უცნაური

ბაბაიაგას დღიურები (ნაწილი სამი; ტაროს მაგია)

f19ad481bffd
პოსტში შესული ინფორმაცია შესაძლოა ეწინააღმდეგება თქვენს რელიგიურ შეხედულებებს, არასრულწლოვანებმა თავი შეიკავეთ სიახლის დათვალიერებისა და გაცნობისგან

კარგა ხანია არ წამიმაგიურებია და არც არავინ მაგიურობს უცნაურზე (რატომ არ ვიცი),ეს კატეგორია მისტიკაც დარჩა კუთხეში დაყენებული ბავშვივით, ამიტომ ისევ მე შევუდგები საქმეს და გადმოვაფრქვევ ახალ თუ ძველ აზრებს. კარგი იქნება თუ შესავალისთვის წაიკითხავთ ქეით ალუკარდის პოსტს ტაროს შესახებ,
დაჰკლიკე ამ ლინკს თავდაუზოგავად.
ჰო, იმედია მანდ არ ჩარჩი და ახლა განაგრძე : )))

როცა ტაროს კარტზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ალბათ თუ ყველას არა უმეტესობას მაინც მკითხაობა დაუდგება თვალწინ. ეს არცაა გასაკვირი,რადგან უკვე 200 წელზე მეტია ტაროს კარტის მთავარი ფუნქცია სწორედ მკითხაობაში და მომავლის ამოცნობაში დახმარების გაწევაა. მხოლოდ XVIII საუკუნის გვიან ხანებში ჯერ კიდევ დიდ ყურადღებას აქცევდნენ ტაროს , მის სიმბოლიკას,რომელსაც სინამდვილეში მაღალი სპირიტული მნიშვნელობა აქვს და რომელსაც დასავლეთ ეზოთერიკულ ტრადიციაში დიდი ადგილი უჭირავს.

e7886d81c801

მიუხედავად ასეთი წარმატებული საწყისისა,დღესდღეობით ტარო მაინც სამკითხაოდ გამოიყენება. თუ რაიმე წიგნს წააწყდებით მის შესახებ, ისიც მკითხაობაზე ლაპარაკით იქნება გამოჭედილი, მხოლოდ იშვიათად თუ ნახავთ ტაროს სიმბოლიკაზე მიძღვნილ ნაშრომს.

აქ კი შევეცდები ტაროს კარტი სხვა მხრიდან წარმოგიდგინოთ,იმ მხრიდან,საიდანაც ან ჯერ არ შეგიხედავთ და ან მხოლოდ თვალი მოგიკრავთსავით. კარტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაგიურ რიტუალებში. ბანქოს დასტით შესაძლებელია სრული და ეფექტური მაგიური რიტუალის ჩატარება. ამ კარტით შესაძლოა ასტრალური ,,ტაძრის” შენება, მაგიური წრის შექმნა, ბუნების უხილავი სტიქიური ღობეების მანიპულირება, სხვა ადამიანებთან და სულებთან კომუნიკაციის დამყარება, ასევე სიმდიდრის, სიყვარულის მისაზიდი ან მტრების დასამარცხებელი რიტუალების შესრულება.

შესაძლებელია ტაროს გამოყენება სხვადასხვა მიზნის მისაღწევად, თუმცა ზოგჯერ ამაში მძიმე და კომპლექსური რიტუალური მაგიის მეთოდების გამოყენებაა საჭირო.

