კრეატივისურათებიუცნაური

Jean Shin შედევრები

nygfz

კორეელი მხატვარი – Jean Shin–ი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუიორკში. მისი საოცარი ინსტალაციების შესაქმნელად იგი იყენებს: მწყობრიდან გამოსულ ქოლგებს, ტყავის მასალის ძველ ფეხსაცმელებს, ნაცვამ სამოსს, ვინტაჟურ სათვალეებს და სხვა უამრავ რაიმეს. ერთ–ერთი მისი ნამუშვარია „ხმოვანი ტალღა“, რომელიც ფირფიტების დნობის შედეგად მიღებულ ზღვის ტალღის იმიტაციას წარმოადგენს, სადაც ნათლად აისახება ავტორისეული მეტაფორული იდეა.

5d2ky

Jean Shin–ის მიერ შექმნილი ინსტალაციები ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხელოვნება ყველგან და ყველაფერშია, თვით ყველაზე ბანალურ და გამოუსადეგარ საგნებშიც კი, თუკი ამას სწორი კუთხით მიუდგები და ფრთას შეასხამ.

zzed7

416ql

ake82

lnk8r

9a818

gm42w

6p8ru

qjfpm

qjw3u

stqcy

kteat

ეს კი Jean Shin–ის მიერ შექმნილი TEXTile–ის ინსტალაცია გახლავთ, სადაც კომპიუტერის კლავიატურა ქსოვილის ფორმითაა ასახული, რომელიც თანამედროვე ეპოქის ფრიად აქტუალურ მხატვრულ ჟესტად აღიქმება.

dgtqv

zzjpi

Jean Shin–ის ნამუშევრები არა ერთხელ გამოფენილა ისეთ პრესტიჟულ არტ–ცენტრებში, როგორიცაა: New Museum of Contemporary Art–ი, the Museum of Art and Design–ი, the Museum of Fine Arts–ი (Houston–ში), the Museum of Fine Arts–ი (Boston–ში), Asia Society and Museum–ი, The Brooklyn Museum–ი, Sculpture Center–ი, Socrates Sculpture Park–ი და ნიუიორკში არსებული Frederieke Taylor Gallery.

www.top100.ge

მსგავსი ამბები

Back to top button