გასართობისაკითხავისურათები

მსოფლიოს უდიდესი სტადიონები ამჟამად

მსოფლიოს 2010 წლისთვილ ყველაყე დიდი ყველაზე საოცარი და ყველაზე ლამაზი სტადიონები…

კამპ ნოუ — სტადიონი ბარსელონაში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს საფეხბურთო კლუბი ბარსელონა. არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში. ტევადობა არის 98 772. უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1957 წელს. სტადიონზე გაიმართა 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის გახსნის შეხვედრა. სტადიონზე 1989 წელს გაიმართა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა და 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა.

ალიანც არენა
სტადიონი მიუნხენში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს მიუნხენის ბაიერნი და მიუნხენ 1860.
სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 2002-05 წლებში, არქიტექტურული ფირმა ჰერცოგი & დე მერონის პროექტის მიხედვით და დაჯდა 340 მილიონი ევრო. სტადიონზე ეტევა 69 901 (66 000 დასაჯდომი) მაყურებელი.
სტადიონი არის წმინდა წყლის ფუტურისტული ნაგებობა, რომელიც უზარმაზარ გასაბერ ნავს მოგვაგონებს, არენა გარედან მორთულია რომბი ნეონის ნათურებით, როცა მეტოქეებს ბაიერნი მასპინძლობს რომბები წითელ ფერში ინთება, მიუნხენ 1860-ის მატჩების დროს ლურჯ ფრად. ასევე რომბები ინთება თეთრ ფერად რომელიც გერმანიის ნაკრების ფერია.სტადიონზე გაიმართა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის გახსნის შეხვედრა.

სან სირო (ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი) – სტადიონი მილანში, რომელიც ორი იტალიური გრანდის მილანისა და ინტერის საშინაო არენაა. სან სირო ერთ ერთია იმ სარბიელთაგან, რომელსაც უეფამ მაქსიმალური შეფასება – 5 ვარსკვლავი მიანიჭა და უმნიშვნელოვანი მატჩების ჩატარების ნება დართო. სწორედ ეს სტადიონია ყველაზე პოპულარული დერბის, მადონინას, მასპინძელი. მილანი – ინტერის დაპირისპირება აქ ტარდება.

სანტიაგო ბერნაბეუ — სტადიონი მადრიდში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს მადრიდის რეალი. არის ტევადობით მეორე საფეხბურთო სტადიონი ესპანეთში. ტევადობა არის 80,400. უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1947 წელს, სახელი ეწოდა რეალის პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს საპატივცემლოდ.სტადიონზე გაიმართა 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის და 1964 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატების ფინალური შეხვედრები. ასევე სტადიონზე 1957, 1969 და 1980 წლებში გაიმართა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრები.

სტადიო ოლიმპიკო — სტადიონი რომში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს საფეხბურთო კლუბები ლაციო და რომა. არის ტევადობით მეორე საფეხბურთო სტადიონი იტალიაში. ტევადობა არის 82,922. უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი სტადიონი. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1937 წელს. სტადიონზე გაიმართა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა. სტადიონზე 1977 და 1984 წლებში გაიმართა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრები და 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, ასევე აქ გაიმართა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა.

მემგონი ცუდი არაა კაი გამოვიდა პირველი ნაწილი… მეორე ხო გვინდა? :D

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close