არქივი

ანატოლი სლივკო – რუსი სერიული მკვლელი (+16)

c76305c04cbc

სერიული მკვლელი, რომლის დაჭერასაც პოლიციამ 21 წელი მოანდომა.

სერიული მკვლელები. ნაწილი 2

პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ

ანატოლი სლივკოს შეგვიძლია ვუწოდოთ რუსეთის რიგით მეორე სერიული მკვლელი. თუ ანდრეი ჩიკატილოს ყველაზე მეტი ადამიანი ყავდა მოკლული, ანატოლი იმითაა გამორჩეული რომ პოლიციამ მის დაჭერას 21 წელი მოანდომა. ანატოლი იყო სოციალურად ყველაზე კარგად ადაპტირებული სერიული მკვლელი. მისი დამსახურებებისა და მიღწევების სია ყველა ადამიანში აღფრთოვანებას იწვევდა. ანატოლი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი, იგი ატარებდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგოის სახელს (თუმცა მას პედაგოგიური განათლება არ ქონდა), იყო აგრეთვე ქალაქის საბჟოს დეპუტატი, მასზე ხშირად წერდნენ “პიონერულ სიმართლეში”, იყო ოცამდე რადიოგადაცემა “საკავშირო” რადიოში (სანამ ცნობილი გახდებოდა რომ ანატოლი მკვლელი და მანიაკი იყო), ანატოლის გადასცეს უთვალავი რაოდენობის სიგელები და ჯილდოები. ის იყო ერთ-ერთი სამაგალითო მოქალაქე.

fd4b26f7f7bb

სწორედ ამიტომ 1985 წლის დეკემბერში ანატოლი სლივკოს დაპატიმრება ყველასთვის იყო დიდი მოულოდნელობა. “ადგილობრივი უდანაშაულო ცნობილი სახე”, მაგალითი ყველა მოქალაქისთვის, ბავშვების საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდა მკვლელი, მონსტრი საშინელებათა ფილმებიდან, ფაქტიურად ფრედი კრუგერი, ანატოლიმ მოკლა 7 ბავშვი, რომელთა ასაკი თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე იყო. მკვლელობას და შემდეგ გვამების დასაჭურისებას ანატოლი დეტალურად იღებდა ვიდეოკამერით (რომელიც გადასცეს მას როგორც ჯილდო) და ფოტოკამერით. ამ დოკუმენტებს” ანატოლი ინახავდა კლუბ “ჩერგრიდ-ში”(Чергид (Через реки, горы и долины)). ჩხრეკისას შემზარავი ვიდეო და ფოტო მასალის გარდა პოლიციელებმა ნახეს სანადირო დანები, ცული, მარყუჟი, ბაწარი, ბავშვების ფეხსაცმლები და მსხვერპლის ნაწილები, რომელსაც ანატოლი ქილებში ინახავდა. გარდა ამისა, ნაპოვნი იქნა ანატოლის პირადი დღიური, სადაც დაწვრილებით ქონდა აღწერილი ყველა მკვლელობა.

ანატოლი თავის მსხვერპლებს პოულობდა კლუბ “ჩერგრიდ-ში”. ის “აცდუნებდა” მათ, რომ მიეღოთ მონაწილეობა გასაიდუმლოებულ ექსპერიმენტში. ანატოლი ბავშვებს თავზე აცმევდა ცელოფნის პარკს და გუდავდა, რის შედეგადაც ბავშვები გონებას კარგავდნენ. ის ამ ყველაფერს ხსნიდა შემდეგნაირად: ეს ყველაფერი საჭიროა, რომ იცოდეთ, თუ როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება ადამიანს, რომელმაც გრძნობა დაკარგა. ანატოლი ბავშვებს ეუბნებოდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობით ისინი შეუფასებელ დახმარებას უწევდნენ მეცნიერებას. 7 ამდაგვარი ექსპერიმენტი დასრულდა მსხვერპლით. გარდა ამისა იყო კიდევ 42 ექსპერიმენტი სხვადასხვა ბიჭების მონაწილეობით. ამ 42 შემთხვევაში არავინ დაღუპულა მაგრამ დაშავდა დიდი ნაწილი, რამდენიმე კი ინვალიდად დარჩა ცხოვრების ბოლომდე. ანატოლი იღგზნებოდა როდესაც უყურებდა ბავშვების წამებას. მაგრამ ორგაზმს განიცდიდა გვამების დასაჭურისებით და სხეულის დასახიჩრებით. ამ ყველადფერს ის ვიდეოკამერით იღებდა შემდეგ კი მათი ყურებისას ონანირებდა. ფირებთან ერთად ანატოლი ინახავდა მსხვერპლის ნაწილებს, ძირითადად გენიტალიებს.

