არქივი

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 1)

566e85814246
მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ისტორიული ფაქტების კრებული ასე რომ ყველა გაგრძელებაში

1. ნობელის პრემიაზე, თავის დროზე, უარი განაცხადეს: ბორის პასტერნაკმა, ჯან–პოლ სარტმა და ვიეტნამელმა პოლიტიკოსმა ლოე დიკ თხომ.

2. შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც ავადმყოფობას ზუსტად ვერ ადგენდნენ, ათაშანგის დიაგნოზს სვამდნენ.

3. სპარტაში შეკითხვაზე მოუფიქრებელი პასუხის გაცემისათვის აღმზრდელი აღსაზრდელს ცერა თიტზე კბენდა დასჯის მიზნით.

4. ოტო ბისმარკს თავისი სიცოცხლის განმაბლობაში 28–ჯერ მოუწია დუელში ბრძოლამ.

5. პირველმა ჯვაროსნულმა “სიღარიბის” ლაშქრობამ მარცხი განიცადა. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ მოლაშქრეები უბრალო, ღარიბი ადამიანები იყვნენ და არც იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ამიტომ ყოველ დასახლებულ პუნქტში ადგილობრივ მოსახლეობას ეკითხებოდნენ: “ეს ისრუსალიმია?”

6. 1933 წლამდე ამერიკულ რუკებზე საბჭოთა კავშირი მხოლოდ თეთრი ფერით (“თეთრი ლაქა”)აღინიშნებოდა.

7. ამბობენ, რომ ჰენრი ფორდ–პირველს, სხვათა შორის, მის მემკვიდრეებსაც, დეტროიდში, თავის საავტომობილო ქარხანაში, კაბინეტი არ ჰქონდა, რაც ხელს უწყობდა დისციპლინის განმტკიცებას.

8. ჯიბეები პირველად მოდაში პარიზში, მე–17 საუკუნეში შემოვიდა.

9. 1629 წელს იაპონიის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ქალებს ეკრძალებოდათ სცენაზე გასვლა. ამის შედეგად წარმოიშვა კაბუკის თეატრი. 250 წლის განმავლობაში წარმოდგენებში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ. კაბუკი დღეს იაპონიის ეროვნული სიმბოლოა.

10. ძველად საწერად ბატის მარცხენა ფრთა იხმარებოდა, რადგან მარჯვენასთან შედარებით უფრო მოხრილი იყო. ამიტომაც ის გაცილებით ძვირი ღირდა.

11. მადამ ტიუსოს ცნობილ ცვილის ფიგურების მუზეუმში, როგორც იქნა, გარისკეს და შიშველი ბრედ პიტი გამოფინეს, მაგრამ შედეგი მეტად არასახარბიელო აღმოჩნდა, – კინოვარსკვლავის ფიგურამ ქალბატონები შოკში ჩააგდო, ბევრ მათგანს გული წაუვიდა.

12. საფრანგეთის ჯარის ერთ–ერთი სახეობის დროშაზე, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც “დრაგუნი’, გამოსახული იყო დრაკონი, როგორც სისწრაფისა და სიმამაცის სიმბოლო.

13. მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილ 5–სართულიანი საცხოვრებელი სახლები ე.წ. “ხრუშჩოვკები”, რომლის პროექტი ფრანგ არქიტექტორ კორბიუზეს ეკუთვნის და “მარსელის სახლი” ჰქვია, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით აშენდა ქვეყანაში.

14. შუა საუკუნეების რუკაზე მისი ზედა გეოგრაფიული მხარე აღმოსაველთისკენ იყო ორიენტირებული. “ორიენტ”– აღმოსაველთს ნიშნავს.

15. ერთ–ერთი ინგლისელი მკვლევარის აზრით , ფერხულსა და ვალსს სათავე ალქაჯების ცეკვამ დაუდო, რადგან მათი მათავარი საცეკვაო არეალი წრეა.

16. ნოსტრადამუსი, ჟან–ბატისტ მოლიერი და ალესანდრ ბლოკი ეპილეფსიით იყვნენ დაავადებულნი.

17. ავტომანქანა “ფოლკსვაგენის” ქარხნის საძირკველზე პირევლი ქვა ადოლფ ჰიტლემა დადო.

18. მსოფლიოში ყველაზე მარავალრიცხოვანი ჩინეთსი კომპარტიაა.

19. იტალიის ქალაქ სიენაში ქალს არა აქვს მეძავობის უფლება, თუ მას მარიამი ჰქვია.

20. თურქეთის ქალაქ ბერგამში (ძვ. პერგამონი) შემონახულია ელინისტური ხანის შენობათა ნაშთები. მათ შორის არის ჯანმრთელობის ღმერთ ასკლეპიოსის ტაძარი. გადმოცემით ტაძარის ჭერში იმალებოდა ქურუმი,რომელიც მომლოცველს ჩასძახოდა, რომ ის ჯანმრთელია. ეს ერტგვარი ფსიქოტერაპია იყო. პერგამონი მკურნალებით განთქმული ქალაქი იყო.

გაგრძელება იქნება

მსგავსი ამბები

Back to top button