არქივი

ჩინეთის იმპერია

294bb9110d28
ჩინეთი ერთ–ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციათა შორის. ჩინელი მეცნიერების თქმით, მისი (ჩინეთის) ასაკი შესაძლოა 5000 წელს შეადგენდეს, თუმცა წერილობითი წყაროები მოიცავს მხოლოდ 3500 წლოვან ისტორიულ ფაქტებს და დოკუმენტებს. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით.

6b128d0cd04d

ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ცინ შიჰუანგდი-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ.წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.

დინასტიის ადრეული სახელი ცზინ (ოქრო), ხოლო შემდგომი ცინ (სუფთა). შიჰუანგდი ნიშნავს ,,პირველ იმპერატორს”. მისი მმართველობის პერიოდს ეკუთვნის დიდი ჩინეთის კედლის მშენებლობის დაწყება.

6e0378ab37bf

4f185e6961d1

ძვ.წ. 210 წელს ცინ შიჰუანდი გარდაიცვალა. რასაც მალევე მოყვა დინასტიის დაშლა საკმაოდ კურიოზული მიზეზით. რევოლუცია დაიწყო ერთმა უბრალო ჯარისკაცმა, რომელსაც ქინის ბრძანებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მიზეზი ამისა გახდა ის, რომ ამ ჯარისკაცს დააგვიანდა ახალწვეულების მიყვანა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო და გზები ძალიან ატალახიანდა. ამ ჯარისკაცმა დაითანხმა ყველა ის ადამიანი ვისაც მასთან ერთად მიუსაჯეს სიკვდილი, რომ დაეწყოთ გადატრიალება. ისინი საბოლოოდ დაიჭირეს და სათანადოდ დასაჯეს (მოკლეს), თუმცა მათმა წამოწყებულმა რევოლუციამ შედეგი გამოიღო. ცინის დინასტია დაიშალა და გზა გაეხსნა ახალ, ჰანის დინასტიას.

9bc2b2e05ba2

კონფუცი ( დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , გ. ძვ. წ. 479) – ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი (“მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი – “მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო). 1949 წლის რევოლუციამდე, კონფუციანიზმი ითვლებოდა ჩინეთისთვის, ცხოვრების წესის სინონიმად. ჩინეთის დიდი კედელი (გამარტ. ჩინ.: 万里长城; ტრად. ჩინ.: 萬里長城; — ვანლი ჩან’ჩენ; ნიშნავს: “10,000 ლის სიგრძის კედელი”) — ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ ში ჰუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული.

ისმის კითხვა, რა გახდა ამ დიდი ნაგებობის აშენების მიზეზი? ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად.

აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ჩინეთი ბუნებრივად იყო დაცული მთებითა და უდაბნოებით, ერთადერთი ღია სივრცე ჩრდილოეთით რჩებოდა. უზარმაზარი კედლის აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.

როცა კედელს აშენებდნენ, ალბათ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ნაგებობა ოდესმე ტურისტულ ცენტრად იქცეოდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უამრავ ადამიანს მიიზიდავდა იმის სანახავად, თუ როგორი უზარმაზარი რაღაც ააშენა ამ უდიდესმა ქვეყანამ.

ამ კედლის შემხედვარე, ნებისმიერი ადამიანი იმასაც მიხვდება, რომ უბრალო მუშახელი ამხელა კონსტრუქციას ვერ ააშენებდა. საჭირო იყო კვალიფიციური მშენებლებისა და არქიტექტორების მოკრება. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა, რომ ისეთი კედელი უნდა აგებულიყო, რომელიც საუკუნეებს თავისუფლად გაუძლებდა.

ჩინელები მაშინაც საკმაოდ ბევრნი იყვნენ და მიზნის სისრულეში მოყვანა არ გასჭირვებიათ. ათასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ შრომობდა მშენებლობაზე და ეს მათთვის დიდი პატივიც კი იყო. ძვ.წ.აღ–ით მე–3 საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახ.წ.აღ–ით მე–17 საუკუნეში დასრულდა.

ჩინეთს ძალიან ბევრი ემტერებოდა, ამიტომ, სანამ ჩრდილო ნაწილი ჯერ კიდევ ღია იყო, თავდაცვის მიზნით ყოველ საღამოს კოშკის თავზე დიდ კოცონს ანთებდნენ. თუ მოახლოებულ მტერს დაინახავდნენ, კოცონს აქრობდნენ იმის ნიშნად, რომ საბრძოლო მზადება დაწყებულიყო. ალბათ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხვა ქვეყნებში პირიქით ხდებოდა, როცა მტერს დაინახავდნენ, სწორედ მაშინ ანთებდნენ კოცონს.

