უცნაური

10 ცნობილი ადამიანის ფობია

ry89w

საოცარია, რამდენი ფობია და ხასიათის სხვადასხვაობა გვხვდება ადამიანებში. იდიოსინკრაზიები, რომლებიც ღრმად არის გამჯდარი პიროვნებაში, უდიდეს გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე და ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის თვითრეალიზაციის პროგრესს. ამ პოსტში ვისაუბრებთ 10 ცნობილი ადამიანის ფობიების შესახებ და თქვენ, იმედი მაქვს, შეძლებთ საკუთარი ირაციონალური შიშებისგან თავის დაღწევას…

ქრისტინა რიჩი:  ქრისტინა რიჩი იყო პატარა უსაყვარლესი გმირი 90-იანი წლების სერიალის ,,ადამსების ოჯახი”. მას რამდენიმე მისტიკურ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა. მისი უდიდესი ფობია სახლის მცენარეების შიში ყოფილა, ანუ ბოტანოფობია. ის თვლის, რომ მცენარეები ჭუჭყიანები, მახინჯები არიან და მას ზიანს მიაყენებენ.

პამელა ანდერსონი:  ის შეამჩნიეს თავისი ამაღელვებელი მგზნებარების გამო და მისი დიდი კარიერაც დაიწყო…

თურმე პამელას კატატროფობია- სარკეების შიში ტანჯავს. ეს არის საკუთარი ანარეკლის დანახვისას გაჩენილი შიში. პამელას არ შეუძლია მარტო ტელევიზორის ყურება, რადგან არხების შეცვლის დროს იქ საკუთარ თავს ხედავს.

კელი ოზბორნი: ეს ახალგაზრდა სატელევიზიო რეალითი შოუს ვარსკვლავი საზოგადოებამ შერონ და ოზი ოზბორნების ოჯახიდან გაიცნო. მათი ქალიშვილი კელი ხშირი სტუმარი იყო ფსიქოთერაპევტის, ალბათ მისი მთავარი შიშის, აფენფოსმფობიის გამოც, (ხელით შეხების შიში).  მისმა ძმამ ჯეკმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ რისი გაკეთებაც კელის გასაგიჯებლად მოუწევს ადამიანს, სულ რაღაც ლავიწის ძვალზე შეხებაა და ის პირის ღებინებამდე მიდის.

ბილი ბობ ტორნტონი:  რაც მის შესახებ ვიცით ის არის, რომ ბილის აქვს მომხიბვლელი ექსცენტრიული ხასიათი და ყოველთვის იცის, რა უნდა, მაგრამ დიდი გასაჭირში ვარდება, როცა ქრომოფობია შემოუტევს. ბილის თურმე ძალიან ეშინია ანტიკური ავეჯისაც. კაშკაშა ფერები მასში ისტერიკას იწვევს, ხოლო ძველებურ ავეჯს რაც შეეხება, მათ დანახვაზე ტანში ჟრუანტელი უვლის.

დევიდ ბექჰემი: დევიდ ბექჰემი არის ათლეტური, ყოველთვის შესანიშნავად ჩაცმული და შესაძლოა, მისი ასეთი იდეალურ ფორმაში ყოფნა ატაქსოფობიამ განაპირობა. უწესრიგობის შიში აიძულებს მას სოდიანი წყლის ქილა გამოყენებისთანავე დააბრუნოს მაცივარში ან სასწრაფოდ ჩააგდოს ნაგვის ყუთში.

მადონა: ის ყოველთვის უშიშარი, საბედისწერო ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს თაყვანისმცემლებზე. კრივის ხელთათმანებით, ქალური ძალის გამომხატველი ტანსაცმლით თუ იარაღით გამოდის სცენაზე. უშიშარი მადონა ფობიის მსხვერპლია- მას ძალიან ეშინია ჭექა-ქუხილის. ეს ფობია, სხვათა შორის, უამრავ ადამიანს ტანჯავს.

ორლანდო ბლუმი:   ბრიტანელ მსახიობ ორლანდო ბლუმს ჭკვიან, გონებამახვილ ადამიანად თვლიან. მას  სვინოფობია, ანუ ღორების შიში აწამებს. ბლუმმა უარი თქვა ფილმში ,,ცხოველების ფერმა” მონაწილეობაზე ამ ფობიის გამო

ნიკოლ კიდმანი: მშვენიერ ნიკოლს ეშინია წითელ ხალიჩაზე სიარულის. მას აგრეთვე ტანჯავს პეპლების შიში. არადა თითქმის ყველა ადამიანს ხიბლავს ეს ფარფატა, ხატულა ქმნილება.

კიმ ბესინჯერი:  ბესინჯერს აგორაფობია აქვს, ღია სივრცის და ბრბოს შიში. ბევრ ხალხში მოხვედრა მას პანიკაში აგდებს და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ჰაერის უკმარისობით ის საავადმყოფოში მოხვედრილა.

ჯენიფერ ლოპესი: ყველასთვის საყვარელ ლათინოს მომღერალს კატების ეშინია. ამ შიშს ელუროფობია ჰქვია. ყველაზე უწყინარი პატარა კნუტიც კი თავზარს სცემს ჯენიფერს და საკმარისია კნავილი გაიგონოს, რომ ფანჯრებს ხურავს და შველას ითხოვს…

მსგავსი ამბები

Back to top button