არქივი

მფრინავი ექიმების სერვისი

მოსახლეობის დიდი ნაწილი ავსტრალიაში ცხოვრობს განაპირა ადგილებში, სადაც სახლებს შორის დიდი მანძილია. ამ ადგილებს უწოდებენ „აუთბექს“ (The  Outback). რადგან ტერიტორიის ამ ნაწილში ცუდად გამხდარი ან მომაკვდავი ადამიანის დამხმარე არავინ იყო, შემოიღეს მფრინავი ექიმების სერვისი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ექიმები ზარის მიღებისთანავე, თვითმფრინავების საშუალებით ჩნდებიან  ავადმყოფებთან რამდენიმე წუთში.

remoteplane

პირველად ეს სერვისი 1928 წელს, ჯონ ფლინის დამსახურებით ამუშავდა. ფლინი ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში მოგზაურობისას უამრავი სიკვდილის შემსწრე გახდა, რისი მიზეზიც ექიმების არ ყოლა იყო. ასეთი ხალხის დასახმარებლად, მან კლინიკების მშენებლობა დაიწყო და 1927 წლისთვის ათი პატარა ჰოსპიტალი აამუშავა. აქ მომუშავე პერსონალი ხალხს პირველად და მცირე სამედიცინო დახმარებას უწევდა, თუმცა ექიმების საჭიროება მაინც იყო სერიოზული შემთხვევებისას.

პირველად, როცა ფლინმა იდეა მფრინავი ექიმების შესახებ სხვებს გაუზიარა, წინადადება არავინ მიიღო სერიოზულად, ვინაიდან 1927 წელს ფრენა ჯერ კიდევ სახიფათო და სარისკო იყო.

633

საბოლოოდ ჯონ ფლინმა იდეის განხორციელება დამოუკიდებლად დაიწყო. მან ახალგაზრდა ინჟინერთან ერთად შექმნა რადიოგადამცემი, რომლითაც ხალხს აშუალება ეძლეოდა დახმარება ეთხოვათ. საბოლოოდ, როცა ყველაფრი მზად იყო სერვისმა მუშაობა დაიწყო და დიდი წარმატებაც მოიპოვა. პირველ წელს, ექიმებმა 225 გამოძახება მიიღეს, 4 სიცოცხლე გადაარჩინეს და 18 000 მილი იფრინეს. დღეს ამ მომსახურების განკარგულებაში 40 თვითმფრინავია და ყოველ წელს 197 000 ადამიანს ეხმარება.

vampiresonsun

I know a thing or two about thing or two

მსგავსი ამბები

Back to top button