გართობაუცნაური

ანომალიური მოვლენები

064e44514ab0

გაგრძელებაში ნახავთ რამდენიმე ანომალიური ზონის შესახებ ინფორმაციას და ასევე ანომალიურ მოვლენებს

ანომალიური ზონები

ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც ერთი ან რამდენიმე ე.წ. ანომალიური ზონა არ არის დაფიქსირებული. ხეების უმეტოსობა გამრუდებულია, ბალახები კი გიგანტურ ზომებს აღწევს. ანომალიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანს ეწყება თავის ტკივილი, დისკომფორტის სეგრძნება და შიში. ცხოველები მოუსვენრობენ, გომოსცემენ უჩვეულო ხმებს და გაქცევას ცდილობენ. გარდა მისა, ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, სწორედ იმ ტერიტორიაზე იკვეთება გზა ჩვენს და პარალელურ სამყაროთა შორის. ამით ხსნიან მსგავს ადგილებში უჩვეულო არსებების გამოჩენას, რომლებიც თავსაც კი ესხმიან დაუპატიჟებელ სტუმრებს. “მომაკვდინებელ ზონაში”, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, შემთხვევით მოხვედრილი მგზავრი უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და სამუდამოდ უჩინარდება.

მკვლევარებმა დღემდე არ იციან ასეთი ზონების წარმოქმნის მზეზი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის ყველაზე ხშირად გვხვდება ძლიერი გეოათოგენური აქტივობის ზონებში, ტბებიან, ჭაობიან ადგილებში.
“ანომალიური მოვლენების კვლევისას მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ კრიტიკული დამოკიდებულება მსგავსი ინფორმაციისადმი და ზედმიწევნით შევამოწმოთ ყველა დეტალი, – ამბობს პროფესორი რუდოლფ ნესმელოვი. – მე ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც ყვებოდა თავის კონტაქტზე “გონიერ მოძმეებთან”, თუ როგორ იტაცებდნენ მას პირდაპირ საწოლიდან, როგორ ემორჩილებოდა მათ ძახილს და ფეხით გადიოდა თხმუთმეტ კილომეტრს, შინ ბრუნდებოდა, ფეხსაცმელი კი ისეთი სუფთა ჰქონდა, თითქოს არც უვლია. მას თვითონ ეჭვი არ ეპარებოდა თავისი შესაძლებლობების ჭეშმარიტებაში. ეს კი აუცილებელია ჭეშმარიტების დასადგენად. როგორც წესი, ფენომენის ანალიზის შემდეგ ირკვევა, რომ “კაშკაშა ლაქები ცაზე” – უბრალოდ ატმოსფერული მოვლენაა ან თვითმფრინავის სინათლეები. “განათებული ბურთები” თურმე პლანეტებია, რომლებიც ხშირად ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მაგალითად, სატურნი და იუპიტერი. როცა მანქნით მიდიხართ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პლანეტა თქვენს პარალელურად მოძრაობს. სწორედ ასე მოხდა ბერნი და ბეტი ჰილების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ის ადამიანები,ვინც ამო-ს დანახვას ან მის ბორტზე ყოფნას ირწმუნება, ერთმანეთისგან ვერ არჩევს თვითმფრინავს და პროჟექტორს. დაკვირვებით შესწავლის შედეგად აღმოჩენილა, რომ უცნაური, მელოტი, საცებებიანი არსებები, რომლებიც ადამიანებს “სკანირებას უკეთებდნენ”, მხოლოდ ფსიქოლოგიური თვითდარწმუნების მიერ გამძაფრებული შეგრძნებებია და სხვა არაფერი”.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასწაულები არ ხდება. უბრალოდ, ხშირად მათ ზუსტი მეცნერული ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ინგლისის ბიოფიზიკური ცენტრის მეცნიერები ატარებდნენ ფრიად საიტერესო ექსპერიმენტებს კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, ანუ ბიოლოგიური ობიექტების შესახებ ინფორმაციის მყისიერი და ნებისმიერ მანძილზე გადაცემის სფეროში. ყველაფერი ეს, როგორც ივარაუდება, ჩვენი სამყაროსა და პარალელურ სამყაროებს შორის ფარული კავშირის გარკვეული გამოხატულებაა. ჩვენთვის უცნობი ფაქტორების ზეგავლენით, სივრცის გარკვეულ მონაკვეთზე ჩნდება “ხვრელი”, რომელსაც შეუძლია ადამიანი სულ სხვა ადგილას და სულ სხვა დროში აღმოაჩინოს.

