კულტურა

დედა, მამა და დედა

2col lg 2 women 1 man black suits laptop drinking coffee

სულ რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, სრულიად ახალი თაობის ბავშვები გაჩნდნენ, რომელთაც სამი მშობელი ეყოლებათ – ორი დედა და ერთი მამა…

ამჟამად ბრიტანელი მეცნიერების ერთი ნაწილი შესაბამის ნებართვას ელოდება, რათა დაიწყონ მუშაობა ახალ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს გენეტიკური დაავადებების აღმოფხვრას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, თუ ჯანმრთელი ქალის კვერცხუჯრედის ბირთვი დაავადებული ქალის კვერცხუჯრედში იქნება გადატანილი, ამით მას ჯანმრთელი შთამომავლობა ეყოლება და გენეტიკური დაავადებები შვილებზე აღარ გავრცელდება…

იდეა, რაღა თქმა უნდა, ჰუმანურია და არც დადებითი შედეგებია გამორიცხული, მაგრამ ჩნდება სრულიად სხვა საკითხი, ბავშვი ამ შემთხვევაში ორივე ქალის გენეტიკური თვისებების მატარებელი გახდება. ფაქტობრივად, ბავშვს ორი დედა ეყოლება.

ასეთი პროექტის წინაშე ამჟამად საზოგადოების დიდი ნაწილი ილაშქრებს, მათ მხარესაა სამღვდელოაბეც. შესაძლოა, საზოგადოებრივი ზეწოლით, ეს პროექტი არც კი დაიწყოს. არავის სურს, ჰყავდეს შვილი, რომელსაც სამი მშობელი ეყოლება.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button