გამოგონებაგასართობი

ზაფხულის თამაშები

b4qfn
ზაფხულის სიცხე პიკს აღწევს.შუადღისას გარეთ გასვლა თვითმკველობაა.ვინც უკვე შვებულებაში ან
არდადეგებზეა,მათთვის საუკეთესო გასართობი შუადღის ხვატში შინ ჯდომა და იმ თამაშებით გართობაა,
რომლებსაც დროს ნაკლებობის გამო ჯეროვანი ყურადღება ვერ დაუთმეს. აქ წარმოგიდგენთ 2010 წლის
ორ საუკეთესო თამაშს და 2 სიქველს.მათ აქვთ ერთი საერთო თვისება, თუ რატომ უნდა ითამაშო
მაინცდამაინც შუადღისას.


Heavy Rain – Playstation 3
2005 წელს სტუდია Quantic Dream_ს უკვე შექმნილი ჰქონდა Fahreneit/Indigo Prophecy. თამაში ჰიტების სიაში
არ შესულა ,თუმცა , გემოვნებიანი მოთამაშეების ყურადღება ნამდვილად მიიქცია. რამდენიმე ხნის შემდეგ
სტუდიის დამფუძნებელმა,სცენარისტმა და რეჟისორმა დევიდ ქეიჯმა ფარენჰეიტს მოსამზადებელი ეტაპი უწოდა
მორიგი გენიალური ქმნილებისათვის.სონის ბოსები ენდნენ ქეიჯს და მომავალ თამაშზე ექსკლუზივის უფლება
იყიდე.
მოლოდინი გამართლა. უკვე ადრეული სქრინშოტებიდან და დემოებიდან  Heavy Rain წლის ყველაზე დიდ მოვლენად იქცა.
სიუჟეტისერიული მკვლელის ირგვლივ ვითარდება. Origami Killer , როგორც მას უწოდებენ , გარკვეული პერიოდულობით თავს ესხმის მსხვერპლს.
მანიაკის წინააღმდეგ ოღხი ადამიანი იბრძვის . მამა , რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი შვილი შემდეგი მსხვერპლია.
ინსომნიით დატანჯული ჟურნალისტი ქალი,ფედერალური ბიუროს აგენტი და კერძო დეტექტივი. მოთამაშეს მოუწევს , ოთხივე პერსონაჟი მართოს. შემქნელების გენიალური გადაწყვეტილებით მოთამაშე იძულებული ხდება,რიგრიგობით
შეძვრეს ოთხივე მათგანის სხეულში და ჩაიხედოს მათ წარსულში.

f1chj

Alan Wake – xBox 360
ბევრს ეგონა,რომ ალანმა სამუდამოდ დაიძინა.2001 წელს დაანონსებული თამაშის 2005 წლამდე არაფერი ისმოდა.
2005 დან აქამდე კი ძალიან ცოტა ინფორმაცია ჟონავდა ამის შესახებ. როცა გეიმერულ სამყაროში Heavy Rain_ის
ისტერია დაიწყო,მაიკროსოფტი მიხვდა,რომ xBox 360 _ისთვის სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ანალოგიური ჟანრის თამაში,რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა Heavy Rain_ს.
აი აქ ალანს კარზე მიუკაკუნეს და უთხრეს გაიღვიძეო და ალანმაც გაიღვიძა. ალანს კარზე მაქს პეინის შემქმნელებმა
მიუკაკუნეს და მასზე ცოტა წაიმუშავეს კიდეც.
ის მწერალია  და მისი თრილერები და დეტექტივები ძალიან ბევრ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებად გადაექცა. მაგრამ ალანს ხომ “ეძინა” და 2 წელი ვერაფერი დაწერა. ის მუზის საძებნად თავის ცოლთან ერთად Bright Falls_ში
მიდის.
ადგილობრივები რათქმაუნდა კარგად დახვდნენ ამ განთქმულ სტუმარს. ალანი ვერც კი ხვდება თავისი უაზრობის გამო რა შარში გაება , რადგან შეცდომით სხვა სახლის გასაღები წამოიღო ბიუროდან.
სახლში ოჯახური სკანდალი აიწევა , ალანი სახლიდან გავარდება , თან იგი დარწმუნებულია , რომ მისი ცოლი სიბნელის შიშის გამო უკან არ გაეკიდება. მაგრამ აქაც უმტყუნა ალანს გონებამ და კივილზე მიხვდება , რომ ცოლი
ტბაში ეხრჩობა. რამდენიმე საათის შემდეგ შოუ იწყება , რადგან ალანი გონებაზე მოდის.  იგი მიიწევს წინ იდუმალ
და სირთულეებით სავსე გზაზე რადგან საყვარელი ადამიანი გადაარჩინოს.
მიმომხილველები რატომღაც მიიჩნევდნენ , რომ ეპოსი ალანზე მაქს პეინისა და საილენთ ჰილის შეზავება იქნებოდა,
მაგრამ შემქმნელებმა კლიშეებს ოსტატურად ააქციეს თავი.