რა თქმა უნდა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და სხვების დახმარებით განახორციელა კიდეც. ისმის კითხვა, ვინ იყო ის? სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. თანამედროვე მკვლევრების მტკიცებით, ჩინელები მის ვინაობას შეგნებულად მალავენ და როგორც ყოველთვის, თავიანთი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ.

საერთოდ, ჩინელებს ბევრი რამის გამოგონებას და შექმნას მიაწერენ, რომელთა ტექნოლოგიას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თან იმ დონეზე, რომ ამ საიდუმლოებების არგათქმას მათი სიცოცხლეც კი ეწირებოდა.

როგორც ნებისმიერი უძველესი ქვეყნისათვის, ჩინეთისთვისაც არ იყო უცხო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. არსებობს ცნობა, რომ ტირანმა იმპერატორმა ნათელმხილველების რჩევით გადაწყვიტა, მშენებლობის დროს კედლებში ცოცხლად ჩაეტანებინა მეომრები.

შინხუანდის აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანის სისხლი შეეწირებოდა მშენებლობას, მით უფრო ძლიერი და სახელგანთქმული იქნებოდა შენობა. მეომრებმა საკუთარი ინიციატივით შესწირეს თავი ჩინეთის დიდ კედელს. ცნობილია, რომ მსხვერპლად შეწირული მეომრების ოჯახებმა კედელიც სამუდამოდ დაწყევლეს და იმპერატორიც.მას ამის გამო ხშირად სიკვდილის კედელსაც უწოდებენ.

თანამედროვე მეცნიერებმა ბევრისთვის არც ისე დამაჯერებელი ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში შესაძლოა ადგილობრივების გარდა სხვა ცივილიზაციებიც, მათ შორის უცხოპლანეტელებიც მონაწილეობდნენ. ამ დასკვნის ერთ–ერთი საფუძველი ისიცაა, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.

გასული საუკუნის 80–იან წლებში ამერიკელებმა შეძლეს კოსმოსში გაშვებული ხომალდიდან დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, საიდანაც თეთრ ზოლად მოჩანს ჩინეთის დიდი კედელი. კიდევ ერთი საკვირველი ფაქტი ისაა, რომ ის დედამიწის ატლასზე 30–ე პარალელს ემთხვევა.

თუ ჩინეთის დიდ კედელს 30–ე პარალელის მიხედვით გავყვებით და ბოლომდე ჩავალთ, ხეოფსის პირამიდას მივადგებით. ასეთი დამთხვევები ბევრია, მაგრამ მათი ახსნა დღემდე ვერ ხერხდება. ერთი რამ კი ნათელია – უძველესი ცივილიზაციების ერები ბევრ ისეთ სიბრძნეს ფლობდნენ, რომელსაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნიან და არც ასეთი “დამთხვევები” უნდა ჩაითვალოს მხოლოდ უნებლიე დამთხვევად.

როგორც ვიცით, დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისას ელექტრონულ ტალღებს წარმოშობს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსთან პირდაპირი კავშირი დამყარდეს. ხოლო კედელი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ელექტროენერგიის გიგანტური ველი.

არსებობს თეორია, რომ ელექტრომაგნიტური სიგნალი დედამიწიდან კოსმოსში სწორედ ჩინეთის დიდი კედლიდან ადის. და თუ ასეა, ვინ იცის, იქნებ სულაც არ არის უტოპიური იმ მეცნიერების თეორია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ძველი ჩინელები კოსმოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ და ამიტომაცაა კედლის ხაზი ასეთი ზუსტი.

ჩინელი მკვლევრები სხვა ვერსიებსაც ავითარებენ. მათი მტკიცებით, კედლის ქვეშ მრავალი გვირაბია გათხრილი, იქვე მდებარე დალუქული სარდაფები კი არავისთვის იხსნება. ეს ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩინელმა მკვლევარმა სარდაფში შეღწევა სცადა. დაცვამ იგი დააკავა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ მკვლევარმა დარწმუნებით განაცხადა, რომ იქ ძვირფასეულობა ინახება. დალუქული სარდაფები დღემდე ბევრი მკვლევრისა თუ მეცნიერის საოცნებო ადგილად რჩება.

P.s ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან და სხვადასხვა საიტებიდან …. იმედია დაგაინტერესდებათ

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button