გასართობისაკითხავისასარგებლო

სიმართლე თუ ტყუილი?

e546ff59e828

წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ სამეცნიერო მითებს და გავარკვევთ, სიმართლეა იგი თუ ტყუილი.

ამერიკის პოპულარულმა ჟურნალმა “Live Science” ჩაატარა გამოკითხვა მკითხველებს შორის, თუ რომელი სამეცნიერო მითებია ყველაზე პოპულარული ხალხში. სიაში ძირითადად მოხვდა კურიოზული მითები, ჟურნალმა გამოკითხა მეცნიერები, მათ განაცხადეს, რომ მითების უმეტესობა საფუძველს მოკლებულია.

აი ეს მითები თავისი ახსნით:

1. ქათამს შეუძლია იცოცხლოს თავის გარეშე – სიმართლე

მართლაც, რამდენიმე წუთი ქათამს შეუძლია “იცოცხლოს თავის მოჭრის შემდეგ, მას შეუძლია ირბინოს და შესაძლოა ფრენაც კი სცადოს. ამის მიზეზი არი ის, რომ ქათამი თავის დაკარგვის შემდეგ ინახავს ტვინის ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია რეფლექსებზე. დადასტურებული ფაქტია, რომ ერთმა ძლიერმა ინდივიდმა თავის გარეშე იცოცხლა ნახევარი წელი. ასე რომ ახლა ნათელია, რომ ქათამს სიცოცხლისთვის სულაც არ ჭირდება თავი.

2. წყლის მორევი სამხრეთ ნახევარსფეროში ბრუნავს სხვა მიმართულებით, ჩრილოეთ ნახევარსფეროში კი საპირისპირო მიმართულებით – ტყუილი

დედამიწის ბრუნვის სიხშირე არ არის საკმარისი, რათა გავლენა მოახდინოს წყლის მიმართულებაზე. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ ჩვეულებრივი ცდით, საპირფარეშოს ნიჟარაში წყლის მორევის მიმართულება და ფორმა დამოკიდებულია მხოლოდ “რელიეფის” მახასიათებლებზე, და არანაირ სხვა გლობალურ მიზეზებზე.

3. ადამიანის ტვინის მხოლოდ 10% მუშაობს – ტყუილი

უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ეს მცდარი შეხედულება ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ეს მითი მცდარია. ტვინის მაგნიტო-რეზონანსული კვლევის მონაცემები ნათლად ასახავს, რომ თავის ტვინის ქერქის დიდი ნაწილი აქტიურადაა ჩართული ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი ტვინი მუშაობს მაშინაც, როდესაც ჩვენ გვძინავს. იმის დაჯერება, რომ – მომავლის ადამიანი შეძლებს გამოიყენოს მთელი ტვინი და ცხოვრება გახდება უფრო ბედნიერი – ნამდვილად არ ღირს.

4. კოსმოსში არ არის გრავიტაცია – ტყუილი

ამ მცდარი შეხედულების ჩამოყალიბებაში, ალბათ დამნაშავეა გამოთქმები – “ნულოვანი გრავიტაცია” და “უწონობა”. გრავიტაცია არის ყველგან, გრავიტაციის ძალა თანაბრად მოქმედებს ყველა ადამიანზე. გრავიტაცია მანძილის გაზრდასთან ერთად მცირდება, მაგრამ იგი მთლიანად არასოდეს არ ქრება. სხვათაშორის არც ისაა სიმართლე, რომ კოსმოსში არის ვაკუუმი. ფაქტობრივად, ვარსკვლავთშორისი სივრცე შევსებულია იმავე სახის ატომებით და ნაწილაკებით რაც დედამიწაზე, მაგრამ მათ შორის მანძილი უფრო დიდია კოსმოსში.

