ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

სწრაფი კითხვა

სწრაფი კითხვა არის კოლექცია კითხვის მეთოდებისა, რომელიც ეხმარება ადამიანს ამა თუ იმ ტექსტის სწრაფ გათავისებაში. მთავარი მეთოდი არის ის რომ ადამიანი, რომელსაც სურს სწრაფად იკითხოს უნდა შეეცადოს სიტყვების შეცნობას ასოების სრული წაკითხვს გარეშე, ან წაიკითხოს ტექსტი უმნიშვნელო სიტყვების (მე, ის, და, აბა) გამოტოვებით. ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად კითხულობს ახერხებს 1 წუთში 100-დან 250-მდე სიტყვა წაიკითხოს, სწრაფი მკითხველი კი შეძლებს იგივე დროში 500-დან 1000-მდე სიტყვის წაკითხვას რაც დამეთანხმებით გასაოცარია. უფრო გაოცდებით თუ გეტყვით, რომ სწრაფი კითხვის მსოფლიო ჩემპიონ ანა ჯონსს შეუძლია წუთში 4700 სიტყვა წაიკითხოს.

შეიძლება იფიქროთ, რომ სწრაფ კითხვას უნდა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, მაგრამ თქვენ ცდებით, რადგან მსგავსი შედეგის მისაღწევად ხშირი ვარჯიშიც საკმარისია, ადამიანი კითხვისას ამბობს სიტყვებს რომელსაც კითხულობთ, მიუხედავად იმისა თქვენ ამ სიტყვებს გამოთქვამთ თუ არა, რადგან ეს უნებლიე პროცესია, სითყვის გამომთქმის შემდეგ კი ტვინი წარმოიდგენს სურათს და ასე ხდება ტექსტის გაანალიზება, თუ გნებავთ რომ კითხვის ტემპი ააჩქაროთ უნდა შეეწინააღმდეგოთ ამ პროცესს და პირდაპირ თვალებით წაიკითხოთ, ეს კი საკმაოდ ძნელია და ბევრი ვარჯიში ჭირდება, მაგალითად ზოგიერთ ქვეყნებში ხალხი სწრაფი კითხვის შესასწავლად სპეციალურ კურსებზე დადის, რის შემდეგაც მათი კითხვის სიჩქარე 2-3-ჯერ იზრდება. მაგალითად მსგავს კურსებს გადიოდნენ ჯონ კენედი, ჯიმი კარტერი და სხვა ცნობილი ადამიანები. ადამიანები რომლებიც იყვნენ ექსპერტები ამ დარგში ცდილობდნენ შეემუშავათ კითხვის სტრატეგია, რომელთაგან რამოდენიმეს მე წარმოგიდგენთ:

კითხვის დინამიკა. კითხვის დინამიკა არის სწრაფი კითხვის მეთოდი რომელიც შემუშავებული იქნა ეველინ ვუდის მიერ. იგი იყო ჯონ კენედის და სხვა ცნობილი ადამიანების ადვოკატი. მეთოდის მთავარი აზრი სწრაფად წაკითხული ტექსტიდან მაქსიმალური ინფორმაციის დამახსოვრებაშია. მეთოდისას კი ადამიანი უნდა იყენებდეს საჩვენებელ თითს, რომელიც უნდა გააყოლოს ტექსტს, რაც მას თვალის ფოკუსირებაში დაეხმარება.

მაქსიმუმი სიმძლავრით კითხვა. მაქსიმუმი სიმძლავრით კითხვა შეიმუშავა ჰოვარდ სთეფან ბერგმა, რომელიც გახლდათ სწრაფი კითხვისა და სწრაფი სწავლის ექსპერტი. ასევე მან მოახერხა 1990 წელს გინესის წიგნში მოხვედრა. ამ მეთოდში მოსწავლეები ცდილობდნენ ტექსტის კითხვასთან ერთად მის ზედმიწევნით დამახსოვრებას, რის გამოც ბერგი მათ არამარტო კითხვას, არამედ მახსოვრობასაც უვარჯიშებდა.
ყველაზე გასაოცარი მეთოდი კი არის ფოტოკითხვა. ფოტოკითხვის ბოლო სტადიაში ადამიანშ შეეძლება წუთში 25000 სიტყვის წაკითხვა, სამწუხაროდ ეს ჯერ ვერავინ შეძლო, რადგან ამისთვის საჭიროა არამარტო საოცარი ვიზუალური მახსოვრობა, ასევე ჩვეულებრივი ადამიანის ტვინის შესაძლებლობის ორმაგი გამოყენება.
სწრაფი კითხვისთვის შემუშავებული იქნა არაერთი კომპიუტერული პროგრამაც, რაც ეხმარება ადამიანს საკუთარი კითხვის ზუსტი სიჩქარის დასადგენად, ხოლო სიჩქარის დადგენის უფრო მარტივი ხერხია მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა, რომლის ასოების რაოდენობას გაყობთ იმ დროზე თუ რამდენ ხანში წაიკითხეთ ეს ტექსტი ხოლო ტექსტის 60-ზე გამრავლებით გაიგებთ, თუ რამდენ სიტყვას კითხულობთ 1 წუთში. სასურველი იქნება თქვენ შედეგებს თუ დააფიქსირებთ :yes: :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close