ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო წიგნი
გაინტერესებს ყველა დროის 10 საუკეთესო წიგნი? მაშინ გააგრძელე.
10. Middlemarch
ავტორი ჯორჯ ელიოტი (ფსევდონიმი მერი ენ ევანსი). წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1871 წელს .
მოქმედება ვითარდება ინგლისის გამოგონებულ პროვინციაში.
9. The Stories of Anton Chekhov
წიგნის ავტორია ანტონ ჩეხოვი, რუსი მწერალი და დრამატურგი, დაიბადა ტაგანროგში სამხრეთ რუსეთში
1860 წლის 29 იანვარს. წიგნში მოთხრობილი აქვს საკუთარი ისტორიები. კრიტიკოსები აღიარებენ, რომ მას აქვს საკმაოდ ორიგინალური წერის მანერა.
8. In Search of Lost Time
ამ წიგნის ავტორია მარსელ პრუსტი . წიგნის დასაწყისი მეტად მომაბეზრებელია, მაგრამ თუ ბოლომდე წაიკითხავთ მიხვდებით რასთან გაქვთ საქმე.
7. The Great Gatsby
ავტორი სკოტ ფიტსგერალდი. ეს წიგნი ერთ-ერთი საყვარელი და საუკეთესო მაგალითია სკოტის შემოქმედებიდან.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია წასაკითხად.
6. Hamlet
ავტორი უილიამ შექსპირი. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ ჩამონათვალში შექსპირიც შევიდა. პირადად მე არ მივიჩნევ შექსპირის საუკეთესო ნამუშევრად “ჰამლეტს” , მაგრამ ვინ ვარ მე როცა ეს წიგნი 125 მა საუკეთესო კრიტიკოსმა აღიარა.
5. The Adventures of Huckleberry Finn
ავტორი მარკ ტვენი. გაიცანით ეს ჩემი საყვარელი წიგნია :D ეს წიგნი “ტომ სოიერის” გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ჰეკლბერი (ჰეკი) ტომის საუკეთესო მეგობარია , მოქმედება ვითარდება ახალ ორლეანში სადაც ისინი 12 000 დოლარს იპოვნიან.
4. Lolita
ავტორი ვლადიმერ ნაბაკოვი. ლოლიტა პირველად დაიწერა ინგლისში და დაიბეჭდა პარიზში 1955 წელს. მისი ინოვაციური სტილისა და სამარცხვინო სათაურის შესახებ იგი მთელ მსოფლიოშია განთქმული
3. War and Peace
ავტორი ლევ ტოლსტოი. წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს რუსეთში . მასჭი აღწერილია რუსეთის ყოფა ნაპოლეონის დროს.
2. Madame Bovary
წიგნის ავტორია გუსტავ ფლაუბერტი. თავიდან მისი გამოცემა აკრძალულიც კი იყო, შემდეგ სასამართლოს მეშვეობით ისევ დაიშვა.
1. Anna Karenina
ავტორი ლევ ტოლსტოი. ტოლსტოის შემოქმედებიდან საუკეთესო ნამუშევარი – ასე აფასებენ კრიტიკოსები ამ წიგნს.
ეს ერთგვარი გადახვევაა რეალისტურ და მოდერნისტურ ჟანრებს შორის. მართალია რუსი კრიტიკოსებისგან ბევრი შენიშვნა იყო , მაგრამ როდესაც წიგნი გავიდა ფართო ასპარეზზე იგი საუკეთესო წიგნად აღიარეს.
პოსტი დამზადებულია ჩემს მიერ კოპირება ისჯება გატყიპვით :dabneuli: . BY ZOE !
ერთი კითხვა მინდა დაგისვათ , წაკითხული თუ გაქვთ ლაშა ბუღაძის რომანი “ბოლო ზარი” ?