსოფლიო ავანსცენაზე აშშ როგორც დიდი სახელმწიფოს გამოსვლითაც, რომელსაც შეეძლო თანასწორი კონკურენცია გაეწია ევროპის დიდი ქვეყნებისათვის. ამ ქვეყნის მმართველი წრეების ექსპანსიონისტური მისწრაფებები განსაკუთრებით გამომჟღავნდა საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, წყნარი ოკეანის აუზისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართ. აღმოსავლეთ აზიაში და უწინარეს ყოვლისა ჩინეთში ეკონომიკური ექსპანსიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად იქცა ღია კარების დოქტრინა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, მიცემოდა რეგიონში ვაჭრობის თანაბარი უფლებები. XIX ს. 80-იან წლებში მათ დაიმორჩილეს ჰავაის კუნძულები, რომელსაც მეტად მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობა ეკავა ამერიკიდან აზიაში მიმავალ საზღვაო გზების გადაკვეთაზე. 1887 წ. ამერიკელებმა ჰავაიის კუნძულებზე ააშენეს პერლ-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც წყნარი ოკეანის აუზში აშშ სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფორპოსტად იქცა.

აშშ-ს სურდა მძლავრი დარტყმა მიეყენებინა იმ დროისათვის დასუსტებული ესპანეთის იმპერიისათვის და საბოლოოდ დაემკვიდრებინა თავისი ბატონობა ლათინურ ამერიკაში. აშშ პრეტენზიების მთავარ ობიექტებად იქცნენ კუბა და ფილიპინები, რომლებსაც სტრატეგიულად მოხერხებული ადგილები ეკავათ კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში. თავისი მიზნების რეალიზაციისათვის აშშ მმართველმა წრეებმა გამოიყენეს კუბელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა ესპანელთა კოლონიური უღლისაგან განთავისუფლებისათვის. ესპანელებისათვის ომის გამოცხადების უშუალო საბაბად იქცა ჰავანის რეიდზე მყოფი ამერიკული ხომალდის “მენის” აფეთქება 1898 წლის 14 თებერვალს. საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობდა როგორც ატლანტიკის ისე წყნარ ოკეანეში.

1 მაისს მანილის ბუხტაში, ფილიპინებზე, შედგა საზღვაო ბრძოლა კომანდორ დ. დიუის ესკადრასა და ესპანეთის ფლოტილიას შორის, რომელსაც ადმირალი პ. მონტეხო ხელმძღვანელობდა. მოძველებული ესპანური ხომალდების სრულად განადგურების შემდეგ ამერიკის ჯარები წინააღმდეგობის გარეშე გადასხდნენ ფილიპინებზე. 13 აგვისტოს მანილას ესპანური გარნიზონი დანებდა. ესპანეთის ფლოტის ძირითადი ძალები დაბანაკებული იყო კუბასთან. ამერიკელებმა თავი აარიდეს პირდაპირ საზღვაო ბრძოლას და კუბაზე სამი დივიზიისაგან შემდგარი კორპუსი გადასხეს. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ორ პატარა ქალაქთან _ სან-ხუანთან და ელ-კანისთან. მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, აშშ ჯარებმა გენერალ-მაიორის უ. შეფტერის სარდლობით დაამარცხეს ესპანელები და ალყა შემოარტყეს დიდ გამაგრებულ სიმაგრეს სანტიაგოს.

სანტიაგოს რეიდზე ესპანელთათვის წარუმატებელი საზღვაო ბრძოლის შემდეგ ამ სიმაგრის გარნიზონი დანებდა. კამპანიის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა 25 ივლისს პუერტო-რიკოზე აშშ ჯარების გადასხმამ. 12 აგვისტოს ხელი მოეწერა წინასწარ საზავო შეთანხმებას, ხოლო 1898 წ. 10 დეკემბერს საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც აშშ-მა ხელთ იგდო ფილიპინები (რისთვისაც ვაშინგტონმა ესპანეთს 20 მლნ დოლარი გადაუხადა), პუერტო-რიკოს კუნძულები ანტილიის არქიპელაგში და კუნძული გუამი წყნარ ოკეანეში.

