კულტურა

გამოგონება თუ სიგიჟე?

http://s011.radikal.ru/i317/1102/c8/de15fd399dae.jpg

ამ მსოფლიომ სულ გარეკა. ერთი სიტყვით ქვეყნები და მათი გამომგონებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო უცნაურ რამეს გამოიგონებს. ამჯერად მე პირადად გამაოცა შვეიცარიელების გამოგონებამ. რომელსაც მარტივად ერთი გასროლით ორი კურდღელის მოკვლას დავარქმევ. ეს არის პრეზერვატივი, რომელიც დაცვასთან ერთად გეხმარებათ სიგარეტის გადაგდებაში :D

ელექტრო სიგარეტი, ანტინიკოტინური პლასტერი და წამლები გვერდით გადადეთ და გამოიყენეთ ახალი გამოგონება. სამწუხაროდ საქართველოში მას დიდი ხანი ვერ ვიხილავთ კაცებო. აგიხსნით მარტივად, თუ როგორ მუშაობს იგი. ესეიგი ეს პრეზერვატივი შეიცავს ნიკოტინის ელემენტებს, რომელიც სექსის დროს ხვდება თქვენს ორგანიზმში და ავსებს მას ნიკოტინით. ამის შედეგად გიქრებათ მოწევის სურვილი.

კომპანია Pharmacia Latex Aktiebolaget პირველად არ იგონებს ასეთ უცნაურ პრეზერვატივს. პირველად მათ გამოიგონეს პრეზერვატივი, რომელიც კაცებს ყავის სმის დანებებაში ეხმარება.

PS.  კაცი რომ ყურს გაიხვრეტს ის სხვა რამესაც გაიხვრეტსო ამბობენ და ეხლა ამაზე საინტერესოა რას იტყვიან? “კაცი რომ ენაზე პრეზერვატივს გაიკეთებს ის სხვვა რამეზეც გაიკეთებსო?” :D

მსგავსი ამბები

Back to top button