წარმოგიდგენთ ანომალიურ ზოენბს

ქალაქი არტემოვსკი

კრასოიარსკის მხარის ქალაქ არტემოვსკში ანომალიური ზონა აღმოცენდა. 30 მეტრის დიამეტრის მიწის ნაკვეთი, 30-40 სანტიმეტრის სიმაღლეზე ფერფლითაა დაფარული, წარმოქმნილია უჩვეულო ორმოები, საიდანაც უკვე მეორე თვეა, კვამლი ამოდის, ხეები კი ფესვებიანად წყდება მიწას. ამ მოვლენის ახსნა ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. ანომალიური ზონა მეტყევემ იპოვა, როცა მისმა რეზინის ჩექმებმა დნობა დაიწყო. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ ამ ადგილზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, თუმცა რატომ არ მინელდა კვამლი და ქარმა ვერ მიმოფანტა ფერფლი აგვისტოს შემდეგ, ამაზე პასუხი არ აქვთ. ანომალიური ზონის კვლევა მეცნიერებმა უკვე დაიწყეს. მათ მიაგნეს სამ ერთნაირ ჩაღრმავებას, რომელთა ირგვლივაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა. ისინი ამბობენ, რომ ნამდვილად არ არის უბრალოდ, ტყის ხანძარი. იწვის გრუნტი, რაც წარმოუდგენელია. თანაც ცეცხლის ალი 6 მეტრს აღწევს.

ბერმუდის სამკუთხედი

ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გლადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.
1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.
1975 წელს, ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.
ბერმუდის სამკუთხედის რეგიონში ბევრი გემი ცურავს,თუმცა ფაქტი აშკარაა,რომ ამ ადგილას ჩაძირულ გემთა რაოდენობა ბევრად აღემატება ატლანტიკის ოკეანის სამხრეთში დაღუპულ ხომალდთა რიცხვს.იგი საუკუნეების განმავლობაში საიდუმლოებით მოცული იყო და დრესაც არ კარგავს აქტუალობას. „ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლობა“ ახლაც გადაუჩრელი პრობლემაა.არის ვერსიებიც,რომელთა მიხედვითაც საზღვაო და საჰაერო ხომალდების გაქრობის მიზეზი შტორმებია,რომელიც ოკეანისთვის ჩვეულებრივი მოველანაა.ზოგი მკვლევარი კი ფიქრობს რომ ამ რეგიონში ძლიერი მაგნიტური ველია,რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს ხომალდების სანავიგაციო სისტემა,ისინი გზას ვეღარ იგნებენ და უბრალოდ იძირებიან ოკეანის სიღრმეში.არსებობს მოსაზრება რომელიც ეფუძნება ჩარლეს ბერლითზის,ინგლისელი ლინგვისტის, თეორიას. რომლის მიხედვითაც დაკარგული ქალაქი–ატლანტიდა სწორედ ბერმუდის სამკუთხედის ქვეშ არის ჩაძირული.სწორედ ამ ჩაძირული ქალაქიდან გამოიყოფა კრისტალური ენერგია,რომელიც ხდება უამრავი გემისა და თვითმფრინავის გაუჩინარების მიზეზი.სხვა მოსაზრების თანახმად კი ამ რეგიონში არის დროის პორტალი რომელიც დაკავშირებულია უცხოპლანეტელთა წყალქვეშა ბაზებთან.

