არქივი

უაზრო ჰოლივუდი #6(ფანტასტიკა)

499cfb947cec

დღევანდელი პოსტი ეხება ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს…

ხშირად გვხვდება ფილმები სადაც რაიმე ვირუსი კაცობრიობას ემუქრება. ძალიან ხშირად ეს ვირუსი ადამიანის ხელით არის შექმნილი, თუმცა ისინი არ აპირებდნენ მის გავრცელებას, მაგრამ რაღაც შემთხვევითობის გამო ის მაინც ვრცელდება.ჩნდება კითხვა: რომელი იდიოტი შექმნის გააზრებულად ისეთ ვირუსს, რომელსაც მთელი კაცობრიობის განადგურება შეუძლია?

dc494ca31f8d

რატომღაც ყველა ესეთი ვირუსი იდენტურ შედეგს იძლევა, ანუ ადამიანებს გადააქცევს ზომბებად.

ad1aa50eee19

ყველა ვირუსი გადადის კბენით, თითქმის არცერთ ფილმში არ გადადის ჰაერით ან სხვა გზით.

ყოველ ასეთ ფილმში აღმოჩნდება მხოლოდ ერთი ადამიანი რომელსაც იმუნიტეტი აქვს და მისი რამდენიმე წვეთი სისხლიც კი საკმარისია რომ ვაქცინა დაამზადონ და ყველა განკურნონ.

მეცნიერებს მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდებათ რომ ვაქცინა დაამზადონ, რაც არარეალურია.

ხშირად ასეთ ფილმებში გვხვდება ადამინების ჯგუფი რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს ამ ვირუსს, ამ ჯგუფის ერთერთ წევრს აუცილებლად უკბენს ზომბი, ხოლო ის ამას დამალავს.

მიუხედავად იმისა რომ დაკბენილის კანი ნელნელა იხრწნება (ანუ ზომბათ გადაქცევას აპირებს), მას მაინც ეკითხებიან კინოებში ერთერთ ყველაზე იდიოტურ კითხვას: “კარგად ხარ?”.ჩნდება კითხვა: ის რომ მისი კანი იხრწნება საკმარისი არ არის იმის დასადგენად, რომ კარგად არ არის?

ყოველ ფილმში დროში მოგზაურობაზე არის ვინმე ისეთი რომელიც დროისა და სივრცის კვანტინიუმის დარღვევაზე საუბრობს, რომელიც იმ შემთხვვაში მოხდება თუ რამეს შეცვლიან წარსულში, მაგრამ იმის მიუხედავად რომ მთელს მომავალს ცვლიან მაინც არაფერი ხდება.

როდესაც რაიმე დიდი საშიშროებაა მოსალოდნელი, ხელისუფლება ყოველთვის უმალავს ხალხს ამის შესახებ , იმ მიზეზით რომ ხალხი პანიკაში ჩავარდება და ქვეყანაში ქაოსი იქნება და ამის შედეგად ხალხი დაიღუპება, თუმცა იმის გამო რომ დროზე არ მიაწოდეს ინფორმაცია უფრო მეტი ადამიანი იღუპება.

ან მეორე ვარიანტი, ხელისუფლება ხალხს ურჩევს სახლებიდან არ გამოვიდნენ, თითქოს სახლი მათ უზარმაზარი მეტეორისგან ან ბირთვული აფეთქებიგან დაიცავს.

როდესაც მეცნიერები დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის ზომაზე ლაპარაკობენ ისინი მას აუცილებლად შეადარებენ ზომაში რომელიმე შტატს.

ფილმებში ხელისუფლებას შეუძლია მთელი შტატის ევაკუაცია მოახდინოს 2 საათში.

ფილმ კატასტროფებში მთავარ გმირს ყოველთვის ჰყავს დებილი ძაღლი რომელიც უამრავ პრობლებას უქმნის მას.

ხშირად გვხვდება პესონაჟების ორი ტიპაჟი, პირველი რომელიც არის რაიმე ელიტარული რაზმის წევრი ან პოლიციელი და ამასთან ერთად არც ისე ჭკვიანი და მეორე მეცნიერი.როდესაც ეს ორი რაიმე დილემის წინაშე დგანან უცებ მეცნიერს რაღაც შესანიშნავი აზრი მოუვა თავში და გადაწყვეტს ეს აზრი მეორესაც გაუზიაროს. მეცნიერი ახსნისას იყენებს რაც შეიძლება მეტ მეცნიერულ ტერმინებს და რაც შეიძლება რთულად ხსნის თავის აზრს, ამის შემდეგ მეორე პერსონაჟი მას უაზრო გამომეტყველებით შეხედავს და დაახლოვებით ასეთ ფრაზას ეტყვის:”შეგიძლია იგივე ინგლისურად გაიმეორო?”

ჰოლივუდი მხოლოდ ორ შესაძლო მომავალს ხედავს, ერთი ბირთვული ომი ან მსგავსი კატასტროფა…

eb2d354be047

ან ზეგანვითარებული ცივილიზაცია, ამასთან მომავლის ქალაქები ღამით ყოველთვის ისეთ ფერებშია რომელიმე ღამის კლუბი გეგონება.