5. ყაყაჩოს თესლიანი ორცხობილის ჭამა, იგივეა რაც ოპიუმის მოწევა – თითქმის სიმართლე

როგორც არ უნდა უცნაური იყოს ამ მოსაზრებაში არის საკმარისი სიმართლე. თუმცა მაკიანი ორცხობილის ჭამა ვერ მოგანიჭებთ იმ ბედნიერ წუთებს რასაც ოპიუმის მოწევის შედეგად გრძნობენ. ადამიანს ორი მაკიანი ორცხობილის ჭამის შემდეგ, თუ ავუღებთ სისხლს ნარკოლოგიურ ტესტზე პასუხი დადებითი იქნება.

6. ცათამბჯენიდან ჩამოგდებულ მონეტას, შეუძლია მოკლას ადამიანი – ტყუილი

ჩვეულებრივი მონეტა ნამდვილად არ არის იარაღი. რადგან მისი ფორმის გამო, ქარის წინააღმდეგობა არ აძლეს საშუალებას, რომ ადამიანს მიაყენოს რაიმე სერიოზული დაზიანება, თუნდაც ზომით დიდ მონეტას ავიღებთ. ასე რომ, თუ გადაწყვიტეთ რომ თქვენს არაკეთილმოსურნე პირებს გაუსწორდეთ ასეთი “ეგზოტიკური” გზით, უკეთესია გამოიყენოთ აგური.

7. ტვინის უჯრედების ზრდა უფროს ადამიანებში ჩერდება – ტყუილი

ადამიანის თავის ტვინი იზრდება და გადის ფორმირების ძირითად ეტაპებს ადრეულ ასაკში, მაგრამ უჯრედების დაყოფა არ ჩერდება არც დიდ ასაკში. კვლევებმა აჩვენა, რომ ნეირონები წარმატებით იზრდება და იცვლება სიცოცხლის ბოლომდე. ასე რომ, დაბრძენების შანსი ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს.

8. ქათმის ბულიონს შეუძლია მოარჩინოს გაციება – თითქმის სიმართლე

გაციების მკურნალობა მხოლოდ ქათმის ბულიონით რათქმაუნდა შეუძლებელია. მაგრამ მეცნიერები მხარს უჭერენ უფროსებს, რათა გაციების დროს ბავშვები აიძულონ, ჭამონ ქათმის ბულიონი. კვლევებით დამტკიცდა, რომ მასში არის ნივთიერებები, რომლებიც გამოირჩევა ანთების საწინაარმდეგო თვისებებით, და შეუძლია შეწყვიტოს დაავადების გავრცელება.

9. მთქნარება “გადამდებია” – სიმართლე

ყოველდღიურობიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანი ამთქნარებს იგი “ასნებოვნებს” გარშემომყოფებსაც. ძნელია იმის თქმა რამდენად სწორია ეს მეცნიერული თვალსაზრისით, მაგრამ ზოგიერთი ანთროპოლოგი მიიჩნევს, რომ რეფლექსი რომლითაც ვიმეორებთ მთქნარებას, ადამიანს დარჩა მაიმუნისგან. ცნობილია, რომ შიმპანზეებს ძალიან უყვართ ერთმანეთის მთქნარებაში გაჯავრება. როდესაც ვინმე ამთქნარებს, ჩვენ შეუგნებლად ვიმეორებთ ამას.

10. მეხი ერთსა და იმავე ადგილას მეორედ არასოდეს არ ვარდება – სახიფათო ტყუილი

სინამდვილეში სრულიად საპირისპიროდაა. მეხი ხშირად იმეორებს ჩამოვარდნის ადგილს. იმ ხის ქვეშ გაჩერება, რომელსაც მეხი აქვს დაცემული ნამდვილად არ ღირს. ამ მოსაზრების სიცრუეს ადასტურებს კიდევ ერთი თვალსაჩინო ფაქტი – ცათამბჯენ Empire State Building-ს წელიწადში საშუალოდ 25-ჯერ ეცემა მეხი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close