გასართობისაკითხავისასარგებლო

სიმართლე თუ ტყუილი? [part 2]

f6ab1fcabdaa

წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ სამეცნიერო მითებს და გავარკვევთ, სიმართლეა იგი თუ ტყუილი.

ამერიკის პოპულარულმა ჟურნალმა “Live Science” ჩაატარა გამოკითხვა მკითხველებს შორის, თუ რომელი სამეცნიერო მითებია ყველაზე პოპულარული ხალხში. სიაში ძირითადად მოხვდა კურიოზული მითები, ჟურნალმა გამოკითხა მეცნიერები, მათ განაცხადეს, რომ მითების უმეტესობა საფუძველს მოკლებულია.

აი ეს მითები თავისი ახსნით:

მამაკაცები საშუალოდ, ყოველ 7 წამში ერთხელ ფიქრობენ სექსზე – ტყუილი

რათქმაუნდა, გამრავლებაზე ფიქრი – ეს ადამიანისთვის ჩვეულებრივი ბუნებრივი ინსტიქტია. მაგრამ მეცნიერულად იმის დამტკიცება, თუ რამდენად ხშირად სტუმრობს მამაკაცს ეს ფიქრი, რათქმაუნდა შეუძლებელია. ჩატარებულმა გამოკითხვებმა კი აჩვენა, რომ 7 წამი ზედმეტად გაზვიადებულია.

ადამიანის სიკვდილის შემდეგ თმები და ფრჩხილები აგრძელებენ ზრდას – ტყუილი

ადამიანის სხეულში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესი ჩერდება სიკვდილისთანავე, მათ შორის თმისა და ფრჩხილების ზრდა. ეს არასწორი შეხედულება გამოიწვია უბრალო ოპტიკურმა ილუზიამ. სიკვდილის შემდეგ ადამიანი ბევრ სითხეს კარგავს, ამის შეეგად კანი შრება და იკუმშება, ყოველივე ამის გამო ჩანს ფრჩხილები და თმა ოდნავ უფრო გრძელი.

ძაღლის ხახა უფრო სუფთაა, ვიდრე ადამიანის პირი – შედარება არ შეიძლება

ძაღლი შესაძლოა ადამიანის თვალით არაჰიგიენურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მისი ხახა უფრო სტერილურად ითვლება ვიდრე ადამიანის პირი. იმის გამო, რომ ძაღლის პირში უამრავი ბიოლოგიური სახეობის ცოცხალი ბაქტერია ცხოვრობს, ადამიანის პირისა და ძაღლის ხახის შედარება შეუძლებელია, რა თქმა უნდა ადამიანის პირი უფრო სუფთაა.

როდესაც წვიმს, სირბილის დროს უფრო ნაკლებად დასველდებით – მათემატიკური სიმართლე

ამ საკითხზე შედგენილმა განტოლებებმა და ცხრილებმა აჩვენეს, სირბილის დროს უფრო ნაკლებად სველდება ადამიანი. როდესაც წვიმის დროს მირბიხართ თქვენ “რისკავთ” საკუთარ კოსტუმს, რადგან სირბილის დროს ყველაზე მეტად სველდება ტორსის წინა ნაწილი, ხოლო სიარულის დროს თავი.

ცხოველებს შეუძლიათ ბუნებრივი კატასტროფის წინასწარმეტყველება – ტყუილი

არაა სარწმუნო მონაცემები იმის შესახებ, რომ ცხოველებს გააჩნიათ “მეექვსე გრძნობა”. მაგრამ კარგი ყნოსვა, სმენა, მხედველობა და თანდაყოლილი ინსტიქტები, რომლებიც უკეთ აქვთ განვითარებული ვიდრე ადამიანს, განაპირობებს იმას, რომ ცხოველები სწრაფად განსაზღვრავენ რისკს. ბუნებრივი კატასტროფების დროს იღუპება უამრავი ცხოველი, ასე რომ რომც ქონდეთ “მეექვსე გრძნოაბა” ამას სასიკეთო არაფერი მოაქვს მათთვის.

ჩინეთის დიდი კედელი ადამიანის ხელით შექმნილი ერთადერთი ობიექტია, რომელიც ჩანს კოსმოსიდან – ტყუილი

არსებობს ამ მოსაზრების რამდენიმე ვარიაცია, მაგრამ ყველა მცდარია. ასტრონავტებს დაბალი ორბიტიდან უამრავი ობიექტის დანახვა შეუძლიათ, მაგალითად ეგვიპტის პირამიდები, აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და სხვა მრავალი. ამასთან ერთად ჩინეთის კედლის დანახვა და იმის გარკვევა, თუ სად მდებარეობს იგი, უფრო რთულია ვიდრე სხვა მრავალი ობიექტის. მთვარიდან კი კედელი საერთოდ არ ჩანს.

წელიწადის დროების ცვლილება გამოწვეულია დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილით – ტყუილი

დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილის ცვლილება ნაკლებად ახდენს გავლენას დედამიწაზე არსებულ ტემპერატურაზე. სინამდვილეში ყოველივეზე გავლენას ახდენს დედამიწის ღერძის დახრის კუთხე მზის მიმართ, რომელიც წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებულია. ეს ყოველივე მარტივია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ნათელი.

საღეჭი რეზინის მონელებას, ადამიანის კუჭი 7 წელს ანდომებს – დიდი ტყუილი

რა თქმა უნდა, საღეჭი რეზინის მონელება ორგანულ საკვებთან შედარებით უფრო რთულია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმისთვის არაფერია შეუძლებელი. ასე რომ, საღეჭი რეზინი, ისე როგორც ყველა დანარჩენი საკვები, გადამუშავდება და გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან. სავარაუდოდ ამ მცდარი მოსაზრების ჩამოყალიბება გამოიწვიეს მკაცრმა მშობლელბმა, რომლებიც ასე აშინებდნენ შვილებს. :dasja:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close