ჰავაის კუნძულების ხელში ჩაგდებამ, რაც ადრე მოხდა და ახლა კი ფილიპინების ხელთგდებამ, აშშ-ს მისცა უმნიშვნელოვანესი პლაცდარმები სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით ექსპანსიისათვის. კუბა კი, რომლის ოკუპირებაც ამერიკის ჯარებმა მოახდინეს, მართალია, ესპანეთისაგან დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა, მაგრამ ფაქტობრივად იგი აშშ-ს ემორჩილებოდა. ამან, თავის მხრივ, სტიმული მისცა აშშ აქტივიზაციის გაძლიერებას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და იქ საკუთარი პოზიციების განმტკიცებას. მალე აშშ ჯარები შეიჭრნენ ნიკარაგუასა და ჰაიტზე, რომელთაც თავს მოახვიეს არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებები, რითაც ფაქტობრივად თავის კონტროლს დაუმორჩილეს ამ ქვეყნების ბუნებრივი სიმდიდრეები. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მიმართ თავისი ზრახვების შესახებ სრულიად გულახდილად განაცხადა აშშ პრეზიდენტმა თ. რუზველტმა 1904 წ. კონგრესისადმი თავის მიმართვაში: “დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ, შესაძლებელია, იძულებული გახდეს და საკუთარ თავზე აიღოს საერთაშორისო პოლიციური ძალების როლი.”
ამ პერიოდში მკვეთრად დაისვა ატლანტიკიდან წყნარ ოკეანეში გამავალი უმოკლესი და იმავე დროს ოპტიმალური გზის საკითხი. აშშ მმართველმა წრეებმა, სამრეწველო და ფინანსურმა მაგნატებმა თვალი დაადგეს პანამის ყელს, რომელიც აერთიანებდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მატერიკებს და წარმოადგენდა ხმელეთის ყველაზე ვიწრო ადგილს ორ ოკეანეს შორის. წარმოიშვა იდეა არხის გაყვანის პანამის ყელზე, რომელიც იმხანად კოლუმბიას ეკუთვნოდა. შეათანხმა რა ეს საკითხი ინგლისთან და საფრანგეთთან, აშშ ხელმძღვანელობამ შესთავაზა კოლუმბიას მათთვის არხის გათხრის უფლების მიცემა და მისი ექსპლოატაცია მომდევნო ასი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც 1903 წლის აგვისტოში კოლუმბიის სენატმა უარყო ხელშეკრულების წარმოდგენილი პროექტი, ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს პანამელ სეპარატისტებს, რომლებიც კოლუმბიისაგან გამოყოფას მოითხოვდნენ. დამოუკიდებელი პანამის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა 1903 წლის 3 ნოემბერს. იმავე თვეს აშშ-მა ახლადშექმნილი რესპუბლიკის მთავრობას თავს მოახვია კოლუმბიელების მიერ უარყოფილი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამჯერად აშშ-მა თითქმის მუქთად (10 მლნ დოლარი ერთდროული გადახდა და 250 ათასი დოლარი ყოველწლიური საიჯარო გადასახადი) მიიღო 10 მილის სიგანის ზონა “სუვერენის უფლებით.” 1914 წელს აქ დამთავრდა არხის მშენებლობა თუმცა მისი ექსპლოატაციაში გაშვება უკვე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა.

აშშ-ს სურდა მძლავრი დარტყმა მიეყენებინა იმ დროისათვის დასუსტებული ესპანეთის იმპერიისათვის და საბოლოოდ დაემკვიდრებინა თავისი ბატონობა ლათინურ ამერიკაში. აშშ პრეტენზიების მთავარ ობიექტებად იქცნენ კუბა და ფილიპინები, რომლებსაც სტრატეგიულად მოხერხებული ადგილები ეკავათ კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში. თავისი მიზნების რეალიზაციისათვის აშშ მმართველმა წრეებმა გამოიყენეს კუბელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა ესპანელთა კოლონიური უღლისაგან განთავისუფლებისათვის. ესპანელებისათვის ომის გამოცხადების უშუალო საბაბად იქცა ჰავანის რეიდზე მყოფი ამერიკული ხომალდის “მენის” აფეთქება 1898 წლის 14 თებერვალს. საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობდა როგორც ატლანტიკის ისე წყნარ ოკეანეში. 1 მაისს მანილის ბუხტაში, ფილიპინებზე, შედგა საზღვაო ბრძოლა კომანდორ დ. დიუის ესკადრასა და ესპანეთის ფლოტილიას შორის, რომელსაც ადმირალი პ. მონტეხო ხელმძღვანელობდა.