1986 წელს შედგა სასამართლო, განაჩენი იყო დახვრეტა. 1989 წელს ანატოლი სლივკო დასაჯეს სიკვდილით, ერთი გასროლით თავში.

ბავშვობიდან სერიულ მკვლელამდე

ანატოლ სლივკო დაიბადა 1938 წლის  28 დეკემბერს დაღესტანში.  ახალშობილმა მიიღო სამშობიარო ტრავმა (ასფიქსია), იგი მოიგუდა ჭიპლარით მაგრამ ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა. ამ ტრავმის გამო ანატოლს მთელი ცხოვრება აწუხებდა თავის ტკივილი.  იგი დაავადებული იყო ეპილეფსიით.  ასეთ ადამიანებს ახასიათებს “მწვავე” ფსიქიკა.  ისინი “იჭედებიან” რომელიმე მტკივნეულ მოვლენაზე. ანატოლისთვის ესეთი მოვლენა იყო 1943 წელს, ფაშისტური ოკუპაციის დროს. ის გახდა მოწმე როგორ მოკლა გერმანელმა ჯარისკაცმა პატარა ბიჭი. ჯარისკაცს სურდა ბავშვის ძაღლი მოეკლა, მაგრამ ბიჭი ცდილობდა ძაღლი გადაერჩინა . ჯარისკაცმა ბიჭიც და ძაღლიც მოკლა, სისხლით დასვრილი ფეხსაცმელი კი გვამს შეაწმინდა. ამ დღიდან იქცა ჯარისკაცის შავი ფეხსაცმელი მის “სექს სიმბოლოდ” (ხშირად ის ონანირებდა შავ ფეხსაცმელზე). რამდენჯერმე მან თავისზე ასაკით დიდ ბიჭებთან ითამაშა თამაში “პარტიზანი”. ანატოლი იყო პიონერი-გმირი და მას სჯიდნენ სიკვდილით (ახრჩობდნენ) ამ თამაშის დროს ის ხშირად კარგავდა გონებას. ალბათ სწორედ ამ დროს გაერთიანდა მის გონებაში წამება, დახრჩობა, და სექსუალური ძალადობა. ნიკოლაი მოდესტოვი წერს: “ბავშვობაში ანატოლი  იყო სუსტი და ხშირად იყო ავად, იტანჯებოდა უძილობით და უმადობით. ” ორმოცდაათიან წლებში სლივოკოების ოჯახი გადავიდა “ხიმიკების ქალაქ” ნებინომისკში.

1959 წელს ანატოლი მსახურობდა ფლოტზე, შორეულ აღმოსავლეთში. სწორედ იქ მიიღეს იგი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად.

99a6d8fd153e

1961 წელს მოხდა შემთხვევა, რომელმაც როგორც თვითონ ანატოლიმ აღიარა, აქცია სამაგალითო მოქალაქე სერიულ მკვლელად. სლივკო გახდა ავტოკატასტროფის მოწმე. პიონერთა რაზმს დიდი სიჩქარით დაეჯახა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოტოციკლისტი. “ყველა ავარიის ადგილისკენ გარბოდა, გავიქეცი მეც”. წერს ანატოლი თავის დღიურში. “ბიჭი სისხლში იყო, მისი ფეხები ცახცახებდენ. ვიღაცამ ხელში აიყვანა ბიჭი და მანქანისკენ წაიყვანა. მე შოკში ვიყავი ნანახით და დიდი ხანი ვერ შევძელი აზრზე მოვსულიყავი.”

1961 წელს ანატოლი შესანიშნავი მუშაობისთვის დააჯილდოვეს ძვირადღირებული საჩუქრით “Кварц”-ის ფირმის ვიდეოკამიერით (სწორედ ამ კამერით იღებდა ანატოლი ბავშვების ხოცვას და შემდეგ მათი გვამების დასახიჩრებას). 1963 წელს სლივკო მოეწყო სამუშაოდ მეთხუთმეტე სკოლაში (სადაც ადრე თვითონ სწავლობდა).