ანომალიურ შემთხვევას

1915 წლის 23 აგვისტოს კონსტანტინოპოლში მომხდარი ანომალიური მოვლენა

მრავალი ზეპირი გადმოცემის თანახმად, ადამიანების იდუმალებით აღსავსე გაუჩინარება ზოგჯერ მოწმეების თვალწინ მომხდარა. 1915 წლის 23 აგვისტოს, კონსტანტინოპოლის ახლოს განლაგებული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებმა იხილეს უცნაურ ღრუბელში გახვეული მეტოქის სამხედრო ნაწილები, რომლებიც სწრაფად გაუჩინარდნენ. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 1943 წელს. ანომალიური მოვლენების ცნობილი ამერიკელი მკვლევარის, ჩარლზ ბერლიცის მონაცემებით, აშშ სამხედრო საზღვაო ძალები ატარებდნენ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც ფილადელფიის დოკიდან გაქრა სამხედრო ხომალდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში გამოჩნდა ნორფოლა-ნიუპორტის დოკში, პორტსმოტის რაიონში. ეს ორი დოკი ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მილით არის დაშორებული. ცოტა ხანში ხომალდი კვლავ გაქრა და ისევ ფილადელფიაში გამოჩნდა. ეკიპაჟი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ხომალდზე იმყოფებოდა, ვერაფრით ხსნიდა ამ მოვლენას: ოფიცრებისა და მეზღვაურების ნახევარი ჭკუიდან შეიშალა, ნახევარი კი მოკვდა. ეს საიდუმლო დაედო საფუძვლად მხატვრულ ფილმს “საიდუმლო ექსპერიმენტი”. რა იყო ეს – მასობრივი ჰალუცინაცია თუ რაღაც სხვა?
ამერიკული ყოველკვირეული “ჰისტორი ოფ საიენთისთ” აღწერს შემთხვევას, რომელიც 1960 წლის 30 ივლისს მოხდა ქალაქ პიკტონში, ონტარიოს შტატში. ნათესავების და მეზობლების თვალწინ დაიკარგა ცამეტი წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ადგილზე აღმოაჩინეს.
ცნობილმა ასტრონომმა და ამოს-ს მკვლევარმა ალან ჰაინეკმა ამ შემთხვევებს “მესამე ბუნებასთან კონტაქტი” უწოდა. ზოგი შემთხვევა ,მაგალითად, უიტფილდის (ნიუ ჰემპშირის) მცხოვრებთა, ბეტი და ბერნი ჰილების გაუჩინარება ზედმიწევნით არის დოკუმენტირებული. 1961 წლის სექტემბერში ისინი შვებულებიდან შინ ბრუნდებოდნენ. უცბად ცაზე ქაოტურად მოძრავი ორი კაშკაშა ბურთი დაინახეს, რომლებიც თითქოს კვალდაკვალ მისდევდა მათ მანქანას. ცოტა ხანში ბერნის და ბეტის ჩაეძინათ. გონს რომ მოვიდნენ, ორი დღე გასულიყო და ისინი ასი მილით იყვნენ დაშორებული იმ ადგილს, სადაც გაჩერდნენ. შემდეგ თანდათან გაიხსენეს, რომ ამ ხნის განმავლობაში იყვნენ რაღაც უცნაურ ხომალდზე, რომელიც ზედმეტად განათებული იყო და უცნაური, არამიწიერი არსებები მათ სხივებით თუ რაღაც საცეცებით ეხებოდნენ, თითქოს გაშუქებას უპირებდნენ.

პერმის მოქალაქე ოლგა ვოლკოვა

სენსაციური ამბები რუსეთშიც მომხდარა. მაგალითად, პერმის მოქალაქე ოლგა ვოლკოვა რამდენჯერმე გაუტაციათ არამიწიერ არსებებს, რომლებსაც მისივე თქმით, ოლგას ტვინის სკანირება ჩაუტარებიათ. ისინი შეეცადნენ მისთვის კანქვეშ ჩაენერგათ რაღაც მოწყობილობა, მაგრამ ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა. ამბობენ, რომ ქალაქ სარატოვის საბავშვო ბაღიდან გაქრნენ ხუთი წლის ასაკის ტყუპები, სონია და ტანია კომაროვები და სამსაათნახევრის შემდეგ, როცა უკვე ფეხზე იდგა მთელი მილიცია, ბავშვები უკან დაბრუნდნენ. მათ არადერი ახსოვდათ, მაგრამ დაჟინებული გამოკითხვის შემდეგ გაიხსენეს, რომ “ჭერში დატრიალდა მზე და ისინი ჩაყლაპა”. მოსკოველი ოქსანა ნერაზოვა მაღაზიაში წავიდა, სამი დღის შემდეგ კი სახლიდან ასი კილომეტრის დაშორებით მოვიდა გონს და ბევრი საინტერესო რამ უამბო ჟურნალისტებს”არამიწიერ არსებებთან”კონტაქტის შესახებ.

5ab0871b7824

e76f16390af5

 

წყარო : sazogadoeba.ge  intermedia.ge

PagsOn

Ucnauri.com aris Dzalian Magari saiti am saitis sashualebit dzalian bevri informacia movipove da madloba im adamians vinc es saiti sheqmna :)

მსგავსი ამბები

Back to top button