კულტურა
მსოფლიოში ყველაზე პატარა ვერტმფრენი Pico Falcon დისტანციური მართვით
მსოფლიოში ყველაზე პატარა ვერტმფრენი Pico Falcon დისტანციური მართვით.
მინიატურული რადიომართვადი ვერტმფრენი Pico Falcon, რომლის სიგრძეც შეადგენს სულ რაღაც 45 მილიმეტრს. ის გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ბოლოს. ვერტმფრენი იმდენად პატარაა, რომ მისი ჰაერში აფრენა გაშვერილი თითიდანაც კი შეგიძლიათ.
ვიდეოთამაშების შემქმნელი ცნობილი იაპონური კომპანია Bandai აპირებს გამოუშვას მსოფლიოში ყველაზე პატარა RC-ვერტმფრენი სახელწოდებით Pico Falcon. ზომაში ის პატარა იქნება ასანთის კოლოფზეც კი. აკუმულატორის 30 წითიანი დატენვის შემდეგ ვერტმფრენი იფრენს 4 წუთი. ეს ალბათ ცოტაა, მაგრამ მწარმოებლის საბაზო ფასთან შედარებით – $45, არც ისე ცუდი შედეგია. შემქმნელები თვლიან, რომ მათი მოწყობილობა ცნობილი საჩუქარი გახდება ახალ წელს და შობაზე.