ფანატიზმი იპყრობდა სლივკოს: “61 წლის ავარია ყოველდღე მიტივტივებდა თავში და მომყვებოდა მთელი ცხოვრება”. ანატოლი ხედავდა შემდეგ სცენებს: როგორ იტანჯებოდა ბატარა ბიჭი, პიონერი სისხლიან ტანსაცმელში და შავი ფეხსაცმელი. ანატოლის სიტყვებით, მის მეორე “ბოროტ ნახევარს” სურდა ფანტაზიები რეალურ ცხოვრებაში რეალობად ექცია.

1963 წლის ივნისში სლივკომ შესთავაზა მეხუთე კლასელს რომ მიეღო მონაწილეობა კინოგადაღებაში. 11 წლის ნიკალაი წაიყვანა ტყეში და იქ ეთამაშებოდა “მზვერავობანას” შემდეგ კი შესთავაზა “სერიოზული გამოცდა გაძლებაზე”. ბიჭი დათანხმდა. სლივკომ მიაბა ბიჭი ხეს ხელებით და ყელით. შემდეგ ფეხებზე მოაბა ბაწარი რომელსაც თავისკენ წევდა. შემდეგ თხოვა ნიკალაის რომ გამოეხატა წამება და წვალება. ასე ცდილობდა ანატოლი გაეცოცხლებინა 1961 წლის ავარია. ამ ყველაფერს ანატოლი დაწვრილებით იღებდა კამერით.

71bb2f1e233b

1964 წელს მან ჩაიდინა პირველი მკვლელობა. მისი მსხვერპლი გახდა 15 წლის მოზარდი რომლის ამოცნობა დღემდე ვერ მოხერხდა. სლივკომ მოზარდს უთხრა რომ წერდა დისერტაციას “ადამიანის შესაძლებლობების საზღვარზე.” ანატოლიმ დაითანხმა ბიჭი მონაწილეობა მიეღო ექსპერიმენტში. მაგრამ ექსპერიმენტის დროს ბიჭი გარდაიცვალა. ანატოლიმ სხეული დაჭრა და თავიდან მოიშორა, ფირი კი რომელზეც მკვლელობა იყო ჩაწერილი დაწვა.

1966 წელს ანატოლი სლივკო გახდა საბავშვო კლუბ “Чергид”-ის დირექტორი. მშობლებს თავისი ხელით მიყავდათ შვილები ანატოლთან, “ქუჩის ზემოქმედებისგან” რომ დაეცვათ. იმდენ ადამიანს უნდოდა თავისი შვილის ანატოლისთვის ჩაბარება რომ ზოგისთვის სლივკოს უარის თქმა მოუწია. ანატოლი კი წინ მიიწევდა იგი გახდა ნევინომინსკოვის საბჭოს დეპუტატი, 1977 წელს კი მიიღო საპატიო პედაგოგოის წოდება.

81446da6d2f8

1967 წელს სლივკომ იქორწინა ლუდმილაზე. 1971 წელს შეეძინა იგორი, 1975 წელს კი ევგენია. საქორწინო ღამეს აღმოჩნდა რომ ანატოლი იყო იმპოტენტი, მას ცოლი უბრალოდ არ აინტერესებდა.

da803fd6c54e

1973 წლის 14 ნოემბერს სლივკომ მოკლა 15 წლის ალექსანდრე ნესმეიანოვა. პოლიციას ეჭვმიტანილი არ ყავდა, ვერსია კი იყო რომ ალექსანდრე ციგანებმა გაიტაცეს. საქმე დაიხურა.

206688455549

1975 წლის 11 მაისს სლივკომ მოკლა მესამე მოზარდი. 11 წლის ანდრეი პაგასიანა. 12 მაისს იპოვეს ბიჭის ტანსაცმელი და სასკოლო ჩანთა. პოლიციამ ეს ორი მკვლელობა ერთმანეთთან ვერ დააკავშირა და როგორც პირველი საქმე მეორეც დახურა.

1515235ab1cd

მკვლელობიდან ხუთი წელი სლივკოს აღარავინ მოუკლავს, იგი “მხოლოდ” ექსპერიმენტებს ატარებდა. ბავშვებს გუდავდა, ბაწრით ხეზე კიდებდა, თავზე პარკს აცმევდა რომ არ ესუნთქათ და ამ ყველაფერს დეტალურად იღებდა ფოტო და ვიდეოკამერით. მის ექსპერიმენტებში მონაწილეობდა 42 ბავშვი. ამ ექსპერიმენტების დროს ბევრი ბავშვი დაავადდა, ბევრი კი დაინვალიდდა. აღსანიშნავია რომ ექსპერიმენტებში ყველა ბავში მონაწილეობას იღებდა თავისი სურვილით. ზოგი პედაგოგის პატივისცემის გამო, ზოგი აზარტის გულისთვის, სახელისთვის და ფულისთვის (ზოგიერთ მსხვერპლს ანატოლი სთავაზობდა ფულს 10-25 რუბლამდე). ანატოლი ბავშვებს ეუბნებოდა, რომ ეს იყო ოფიციალური, მაგრამ მკაცრად გასაიდუმლებული ექსპერიმენტები.

