გასართობისაკითხავისურათები

მსოფლიოს უდიდესი სტადიონები ამჟამად (II)

ესეც მეორე ნაწილი ამჟამინდელი მსოფლიოს სტადიონებისა…

ოლდ ტრაფორდი – (ინგლ. Old Trafford), ასევე ცნობილია როგორც „ოცნებების თეატრი“ (ინგლ. Theatre of Dreams) – საფეხბურთო სტადიონი, რომელიც მდებარეობს ტრაფორდში, (დიდი მანჩესტერი, ინგლისი). სტადიონი იტევს 76.212 მაყურებელს და უემბლის შემდეგ მეორე უდიდესი საფეხბურთო არენაა ინგლისში. მიღებული აქვს უეფას 5 ვარსკვლავიანი, ელიტური ნიშანი.ოლდ ტრაფორდი საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედის საშინაო სტადიონია 1910 წლიდან რადგან (გარდა 1941 – 1949 წლების პერიოდისა, როცა სტადიონი დანგრეული იყო მეორე მსოფლიო ომის დაბომბვების შედეგად – ამ პერიოდში კლუბი მანჩესტერ სიტის სტადიონ მეინ როუდზე თამაშობდა. სტადიონი გაფართოვდა 1990–იან – 2000–იან წლებში: მომავალში იგეგმება სტადიონის ტევადობის 90 ათასიამდე გაზრდა. რეკორდული დასწრება სტადიონზე დაფიქსირებულია 1939 წელს, როდესაც 76.962 მაყურებელმა უყურა ინგლისის თასის ნახევარფინალს ვულვერჰემპტონსა და გრიმსბი თაუნს შორის.ოლდ ტრაფორდი ხშირად გამოიყენებოდა როგორც ნეიტრალური მოედანი ინგლისის თასის ნახევარფინალებისთვის, ასევე მასპინძლობდა ინგლისის ნაკრების თამაშებს უემბის ახალი სტადიონის მშენებლობის დროს. სტადიონზე ჩატარდა 1966 წლის მსოფლიო თასის და ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის მატჩების ნაწილი, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2003 წელს.

ენიო ტარდინი არის ს.კ. პარმას საშინაო სტადიონი, რომელიც 29 000 მაყურებელს იტევს. იგი 1923 წელს აშენდა. სტადიონს ენიო ტარდინი დაერქვა კლუბის ერთ–ერთი პრეზიდენტის ენიო ტარდინის გამო.

ოლიმპიაშტადიონი (გერმ. Olympiastadion) — სტადიონი ბერლინში. საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს საფეხბურთო კლუბი ჰერტა, სტადიონზე ეტევა 74,228 მაყურებელი. უეფას კლასიფიკაციით ის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონია.სპორტული კომპლექსი “ოლიმპიაპარკი”, რომლის ცენტრად ამჟამად ითვლება “ოლიმპიაშტადიონი”, აშენდა პირველ მსოფლიო ომამდე, როცა ბერლინმა მოიპოვა 1916 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება.ოლიმპიაშტადიონი 1936 წლის ოლიმპიადის დროს როცა ნაცისტები მოვიდენ გერმანიის ხელისუფლებაში 1933 წელს, მათ გადაწყვიტეს ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც 1936 წელს ბერლინში იმართებოდა, გამოეყენებინათ პროპაგანდისთვის. ჰიტლერმა გასცა ახალი სპორტული კომპლექსის აგების ბრძანება, რომელშიც შედიოდა სრულიად ახალი ოლიმპიაშტადიონის აგება. მშენებლობა მიმდინარეობდა 1934-1936 წლებში, რის შემდეგაც სტადიონი იტევდა 110,000 მაყურებელს.ოლიმპიაშტადიონი ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ ოლიმპიაშტადიონი ნაწილობრივ დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ამიტომ 1960-1962 წლებში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.სრული რეკონსტრუქცია სტადიონს ჩაუტარდა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისათვის, რომელიც დასრულდა ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე და დაჯდა 242 მილიონი ევრო.სტადიონზე გაიმართა 1974 და 2006 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების შეხვედრები, მათ შორის 2006 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა. ყოველწლიურად სტადიონზე იმართება გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალური შეხვედრა.

ოლიმპიაშტადიონი (გერმ. Olympiastadion) — სტადიონი მიუნხენში, მდებარეობს მიუნხენის “ოლიმპიაპარკის” ცენტრში, სტადიონი აშენებულია 1968- 1972 წლებში, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის. სტადიონზე ეტევა 69,250 მაყურებელი. უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი.
სტადიონზე გაიმართა 1974 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის და 1988 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატების ფინალური შეხვედრები. სტადიონზე გაიმართა 1979 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა, ასევე 1993 და 1997 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრები.2005 წლამდე სტადიონზე საშინაო მატჩებს მართავდნენ მიუნხენის ბაიერნი და მიუნხენ 1860.

სანკტ–იაკობ პარკი არის სპორტული სტადიონი ბაზელში, შვეიცარია. ეს არის ყველაზე დიდი სტადიონი შვეიცარიაში. თავდაპირველად სტადიონის ტევადობა იყო 38,500[1], ხოლო სპეციალურად უეფა ევრო 2008–ისთვის, იგი გაიზარდა 42,500 სკამამდე.სტადიონი გაყოფილია ოთხ ბლოკად A, B, C და D, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა მხარეს. ბლოკი G, რომელიც წარმოადგენს მაღლა აშენებულ აივანს, აშენდა მოგვიანებით.
უეფამ შეაფასა სტადიონი ოთხი ვარსკვლავით, რაც საუკეთესოა, თუ გავითვალისწინებთ მის ტევადობას.
სტადიონის არქიტექტორია შვეიცარიული ფირმა ჰერცოგი & დე მერონი. საბოლოოდ სტადიონის მშენებლობაში დაიხარჯა 220 მილიონი შვეიცარიული ფრანკი.სტადიონში არის 32 სხვადასხვა სახის მაღაზია, მათ შორის რესტორანიც. სტადიონს აქვს 680 მანქანის დასაყენებელი ადგილი. სტადიონამდე მისვლა შესაძლებელია ავტობუსით, ტრამვაითა და მატარებლით (სტადიონს აქვს საკუთარი მატარებლის სადგური).
სანკტ–იაკობ პარკის სტადიონზე გაიმართება 6 თამაში უეფა ევრო 2008–დან: 3 თამაში ჯგუფიდან (მათ შორის გახნის თამაში), ორი მეოთხედფინალი და ერთი ნახევარფინალი.

სიგნალ იდუნა პარკი (გერმ. Signal Iduna Park) (2005 წლის ნოემბრის ბოლომდე გერმ. Westfalenstadion ვესტფალიის სტადიონი) — სტადიონი დორტმუნდში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს დორტმუნდის ბორუსია. არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი გერმანიაში. ტევადობა არის 80.708 (67.000 დასაჯდომი). უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი. სტადიონი აშენებულია 1971- 1974 წლებში, 1974 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ბოლო მოდერნიზაცია ჩაუტარდა 2005 წელს. სტადიონზე გაიმართა 1974 და 2006 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების შეხვედრები.

ფელტინს არენა (გერმ. Veltins-Arena) — სტადიონი გელზენკირხენში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს შალკე 04.სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 1998-2001 წლებში და დაჯდა 192 მილიონი ევრო. სტადიონზე ეტევა 61,482 (53,951 დასაჯდომი) მაყურებელი, უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი.
სტადიონზე გაიმართა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, ასევე სტადიონზე 2004 წელს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა.

დანარჩენი ინგლისის სტადიონები უკვე მესამე ნაწილში….

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close