გართობაკულტურა

სტივ ჯობსი დასახელებლი იქნა ათწლეულის საუკეთესო გენერალურ დირექტორად

2b7834d144d9
სტივ ჯობსი დასახელებლი იქნა ათწლეულის საუკეთესო გენერალურ დირექტორად

ჟურნალმა fortune-მა დაასახელა სტივ ჯობსი, Apple-ს დირექტორი, ათწლეულის საუკეთესო გენერალურ დირექტორად.

გამოგიტყდებით, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. უკვე 30 წლის ასაკში (1985 წელს) მან apple-ის სხვა დამფუძნებელთან – სტივ ვოზნიაკთან ერთად მიიღო აშშ-ს ნაციონალური მედალი ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში. მისი კომპანიების – Apple-ის, NeXT-ის, Pixar-ის და ისევ Apple-ის წარმატების და წარუმატებლობის ისტორიები შესულია ყველა ბიზნეს სახელმძღვანელოში. 1985 წელს ჯაჯღანა ხასიათის მეპატრონე წავიდა Apple-დან და დაბრუნდა 1997 წელს და კომპანია, რომელიც იყო გაკოტრების პირას, ისევ გადააქცია ტექნოლოგიურ ლიდერად.

დღეს Apple-ი – კანონმდებელია პორტატული მუსიკალური დამკვრელების, სმარტფონების, ტელეფონების პროგრამების, ციფრული მუსიკისა და კინოს ინტერნეტ-მაღაზიების ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ Apple-ს არ უკავია დიდი წილი კომპიუტერების ბაზარზე და არც მიისწრაფის ამისკენ. მიუხედავად ამისა, ის ადგენს სტანდარტებს, რომლებსაც უთანაბრდება ყველა. სტივ ჯობს ჩამოუყალიბდა პერფექციონისტის მყარი რეპუტაცია, რომლისთვისაც წარმოებულ პროდუქტებში მთავარია გამოყენების სიმარტივე და კარგი გემოვნება.

1986 წელს ჯორჯ ლუკასისგან მან შეისყიდა კომპანია Pixar-ი, გადააქცია ის 3D-ანიმაციის სტუდიად და მიჰყიდა კომპანია Disney-ს. მულტფილმებმა “სათამაშოების ისტორია” და “ფლიკის თავგადასავალი” შეცვალეს ჰოლივუდის წარმოდგენა ამ ჟანრის ხელოვნებაზე. სტუდიის შვიდი ბოლო ნამუშევრიდან ოთხმა – “ნემოს ძებნაში”, “სუპეროჯახი”, “რატატუი” და “ვალლ-ი” – მიიღო ოსკარი.

კომანია Oracle-ის ხელმძღვანელმა ლარი ელისომა თქვა თავის დიდი ხნის მეგობარზე: “სხვაობა ჩემსა და სტივ ჯობსს შორის არის ის, რომ მე მინდა მივიღო საუკეთესო სამყაროსაგან და სტივისთვის ეს საკმარისი არაა”.

წყარო:komuna.ge

მსგავსი ამბები

Back to top button