ახალი ამბებისაკითხავი

თვითგამწმენდი ქსოვილი

cloth2

კლემსონის უნივერსიტეტში შეიქმნა სპეციალური საფარი, რომლითაც ნებისმიერი სახის ქსოვილი შეიძლება დაიფაროს. ეს საფარველი ქსოვილს გაჭუჭყიანებისგან დაიცავს…

საფარის შემქმნელების განცხადებით, იდეა მათ ლოტოსის ყვავილისგან აიღეს, რომელიც, როგორც ცნობილია, თავისით იცილებს ტალახს და ყოველთვის სუფთად გამოიყურება. ზუსტად ასეთივე პრინციპით მოქმედებს ეს საფარველიც. ის ისხლიტავს ჭუჭყს. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი საფარველით დამუშავებული ქსოვილი გარეცხვას აღარ საჭიროებს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ გარეცხვისას ძალიან ცოტა წყალია საჭირო და გარეცხვა ქსოვილს იშვიათად სჭირდება.

ახალი საფარველი პოლიეთილენისა და ვერცხლის იონების ერთობლიობას წარმოადგენს და ამდენად, იგი ბაქტერიოციდული საფარველიცაა. ახალი ქსოვილის პირველი ნიმუშები უკვე გაეგზავნა რამდენიმე ცნობილ მოდელიორს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ახალი ქსოვილები პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებიან ბუნებრივი ანალოგებისაგან, მათთან მუშაობა სპეციალურ მომზადებას არ მოითხოვს. პრაქტიკული თვალსაზრისით კი ქსოვილის ეს საფარველი ახალი მიმდინარეობის დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს მსუბუქ მრეწველობაში…

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close