ტარო არის სამყაროს სიმბოლური მოდელი.
ტრადიციული მაგიაც ეყრდნობა სიმბოლიზმს,მაგრამ ხშირად ეს სიმბოლიკა კომპლექსურია, შედგება სხვადასხვა, პატარ-პატარა ნაწილებისა და ცერემონიებისგან. ეს სიმბოლოები ხშირად ფიზიკურ ობიექტებზე და ინსტრუმენტებზე გამოისახება. მაგალითისთვის, მაგიური წრე არის დამცავი ფარი ან ბარიერი, რომელიც ფიზიკურად მონიშნულია, დახატულია იატაკზე ან სადმე, სადაც რიტუალი სრულდება.
ვისაც რიტუალი შეუსრულებია იმისთვის ადვილი გასაგები იქნება, რომ გარდა ამ დახატული წრისა, არსებობს კიდევ სხვა, არამატერიალური წრეც, რომელიც მაგის გონებაში ასტრალურ დონეზეა და რომლის გარეშეც დახატულ წრეს ძალა არ აქვს. წრის გამართვა ფანტაზიაში არის სული მაგიურ წრეში, ხოლო ფიზიკური, ანუ დახატული წრე, არის სხეული,, რომელიც ამ სულს ემსახურება.

2e5e643eea40
ეს არის დახატული მაგიური წრე

ტაროს კარტითაც შესაძლებელია მაგიური წრის გაკეთება, რომელიც თითოეული კარტის მნიშვნელობის მიხედვით უნდა შესრულდეს, ეზოთერიკული კორესპონდენციების დახმარებით.

ალბათ ზოგისთვის უცნაური იქნება იმის წარმოდგენა, რომ მაგი ზოგჯერ ირჩევს ტაროს ერთ კარტს და მხოლოდ ამით აკეთებს რიტუალს. ეს რიტუალი კი ერთგვარი მედიტაციაა. ტიბეტელი მაგები ამას ხშირად იატაკზე ან მიწაზე დაწოლილ მდგომარეობაში ასრულებენ. ისინი პროექტირებას უკეთებენ საკუთარ თავს ამ სურათზე (კარტზე), მათი მეობის ერთ წერტილში (ხშირად წერტილად ირჩევენ ცენტრს) იდენტიფიცირებით. ეს გრძელდება მანამ, სანამ ეს ამორჩეული ნიშანი,რომელიც ახორციელებს მათ (მაგების) იდენტურობას, რჩება მხოლოდ სურათზე, ხოლო თავად კი გადადიან ასტრალურ რეალობაში. ეს არის ტექნიკა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერმა დამწყებმა გამოიყენოს, არ არის ძალიან ძნელი. ყველა დამწყებს შეუძლია შეიცნოს თავისი თავი, მაგრამ მხოლოდ ლიმიტირებული ხარისხით. სრული შედეგის მისაღებად პრაქტიკის თვეები და ზოგჯერ წლებია საჭირო.

ეს სისტემა რაც ზევითაა აღწერილი, არ გულისხმობს იმას, რომ ტაროს ერთ კონკრეტულ კარტს შეუძლია გადაგიყვანოთ ასტრალში, ტაროს 78-ვე კარტიდან თითოეული შესაძლოა იყოს ეფექტური.
ოკულტური კორესპონდენციები,რომელიც ეყრდნობა ბანქოზე გამოსახული ნახატების დამოუკიდებელ დეტალებს, განსხვავდება Rider-Waite-ს ტაროსგან, ასევე ქროულის ,,თოტის ტაროსგან”, მაგრამ ამ განსხვავებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგიური რიტუალის წარმატება-წარუმატებლობას არ განსაზღვრავს ის, თუ ვის (ზემოთ ჩამოთვლილთაგან) ტაროს გამოიყენებთ.
28c94a31ce3d
Rider-Waite-ს ტარო

f171192c3cc1
ალისთერ ქროულის ტარო

მაგია არ არის კარტში, ეს უკანასკნელი არის მხოლოდ სამუშაო იარაღი,რიტუალის ასაშენებლად გამოსაყენებელი. მაგია არის ადამიანის მიერ ამ კარტის გამოყენებაში.

იქით უფრო საინტერესო ხდება, რიტუალებზე რომ გადადის, მაგრამ ვეჭვობ შემოგვიტევენ ზოგიერთები :lol2:

ბაბაიაგას დღიურები I ნაწილი
ბაბაიაგას დღიურები II ნაწილი

To be continued…

მსგავსი ამბები

Back to top button