dab8c958fbe1 9811b7f99f7d

bee93b06e066

cb8db9430f6d

1980 წელს სლივკომ მოკლა 13 წლის სერგეი ფანტევა. პოლიციამ ვერ დააკავშირა ეს მკვლელობა დანარჩენ სამთან და როგორც წინა შემთხვევებში ეს საქმეც დაიხურა. სლივკოს საქციელი უფრო და უფრო არაადამიანური ხდეობადა. გვამს ის ასაჭურისებდა, აჭრიდა თავს, ორგანოებს, ყურებს, ცხვირს, თვალებს და ამ ყველაფერს ის იღებდა.

78790d13bf43

1985 წლის 23 ივლისს ანატოლიმ ჩაიდინა ბოლო მკვლელობა. მსხვერპლი იყო 13 წლის სერგეი პავლოევი. დილის შვიდ საათზე ბიჭი წავიდა ტყეში მშობლებს უთხრა რომ მიდიოდა სათევზაოდ. საღამოს სერგეი სახლში არ დაბრუნდა. 13 ნოემბერს პროკურორის თანაშემწე ტამარ ლანგუევა ეწვია კლუბ “Чергид”-ს სადაც გაიგო ანატოლის ექსპერიმენტებზე. ლანგუევა რამდენიმე საათი ელაპარაკებოდა ბავშვებს ექსპერიმენტზე დეტალების გასაგებად. მოზარდმა ვიაჩესლავმა რომელსაც მონაწილეობა ქონდა მიღებული ერთერთ ექსპერიმენტში, დაწვრილებით მოუყვა, თუ რა საქმიანობას ეწეოდა სლივკო ბავშვებთან ერთად. ჩვენებებზე დაყრდნობით პროკურორმა გამოწერა ორდერი კლუბ “Чергид”-ისა და ანატოლის სახლის ჩხრეკისთვის.

76d30618d75f

1985 წლის 28 დეკემბერს, როდესაც პოლიციელები შევიდნენ კლუბში, სლივკო ატარებდა გაკვეთილს. კლუბში პოლიციამ აღმოაჩინა: ბაწრები, დანები, მარყუჟები და ცულები. ერთ-ერთმა მილიციის თანამშრომელმა დაინახა კარები, სადაც ანატოლს მოწყობილი ქონდა ფოტოლაბორატორია. სწორედ იქ ინახავდა პიონერის ფორმებს, ფეხსაცმლებს, გვამის ნაწილებს და ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ასახული იყო ბავშვების წამება და მკვლელობები. როდესაც სლივკო გაყავდათ დაპატიმრებული, ერთ-ერთ მოსწავლეს ისტერიკაც კი დაემართა. ასე უყვარდათ ის თავის მოსწავლეებს.

ce448b6cfc60

თავის 47-ე დაბადების დღეს ანატოლი კამერაში შეხვდა. 1986 წლის იანვარში მან აღიარა 7 მკვლელობა. სლივკომ დაასახელა 6 გვამის ადგილსამყოფელი. პირველი მსხვერპლი დღემდე არაა ნაპოვნი. კლუბი მეორე დღესვე გაანადგურეს. ანატოლის ცოლ-შვილი კი გადაიყვანეს სხვა ქალაქში.

8921e977967a

1986 წელს შედგა სასამართლო. პროცესი მოკლე იყო. მტკიცებულება (ფირები რომელსაც თვითონვე იღებდა) საკმარისზე მეტი იყო. სასჯელი იყო დახვრეტა. 1989 წლის სექტემბერში ანატოლ სლივკო დასაჯეს სიკვდილით თავში ერთი ტყვიის სროლით. სამწლინახევრის შემდეგ იგივე ადგილას დახვრიტეს ანდრეი ჩიკატილო.

91f32a907a57

2d0efd3b2d7c

ეს ვიდეო არის გადაღებული ანატოლის მიერ თუ როგორ ხოცავდა და ასახიჩრებდა სხეულებს. ვისაც სუსტი გული გაქვთ არ ნახოთ!

მსგავსი ამბები

Back to top button