8ed4d


BioShock 2 – xBox 360/Playstation 3/PC
თქვენ კვლავ სიხარულით გელიან უზომოდ შეშლილი მეცნიერის , ენდრიუ რაიანის ჩაძირულ ქალაქ Rapture_ში.
ზეგამძლე მინებით დაფარული წყალქვეშა ქალაქი , ერთ დროს ადამიანებს სამოთხე ეგონათ. მაგრამ ეს ქალაქი
რევოლუციების , კორუფციისა და კლასთა შორის დაპირისპირების ველად იქცა. ენდრიუს ქალაქი და მისი იდეა
დაემხო , მაგრამ იგი ცდილობს აღიდგინოს დაკარგული გავლენა და ძალაუფლება.
ბიოპანკ ოდისეის მეორე ნაწილი შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს იმათთვის ვისაც პირველი ნაწილი არ უთამაშია,
რადგან მოთამაშეს უწევს მართოს არსება “დიდი მამიკო”. ეს “მამიკოები” იცავდნენ “პატარა დაიკოებს” მოძალადეებისგან . “დაიკოები” არიან ერთგვარი ცოცხალი ფაბრიკები , რომელთაც მკვდარიდან შეუძლიათ მოიპოვონ “ადამი” . თუ რა არის “ადამი” და ვინ არიან გენური ნარკომანები , ამის გასაგებათ ჯერ ბიოპანკის პირველი ნაწილი ითამაშეთ, შემდეგ კი სიქველს მიუსხედით , ალბათ არ მოიწყენთ.

zmd2t


Mass EffecT 2 – xBox 360/Playstation 3/PC
როგორც ამბობენ,რეი ბრედბერის რომანები ცდება ფანტასტიკისა და სამეცნიერო ჟანრის სფეროს და იგი დიდი ლიტერატულური ნაშრომების გვერდით იკავებს ადგილს. ასევე ამბობენ , რომ Mass EffecT სცდება ,უბრალოდ თამაშს და მკვლელობებს , იგი მოთამაშეში ღრმა და დიდ ემოციურ ფიქრებს აღძრავენ.

Mass EffecT _ის პირველ ნაწილში ვხედავთ , რომ ადამიანი არ არის ერთადერთი დომინანტი რასა გალაქტიკაში. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ამისათვის , რომ რასათა საბჭომ ადამიანების შესაძლებლობა და უნარი კარგად დააფასოს.
კომანდორი შეფარი – თამაშის მთავარი გმირია , რომელიც თავის თავზე იღებს ადამიანების უნარიანობის დამტკიცებას რასათა საბჭოს წინაშე. მისი მეგზურები არიან ექვსი სხვადასხვა რასის წარმომადგენელი, რომელთა შერჩევაც მოთამაშეს თვითონ შეუძლია.მოთამაშეს მიზნის მისაღწევად სჭირდება კარგად დაკომპლექტებული ჯგუფი , რადგან ყველა რასას აქვს სუსტი და ძლიერი მხარეები.
ეს სიქველი პირველ ნაწილში დაწყებული ისტორიის გაგრძელებაა. შემქმნელებმა მოთამაშეებს საშუალება მისცეს პირველი ნაწილის პერსონაჟი უცვლელად გადმოეყვანათ მეორეში. გამომგონებლებმა დიდ ექსპერიმენტებს თავი აარიდეს და გარემო იგივე დატოვეს. პერსონაჟის პორტირებამ და უცვლელმა ატმოსფერომ , გააძლიერა და გააცხოველა იმის შეგრძენბა , რომ ეს ერთი ეპიკური საგის მეორე ნაწილია. და ეს არც ისე მალე დასრულდება.

და რატომ ქვია თამაშებს – ზაფხული თამაშები>?
Heavy Rain – სახელიდან გამომდინარეც აქ სულ წვიმს და სიგრილის შეგრძნებას ტოვებსю
Mass Effec 2 -თქვენ შეგიზლიათ აღმოაჩინოთ , რომ კოსმოსში შესანიშნავი ტყეები და სააგარაკე ადგილებია.
BioShock 2 – გარეთ ყველაფერი იწვის თქენ კი ოკეანის ტალღებს უცქერთ.
Alan Wake –  ზაფხულია , ტბის პირას უამრავი ვილაა , დროდადრო ნისლია პირდაპირ თამაშიდან წამოსული გრილი, გრილი ჰაერი.

წყარო:ჟურნალი ტაბულა და ჩემი ფანტაზია. (შეცვლილია ბევრი რამ)

მსგავსი ამბები

Back to top button