გართობა

ავტოსპორტის სახეობა-დრიფტი

171fd910a29d
დრიფტი – მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით

დრიფტის სამშობლო იაპონიაა. მაგრამ მან ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. გამარჯვებული ჩვეულებრივ რამოდენიმე შეჯიბრში ვლინდება.

მსაჯობა
დრიფტის უნიკალურობა იმაშია, რომ შეჯიბრის შედეგი დროით არ ფასდება. მრბოლელის გამოსვლა რამოდენიმე პარამეტრით ფასდება:
– მოსახვევის გავლის ტრაექტორია – არსებობს სპეციალუად მონიშნული წერტილები, რომელთა ახლის გავლით განისაზღვრება ქულების ოდენობა. – მოსახვევის გავლის კუთხე – რაც მეტია კუთხე მით მეტია ქულა. – სიჩქარე (საშუალო სიჩქარე – 130 კმ/სთ). – სანახაობრიობა და სტილი (ფასდება მსაჯების და მაყურებლების მიერ).
ჩემპიონატები
დღესდღეობით მსოფლიში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება. პროფესიონალური სერიები აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაში ტარდება. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.
9a774902238b
დრიფტის ავტომობილი
დრიფტის ავტომობილი როგორც წესი დიდი სიმძლავრის უკანა წამყვან თვლებიანია. პრაქტიკულად ყოველთვის ავტომობილი მსუბუქდება და განიცდის ტუნინგს. კერძოდ: ფორსირდება ძრავი და იცვლება უკანა დიფერენციალი. დრიფტის კლასიკურ ავტომობილებად ითვლებიან: Nissan 350Z, Nissan Silvia S15, Nissan 180SX, Nissan Skyline, Mazda RX-7 და “ხატი-როკუ” პირდაპირ თარგმანში “8-6” — AE86 (Toyota Sprinter Trueno, Toyota Corolla Levin) 1984—1986 წლის გამოშვებები და S პლატფორმის Nissan (Silvia/180SX/200SX/240SX).
f8437868735c
დრიფტის ძირითადი სახეები
Yorin drift
სრიალი ოთხივე თვალის მოსრიალებით. როდესაც ავტომობილი ოთხივე თვალით იწყებს სრიალს შუა მოსახვევში.
Kanteria / feint drift
რწევა ან მოქნევა. მოსრიალება რის მეშვეობითაც შესაძლებელია S-ის მაგვარი მოსახვევების (შიკანების) გავლა, როდესაც მოსრიალება ერთ მხარეს წარმოადგენს სამზადისს მეორე მოსახვევის გავლისა. ასეთ ტექნიკას რალიში იყენებენ.
Braking Drift
დრიფტი დამუხრუჭებით. ამ ხერხის გამოყენებისას მუხრუჭს ეჭირება მოსახვევში შესვლისას და მთლიანად ეშვება “აპექსის” წერტილის მიღწევისას, ამის მეშვეობით მანქანის წონა წინ ნაწილდება და უკანა თვლები კარგავს ჩაჭიდებას ასფალტის საფართან, ხოლო შემდგომ სრიალი კონტროლდება საჭის და გაზის მეშვეობით.
Power over drift
გადამეტებული სიმძლავრე. ასეთი ხერხის დრიფტი გამოიყენება მაღალი სიმძლავრის ავტომობილებში. ძრავის დიდი სიმძლავრის წყალობით მოსახვევში ხდება საბურავების მობუქსავება და ასვალტის საფართან ჩაჭიდების კარგვა.
Hand braking drift
სრიალი ხელის მუხრუჭის გამოყენებით. ეს ყველაზე ადვილი ტექნიკაა, რომელშიც ხელის მუხრუჭის მეშვეობით ხორციელდება უკანა თვლების ჩაჭიდების კარგვა, ხოლო მართვა ხორციელდება საჭის ბრუნვით და სიჩქარის მომატება – კლების მეშვეობით.
Side braking drift
გვერდითა სრიალი. დრიფტის ნაირსახეობა როდესაც ხდება უკანა თვლების მოსრიალება და ავტომობილი პრაქტიკულად გვერდულად მისრიალებს.
Chokudori
ჩვეულებრივ გამოიყენება გზის სწორე მონაკვეთის გავლის შემდგომ, რომ მოხდეს ავტომობილის სიჩქარის ვარდნა და შესრულებულ იქნას “ღრმა” სრიალი. დამუხრუჭება ხდება ავტომობილის სრიალის მეშვეობით და ავტომობილის საჭირო კუთხით მოსრიალებით რათა რაც შეიძლება სარგებლიანად იქნას გავლილი მოსახვევი.
Manji
ხორციელდება სწორ გზაზე, როდესაც მრბოლელი ერთი მხრიდან მეორე მხარეს ახორციელებს ავტომობილის რყევას. როგორც წესი გამოიყენება საჩვენებელი გამოსვლების დროს. მანჯი არის ბევრი ხრიკის განხორციელებისთვის მზადება, როგორებიცაა ტეკუდორი და ინერციული სრიალი.
09d8a86a0d60
ea0ba75ef3ab
ეს არის ავტომობილი რომელმაც რეკორდი დაამყარა დრიფტში მერსედეს-ბენც C63///AMG
დაწვრილებით იხილეთhttp://ucnauri.com/2011/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0

მსგავსი ამბები

Back to top button