მოძველებული ესპანური ხომალდების სრულად განადგურების შემდეგ ამერიკის ჯარები წინააღმდეგობის გარეშე გადასხდნენ ფილიპინებზე. 13 აგვისტოს მანილას ესპანური გარნიზონი დანებდა. ესპანეთის ფლოტის ძირითადი ძალები დაბანაკებული იყო კუბასთან. ამერიკელებმა თავი აარიდეს პირდაპირ საზღვაო ბრძოლას და კუბაზე სამი დივიზიისაგან შემდგარი კორპუსი გადასხეს. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ორ პატარა ქალაქთან _ სან-ხუანთან და ელ-კანისთან. მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, აშშ ჯარებმა გენერალ-მაიორის უ. შეფტერის სარდლობით დაამარცხეს ესპანელები და ალყა შემოარტყეს დიდ გამაგრებულ სიმაგრეს სანტიაგოს. სანტიაგოს რეიდზე ესპანელთათვის წარუმატებელი საზღვაო ბრძოლის შემდეგ ამ სიმაგრის გარნიზონი დანებდა. კამპანიის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა 25 ივლისს პუერტო-რიკოზე აშშ ჯარების გადასხმამ. 12 აგვისტოს ხელი მოეწერა წინასწარ საზავო შეთანხმებას, ხოლო 1898 წ. 10 დეკემბერს საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც აშშ-მა ხელთ იგდო ფილიპინები (რისთვისაც ვაშინგტონმა ესპანეთს 20 მლნ დოლარი გადაუხადა), პუერტო-რიკოს კუნძულები ანტილიის არქიპელაგში და კუნძული გუამი წყნარ ოკეანეში.ჰავაის კუნძულების ხელში ჩაგდებამ, რაც ადრე მოხდა და ახლა კი ფილიპინების ხელთგდებამ, აშშ-ს მისცა უმნიშვნელოვანესი პლაცდარმები სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით ექსპანსიისათვის.

კუბა კი, რომლის ოკუპირებაც ამერიკის ჯარებმა მოახდინეს, მართალია, ესპანეთისაგან დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა, მაგრამ ფაქტობრივად იგი აშშ-ს ემორჩილებოდა. ამან, თავის მხრივ, სტიმული მისცა აშშ აქტივიზაციის გაძლიერებას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და იქ საკუთარი პოზიციების განმტკიცებას. მალე აშშ ჯარები შეიჭრნენ ნიკარაგუასა და ჰაიტზე, რომელთაც თავს მოახვიეს არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებები, რითაც ფაქტობრივად თავის კონტროლს დაუმორჩილეს ამ ქვეყნების ბუნებრივი სიმდიდრეები. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მიმართ თავისი ზრახვების შესახებ სრულიად გულახდილად განაცხადა აშშ პრეზიდენტმა თ. რუზველტმა 1904 წ. კონგრესისადმი თავის მიმართვაში: “დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ, შესაძლებელია, იძულებული გახდეს და საკუთარ თავზე აიღოს საერთაშორისო პოლიციური ძალების როლი.” 

ამ პერიოდში მკვეთრად დაისვა ატლანტიკიდან წყნარ ოკეანეში გამავალი უმოკლესი და იმავე დროს ოპტიმალური გზის საკითხი. აშშ მმართველმა წრეებმა, სამრეწველო და ფინანსურმა მაგნატებმა თვალი დაადგეს პანამის ყელს, რომელიც აერთიანებდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მატერიკებს და წარმოადგენდა ხმელეთის ყველაზე ვიწრო ადგილს ორ ოკეანეს შორის. წარმოიშვა იდეა არხის გაყვანის პანამის ყელზე, რომელიც იმხანად კოლუმბიას ეკუთვნოდა. შეათანხმა რა ეს საკითხი ინგლისთან და საფრანგეთთან, აშშ ხელმძღვანელობამ შესთავაზა კოლუმბიას მათთვის არხის გათხრის უფლების მიცემა და მისი ექსპლოატაცია მომდევნო ასი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც 1903 წლის აგვისტოში კოლუმბიის სენატმა უარყო ხელშეკრულების წარმოდგენილი პროექტი, ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს პანამელ სეპარატისტებს, რომლებიც კოლუმბიისაგან გამოყოფას მოითხოვდნენ. დამოუკიდებელი პანამის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა 1903 წლის 3 ნოემბერს. იმავე თვეს აშშ-მა ახლადშექმნილი რესპუბლიკის მთავრობას თავს მოახვია კოლუმბიელების მიერ უარყოფილი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამჯერად აშშ-მა თითქმის მუქთად (10 მლნ დოლარი ერთდროული გადახდა და 250 ათასი დოლარი ყოველწლიური საიჯარო გადასახადი) მიიღო 10 მილის სიგანის ზონა “სუვერენის უფლებით.” 1914 წელს აქ დამთავრდა არხის მშენებლობა თუმცა მისი ექსპლოატაციაში გაშვება უკვე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა.

P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია. თუ მოგეწონებათ კიდევ გავაგრძელებ ;)

მსგავსი ამბები

Back to top button