TECH & მეცნიერებაგართობა

საფრანგეთი მზადაა ფული გადაუხადოს მათ, ვინც სამუშაოზე დადის ველოსიპედებით

3180531e7e62
საფრანგეთი მზადაა ფული გადაუხადოს მათ, ვინც სამუშაოზე დადის ველოსიპედებით.

3180531e7e62
საფრანგეთი ძალიან შორსაა ჰოლანდიისგან ველოსიპედების გავრცელების მხრივ, მაგრამ საფრანგეთს სურს, რომ დაეწიოს ჰოლანდიას ამაშიც და საფრანგეთის მთავრობა მზადაა ფული გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოზე დადიან ველოსიპედებით.

სტიმულაციით, რომ მოსახლეობა ავტომობილიდან გადაერთოს ველოსიპედებზე დაკავებულია ბევრი ქვეყანა და ცალკეული ქალაქები. მაგალითად, შვედეთში, გეტებრგის მუნიციპალიტეტის მთავრობა მზადაა აჩუქოს ყველას ვინც კი სამუშაოზე კვირაში ორჯერ მაინც წავა ველოსიპედით თანამედროვე საქალაქო ველოსიპედი, მაგრამ სამაგიეროთ საფრანგეთი აპირებს, რომ დაიწყოს ამგვარი ნამდვილად უნიკალური პროექტი. საფრანგეთი აპირებს, რომ ფული გადაუხადოს ველოსიპედისტებს.
56d84006b1a5
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამუშაოზე ველოსიპედით დადის მოსახლეობის მხოლოდ 2.9% და მოცემული პროექტი შემუშავებულია სპეციალურათ იმისათვის, რომ გაიზარდოს ეს მაჩვენებელი. ქვეყნის მთავრობა შეუთანხმდა ველოსიპედის მწარმოებელ ქსელებს იმაზე, რომ ის დააფინანსებს მოქალაქეების გადაადგილებას ველოსიპედით ქვეყნის ბიუჯეტიდან.

მოცემულ მომენტში საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტრო პირდება ყველას 25 ევროცენტს, ვინც ველოსიპედებით გადაადგილდება დღის და საღამოს გარკვეულ საათებში. სავარაუდოდ ფული ავტომატურად დაერიცხება იმ ბარათზე, რომლითაც ნაქირავებია ველოსიპედი. გადახდის ამგვარის სისტემა ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია.
dbc42c2a1670
ველოსიპედებით გადაადგილების საპილოტე პროგრამა იმუშავებს 1 წელი. თუკი შედეგები საიმედო იქნება, მაშინ ის იქნება უკვე მუდმივი. საფრანგეთი უნდა გახდეს ველოქვეყანა, ხოლო ფული – ამის საუკეთესო სტიმულია.

მსგავსი ამბები

Back to top button