9decc1d69f08

0db45c7dc50d

როდესაც კოსმოსური ხომალდები გადადიან “ჰიპერსიჩქარეზე” ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სინათლის სიჩქარით მიჰქრიან, მისი მგზავრები არ განიცდიან არანაირ გადატვირთვას, მაგრამ როდესაც ბრძოლისას სხვა ხომალდი ესვრის მისი მგზავრები ამას შესანიშნავად გრძნობენ, თუმცა ეს დარტყმა გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს იმ გადადტვირთვასთან შედარებით რომელსაც კოსმონავტი იგრძნობდა სინათლის სიჩქარით მოძრაობისას.

რატომღაც კოსმოსურ ხომალდს არ შეუძლია ესროლოს მოწინააღმდეგეს თუ მას არ ხედავს, როცა უკვე ჩვენს დროში არსებობს ტექნოლოგია რომელიც საშუალებას გვაძლევს შეტევა მივიტანოთ მტერზე რომელსაც ვერ ვხედავათ.

რატომღაც როდესაც ვაკუუმში ხომალდის ძრავი გაჩერდება, ხომალდი განგრძობს მოძრაობას ინერციით, თუმცა ძრავის გამორთვის შემთხვევაში ვაკუუმში ხომალდი მაშინვე ადგილზე გაიყინებოდა.(ამაზე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ გადავწყვიტე მივნდობილიყავი ჩემი ფიზიკის ცოდნას, თუ ვინმემ იცით დანამდვილებით, დაწერეთ კომენტარებში)

რატომღაც კოსმოსში ორი ხომალდის შეხვედრისას,ისინი პარალელურ ან ერთიდაიგივე სიბრტყეში მოძრაობენ…

6008e54b9cca

თუმცა კოსმოსში არ არსებობს ისეთი ცნებები როგორებიცაა მაღლა და დაბლა ან მარცხნივ და მარჯვნივ, რატომ არ შეიძლება ხომალდები სხვადასხვა სიბტყეში მოძრაობდნენ?

b673767db9a3

მომავალში აღარ იქნება ნორმალური კარები, მომავალში იქნება მხოლოდ ელექტრონული კარებები.

მომავალში ადამიანს აღარ დასჭირდება რამის გაკეთება რადგან ყველაფერს რობოტები გააკეთებენ, თუმცა მერე ყელში ამოუვათ ადამიანების ბატონობა და გადაწყვეტენ მათ განადგურებას.

ფილმებში როდესაც ორი პერსონაჟი ერთმანეთს ესაუბრება ვიდეო ზარის მეშვეობით ორივე ზუსტად კამერას უყურებს თუმცა ამასთან ერთად ეკრანსაც, გამოდის რომ კამერა ეკრანის ცენტრშია დამონტაჟებული.

მომავლის ლიფტები ისე სწრაფად მოძრაობენ რომ შეუძლია ადამიანი პირველი სართულიდან მეხუთასე სართულზე 30 წამში აიყვანოს, თუმცა სინამდვილეში ასეთი სისწრაფით მოძრაობისას ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ მოკვდებოდა.

ჰოლივუდის თითქმის ყველა სცენარისტს მომავლის მანქანა წარმოუდგენია როგორც მფრინავი აპარატი, რომელიც გაუგებარი პრინციპით მუშაობს.

71ca1f43bea7

არცერთხელ არ მომხდარა ისე რომ კოსმონავტი მოხვედრილიყო ისეთ პლანეტაზე სადაც ცივილიზაცია კაცობრიობის დონეზეა განვითარებული, ეს ცივილიზაცია ან ქვის ხანაში არის ან ჩვენთან შედარებით მილიონი წლით არიან წინ.

როდესაც უცხოპლანეტელები დედამიწას “სტუმრობენ” მათ მხოლოდ დამპყრობლური დამოკიდებულება აქვთ.

და თუ ისე მოხდა რომ ისინი მეგობრულად არიან განწყობილნი, “შორსმჭვრეტელი” ამერიკის მთავრობა იმდენს მოახერხებს რომ მათ მტრულად განაწყობს.მთავრობა აუცილებლად გადაწყვეტს მათ დაჭერას და მათზე ცდების ჩატარებას.

კოსმოსური სადგურები რომლებიც იღებენ კოსმოსურ ხომალდებს არიან უზარმაზარი ბრჭყვიალა ნაგებობები, თითქოს მათი დანიშნულება კონცერტების გამართვა იყო და არა კოსმოსური ხომალდების მიღება.

38070bf6245b

და ბოლოს ტრადიციულად “უაზრო ჰოლივუდის” კითხვა, რომელსაც ბიძია სემი დაგისვამთ…

1510d7353e24

ჩემი პასუხი: სკოტ პილგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ (Scott Pilgrim vs. the World)

6a7969029f50

სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ…

ვეცდები რეგულარულად დავდო მსგავსი პოსტები, ოღონდ ყველა პოსტი ამერიკული ფილმების რაღაც კონკრეტულ თემატიკაზე იქნება. შეგიძლიათ თემა კომენტარებში დაწეროთ და ვეცდები ამ თემაზე პოსტი დავდო.

თუ არ გინახავს წინა პოსტები, მაშინ გადადი ბმულებზე რომლებიც დაბლაა მოცემული…

უაზრო ჰოლივუდი #5(კომედიები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #4 (საშინელებათა ფილმები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #3 (ძარცვა, მოტაცება, მძევლები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #2 (ამერიკული პოლიცია,FBI,სპეცსამსახურები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი ბმული

მსგავსი ამბები

Back to top button