გართობაუცნაური

სიტყვები, რომლებიც არ ითარგმნება

c1b9a6c89107

სხვადასხვა ენებში არსებობს სიტყვები, რომელთა ინგლისურად ან სხვა ენაზე თარგმნა თითქმის შუუძლებელია მათი განსაკუთრებულობის გამო. გაგრძელებაში წარმოგიდგენთ 10 ასეთ სიტყვას

L’esprit de l’escalier (ფრანგული)
cb82b0ea03fc
ეს არის შემთხვევა, როცა სწორი პასუხი მოგივა თავში, მაგრამ უკვე გვიანია. მაგალითად, ვიღაცამ საზოგადოებაში მოგაყენა შეურაცხყოფა, ყველა ელოდა შენგან საპასუხო რამეს, მაგრამ შენ ან არაადეკვატური რამ უპასუხე, ან საერთოდ არაფერი. ამის შემდეგ გარბიხარ, ჩადიხარ კიბეებზე და სწორედ ამ დროს მოგდის თავში აზრად, რა უნდა გეთქვა მისთვის, რომ დაგემარცხებინა. მეორენაირად “კიბის ეფექტი” ჰქვია.

Hygge (დანიური)
81d8d3224516
ეს არის რაც ყოველთვის გვინდა, მაგრამ იშვიათად გვაქვს. ეს არის სრული იგნორი იმის მიმართ, რაც გაღიზიანებს და სიამოვნების მიღება მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროსგან. Hygge-ის ყველაზე გავრცელებული შემთხვევები არის შობის დილა, ზაფხულის გრილ საღამოს დანიური სოსისის შეწვა ცეცხლზე და წვიმიან ამინდში სანთლების შუქზე ვახშმობა, როცა ბუხარიც ანთია :(

Kyoikumama (იაპონური)
41c022b82ca9
ეს ისეთი დედაა, რომელსაც შვილი ძალით მიჰყავს მასწავლებელთან, აიძულებს დიდი დრო დაუთმოს გაკვეთილების მომზადებას, ასევე ფიზიკურ განვითარებას. ერთი სიტყვით, დედა, რომელიც ზედმეტად აქტიურად ერევა ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტში ვითომდა მის სასიკეთოდ და საბოლოოდ უარესს აკეთებს. ასეთები ხშირად არიან იაპონურ ლიტერატურაში და ფილმებში.

Uitwaaien (ჰოლანდიური)
f1449395d30f
საერთოდ, ასეთი სიტყვები ხშირად გამოხატავენ რომელიმე ერის თავისებურებებს. Uitwaaien სწორედ ასეთი სიტყვაა და აღნიშნავს ქარიან ამინდში სიამოვნების მიღების მიზნით სეირნობას. ჰოლანდიელებში ეს გავრცელებული ჩვევაა, მათი მტკიცებით, დაღლილობას აქრობს. ინგლისელებს კი, როგორც ჩანს, ნაკლებად უყვართ.

Qualunquismo (იტალიური)
76725f64d59b
არ გაინტერესებს პოლიტიკა და ნაკლებად ადევნებ თვალს საინფორმაციო გამოშვებებს? არ ინტერესდები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით? ეს სიტყვა სწორედ შენ აღგწერს. სიტყვა წამოვიდა 1944 წელს შექმნილი პოლიტ.პარტიიდან რომელიც სწორედ ამგვარი იდეოლოგიის გავრცელებას ცდილობდა საზოგადოებაში.

Bakku-shan (იაპონური)
c98e98051394
დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ თქვენც გინახავთ. ბაკუ-შანი ნიშნავს გოგონას, რომელიც უკნიდან ლამაზი ჩანს, მაგრამ შემობრუნდება და პირველი რასაც გაიფიქრებ, ნეტა არ შემობრუნებულიყოო. ისე საინტერესოა, თუ არსებობს სიტყვა, რომელიც აღწერს შემთხვევას, რომ უკნიდან გოგო გგონია და შემობრუნებისას ბიჭი აღმოჩნდება :(

Tingo (აღდგომის კუნძულები)
5efe4e9e1b77
ეს სიტყვა ძალიან იშვიათად თუ დასჭირდება ვინმეს. აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც მეგობრის სახლიდან გამოაქვს ნივთები სათითაოდ და არ ჩერდება, სანამ სახლს არ დააცარიელებს. წესით, ყველაზე მეტად “ქურდი” ესადაგება, მაგრამ ცოტა უცნაური ხერხია ქურდობის :dabneuli: როგორც ჩანს, აღდგომის კუნძულებზე ხშირი პრობლემაა.

Zalatwic (პოლონური)
46cb5681ef4d
ეს არის მეგობრების, ქრთამის, პირადი კავშირების, მომხიბვლელობის გამოყენება რაიმე მიზნის მისაღწევად. მოკლედ, საქმის კეთება ყველანაირი გვერდითა და ზოგჯერ ბინძური ხერხებით, ოღონდ არა შრომით.

Biritululo (ახალი გვინეა)
2ca61c82cfa1
რას აკეთებთ კამათის დროს? ამტკიცებთ გაუთავლებლად თქვენს პოზიციას? მიდიხართ დათმობაზე? ახალ გვინეაში კამათის მოსაგვარებლად ბირიტულულოს მიმართავენ. ეს არის ადგილობირივი ბოსტნეულის, იამის შედარება. ვინც უფრო დიდი იამი გაზარდა, გამარჯვებულიც ისაა.

Ilunga (ბანტუს ენა, კონგო)
37ae37482688
2004 წელს ეს სიტყვა აღიარეს ყველა ძნელად სათარგმნ სიტყვად. ეს არის ადამიანი, რომელიც პირველ ჯერზე შეურაცხყოფას გაპატიებს, მეორედაც ჩაყლაპავს, მაგრამ არა მესამედ.

მსგავსი ამბები

Back to top button